ფირუზი

ქიმიური ფორმულა: CuAl6(PO4)4(OH)8•4H2O

სიმკვრივე: 5 - 6

 

ფირუზის სახელწოდება (Turquoise) ფრანგული სიტყვა "turqueise" დან მოდის და "თურქულ ქვას" ნიშნავს, რადგანაც ევროპაში ის პირველად თურქეთიდან მოხვდა. ფირუზი ძველი ეგვიპტელების უსაყვარლეს ქვად ითვლებოდა. ტუტანხამონის ნიღაბშიც კი ნახავთ უძველეს ფირუზს. 

116be95f7d83b786550c3b1734913fb2 1

 

ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ფირუზი რეგენერაციის ქვა იყო, ამიტომაც მას როგორც დეკორატიულ, ასევე სულიერ თემატიკაშიც იყენებდნენ.

მესოამერიკელები ფირუზისგან მოზაიკებს ქმნიდნენ.

535 01 2

ჩინელები კი სხვადასხვა ფორმის სკულპტურებს.

Oriental font b Ancient b font Chinese Turquoise Hand carved Dragon Cup

ინდიელები ფირუზისგან სამკაულებსქმნიდნენ, დამცავი მიზნებისთვის.

B1601 1

 

ტიბეტში კი ფირუზის უძლიერესი სამკურნალო თვისებების სჯეროდათ და მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. 

turquoise pendant

"XIV-XVIII საუკუნეების ქართული ხელოვნება, მათ შორის ოქრომჭედლობა მოექცა ერთი მხრივ, სეფიანთა ირანისა და მეორე მხრივ ევროპული კულტურის ორმაგი გავლენის ქვეშ. ამის კვალია ირანული ფირუზის მოჭარბება და მინანქრის მოხატულობის გაჩენა ქალის სამკაულში, რომელთა წარმოება კვლავ გამოცოცხლდა, როგორც კი სული მოითქვა დაუსრულებელი ომებისაგან."-Dzeglebi.ge

10320615 10151992705451269 688675172724699834 n

ზედა ფოტოზეა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამკაულები. XVIII საუკუნე. დიადემა, სამაჯურები,საყურეები, საკიდი. ოქრო, მინანქარი, ფირუზი.

სად მოიპოვება?

ფირუზს დიდი რაოდენობით მოიპოვებენ ირანში, ავღანეთში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ისრაელში, მექსიკაში, ტანზანიასა და ა.შ.შ-ში.

image002

 

ა.შ.შ ერთ-ერთი უდიდესი ფირუზის მომწოდებელია, შახტების უმეტესი რაოდენობა არიზონა, კოლორადოსა და ნევადაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საბადო ერთ ქვეყანაში და მეტიც, ერთ შტატში მდებარეობს, ქვებს შორის ძალიან დიდი ვიზუალური და ხარისხობრივი განსხვავებაა.

ეიჯაქსის ფირუზი

ეიჯაქსი არის საბადო, სამხრეთ ტონოპაში. ამ ტიპის ფირუზი უმეტესად ღია ცისფერია, მუქი ლურჯი მატრიცით, ხანდახან მომწვანო ელემენტებსაც დაიკრავს ხოლმე. ხშირად ორივე ფერი გვხვდება ერთ ქვაში და მას ემატება მოოქროსფრო მოყავისფრო ულამაზესი მატიცა.

ajax

ბისბის ფირუზი

ბისბის ფირუზი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, ის გამორჩეულია უმაღლესი ხარისხითა და ღრმა ცისფერი ფერით. დაკრავს მოიისფრო-მოყავისფრო მატრიცა. ბისბის ფირუზი მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს ფირუზად ითვლება. მიუხედავად ამისა ბისბის ფირუზი გვხვდება ღია ცისფრიდან მუქ მწვანემდე, რაც მის ფასსაც ცვლის. ბისბის ფირუზი, ამერიკული ფირუზის სახეა, ის წააგავს სპარსულ ფირუზს, რომელსაც ევროპაში ძალიან აფასებენ. 

bisbee1

შავი ქვრივი ფირუზი

პატარა საბადოა ნევადაში. ამ ტიპის ფირუზი უმეტესად ღია ცისფერი ან ღია მწვანე ფერისაა, მკვეთრად გამოხატული შავი მატრიცით. ეს ფირუზი საკმაოდ იშვიათია, და მისი მაქსიმალური ნატეხი 15 კარატს არ აღემატება ხოლმე, მაგრამ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი ორიგინალური შეხედულების გამო.

 blackwidow

ლურჯი ბრილიანტის ფირუზი

ეს საბადო აგრეთვე განთავსებულია ნევადაში, რომლის ქვები გამოირჩევა მუქი ლურჯი შეფერილობითა და უფრო დიდი რაოდენობის მატრიცით, აგრეთვე სიმკვრივით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვა საკმაოდ ხარისხიანია, არც ისე ძვირად ფასობს, მისი დიდი რაოდენობის გამო. 

bluediamond1

ცისფერქვიანი ფირუზი

ცისფერქვიანი ფირუზის საბადო აგრეთვე ნევადაში მდებარეობს, “Battle Mountain”-თან, რომელიც 1934 წლიდან მსოფლიოს უდიდესი რაოდენობის ფირუზს აწვდის, მათ შორის ბევრია მუზეუმის ექსპონატები, უმაღლესი ხარისხისა და ფასის ფირუზები. ქვები გვხვდება სუფთა ცისფერში, ხშირად შესამჩნევი მატრიცის გარეშე, იშვიათად ღია ყავისფერი მატრიცით. 

bluegem1

ცისფერი მთვარის ფირუზი

ამ საბადოს ქვები უმეტესად თეთრიდან ღია ცისფერში გვხვდება, მცირე რაოდენობის მატრიცით. აგრეთვე საინტერესოა როდესაც თეთრ, (ღია ცისფერი) ფირუზებს დასდევთ მუქი ცისფერი მატრიცა. მიუხედავად მისი ხარიხისა და სილამაზისა, ამ ფირუზის შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ. 

bluemoon

კარიკოს ტბის ფირუზი

ეს საბადოც ნევადაში მდებარეობს, ის დიდი რაოდენობით ფირუზს „აწარმოებს“ შეიძლება ითქვას, რომ ეს ფირუზი საკმაოდ უცნაური და მრავალფერვანია. ღია ცისფერიდან მუქ მწვანემდე მერყეობს მისი ფერი, იგი აღიარებულია იუველირებში და საკმაოდ ძვირად ფასობს.

caricolake1

 

დამელეს ფირუზი

ძალიან უცნაური და მოთხოვნადი ნაირსახეობა. ეს ფირუზი გამოირჩევა იმით, რომ თითქოს ერთ ქვაში გაერთიანებულია სხვადასხვა ფერის ფირუზების პატარა ბურთები, თითქოს დედაბუნებამ თავად შეაწება ისინი და მოგვცა უცნაურ ფერებში, როგორიცაა თეთრი, ყავისფერი, რძისფერი მუქი მწვანე და ყვითელი. ეს ფირუზი ხშირად გამოიყენება საიუველირო საქმეში და საკმაოდ კარგ ფასადაც იყიდება.

damele1

ისტერ ბლუ ფირუზი

ეს საბადო 1907 წელს აღმოაჩინეს და ამის შემდეგ მოწოდება არ შეჩერებულა. ფერი კაშკაშა ცისფერიდან მუქ მწვანემდე მერყეობს და უმეტესად მატრიცის მაგიერ, ყავისფერი ლაქები დასდევს.

easterblue1

გოდბერის ფირუზი

გოდბერისა და დემალეს საბადო ერთ მთაზე მოპირდაპირე მხარეებზეა განლაგებული, შეიძლება ვთქვათ, რომ მეზობლები არიან, მაგრამ მათი ფირუზები არ გვანან ერთმანეთს. გამოირჩევა ღია ტონალობებით, ძალიან იშვიათად ღრმა ცისფერიც გვხვდება. ობობის ქსელის მსგავსი შავ-ყავისფერი მატრიცა გასდევს.

godber1

ინდური მთის ფირუზი

ინდური მთის საბადო 1970 წელს აღმოაჩინეს ნევადაში. მასში მუშაობა მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ ის მუდმივად თოვლით არის დაფარული, ამ საბადოს ბალახის ფესვებსაც ეძახდნენ, იმიტომ, რომ ფირუზის მოსაპოვებლად ბევრი თხრა არ არის საჭირო, ის მიწასთან ძალიან ახლოსაა. ამ სახეობის ფირუზს საკმაოდ დიდი ფერთა გამა გააჩნია, მუქი მწვანიდან ღია ცისფრამდე, ხშირი მატრიცით. 

indianmountain1

კინგმანის ფირუზი

ეს ქვები გამოირჩევა იმით, რომ განსაკუთრებული ლურჯი შეფერილობა აქვთ, უმეტესად შავი მატრიცით, სადაც ხშირად კაშკაშებენ სპილენძის ნატეხები. აგრეთვე ერთერთი უძვირესი ფირუზია.

kingman1 

მორენცის ფირუზი

საბადო არიზონაში გვხვდება. ცნობილია მისი კაშკაშა ლურჯი და ცისფერი შეფერილობით, მატრიცა უფრო ღია ფერებში აქვს, და ხშირად გვხვდება პირიტ ნარევიც. არიზონის ფირუზი საკმაოდ დაბალ ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად კინგმანის ფირუზთან შედარებით შეიძლება ეჭვიც შეგეპაროთ ნამდვილია თუარა, მაგრამ არიზონას ფირუზი საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასათვის.

morenci

ნომერი 8 ფირუზი

ეს საბადო ა.შ.შ-ს ფირუზის საბადოებს შორის ერთერთი საუკეთესოს ადგილს იკავებს. უმეტესად მუქ ცისფერ ტონებში გვხვდება ხშირი ყავისფერ-შავი მატრიცით, რაც უფრო მკვეთრი მატრიცაა მით უფრო ძვირი ღირს ქვა. 

number8

ორვილ ჯეკის ფირუზი

აგრეთვე ნევადაში მდებარეობს, ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია მოყვითალო მომწვანო ფირუზების.

orvilejack1 

პილოტ მაუნთაინის ფირუზი

ასევე ტონოპასთან არის განთავსებული ეს საბადო, და ძალიან უცნაური, ჭრელი ფირუზით გვამარაგებს. მუქი ლურჯიდან ღია მწვანემდე, დაიკრავს ღია ყავისფერ ხშირ მატრიცას, საკმაოდ გამძლე ქვაა და რთულია მისი ფერის შეცვლა ხელოვნური საშუალებებით. 

pilotmtn1

სპარსული ფირუზი

ასობით წლებია რაც სპარსული (ირანული) ფირუზი მოგვეწოდება. საკმაოდ ძვირად შეფასებული ფირუზია, მისი ინტენსიური ფერისა და ბრწყინვალე ხარიხის გამო. ევროპელი მყიდველები სუფთა სპარსულ ფირუზს ამჯობინებენ, მატრიცის გარეშე.

nbr anc029 0022304

აფრიკული ფირუზი

არ გამოირჩევა ფერის სიმკვეთრით, აქვს უფრო წვრილი და მკრთალი ხაზები.

atq12dc 002

 

ავსტრალიური

აქვს უფრო ცარცისებრი სტრუქტურა და ღია ფერი.

mvc 087x

 

ჩინური

საკმაოდ დაბალფასიანი ფირუზის სახეობა.

chinese1 

ტიბეტური

ტიბეტურ ფირუზს ჰიმალაების ტერიტორიაზე მოიპოვებენ. საკმაოდ ხარისხიანი, მაგრამ დიდი რაოდენობის გამო შედარებით იაფიანი ქვაა.

tibetan woman

თვისებები 

ფირუზი ძლიერიგამწმენდი ქვაა. ის განმუხტავსუარყოფით ენერგიას და გარშემო ზემოქმედებისგან იცავს პატრონს. ასტაბილურებს ადამიანის ხასიათს და აძლევს შინაგან სიმშვიდეს. კარგი ქვაა დეპრესიისა და დაღლილობის წინააღმდეგ. თუ გაწუხებთ პანიკური შეტევები ფირუზი მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს ქვა ძალიან კარგად მოქმედებს თვითშეფასების ამაღლებაზე და კრეატიული დეფიციტის დროს.

turquoise beads1

მას ასევე ბედნიერება მოაქვს სიყვარულში. მისი მთავარი თვისებაა შეირიგოს მტრულადგანწყობილი ადამიანები და დააზავოს ისინი. ოჯახში ამყარებს მშვიდობას, იზიდავსმეგობრებს და მფლობელის მიმართ სხვა ადამიანების სიმპათიას იწვევს. თვალისგან ერთ-ერთი უძლიერესი დამცავი თილისმაა. თუ ადამიან საქვს ბრაზიანი ხასიათი, ფირუზი მას დააწყნარებს. ფირუზის ნაკეთობებს ატარებენ როგორც გამარჯვების, წარმატებისა და იღბალის მომტან სიმბოლოდ, რომელიც ადამიანს ნებისმიერი უბედურებისგან იცავს. ასევე მიღებულია, რომ ფირუზი კარგად მოქმედებს ფინანსებზე. ტრადიციულად, ცისფერი ფირუზი ასოცირდება მეხუთე ჩაკრაზე, მომწვანო ფერის შემთხვევაში მეოთხეზე.

1402614941

 

სამკურნალო თვისებები

თუ გაწუხებთ უძილობა და კოშმარები, ეს ქვა თქვენთვისაა. კარგად მოქმედებს ფილტვებზე, კუჭზე, გულსა და ღვიძლზე. ის ამაგრებს მხედველობას, ამსუბუქებს თავის ტკივილს, კურნავს გაციებას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. რადგანაც ფირუზი ასოცირდება მეხუთე ჩაკრაზე, ის კარგად მოქმედებს ხმის იოგებსა და ფარისებურ ჯირკვალზე. ასევე კარგია მომღერლებისა და ორატორებისთვის.   

გამოკითხვა

თქვენი საყვარელი ნატურალური ქვა?

ამეთვისტო - 22.9%
მთისბროლი - 5.2%
მთვარის ქვა - 8.5%
ლაზურიტი - 4.6%
ვეფხვის თვალი - 5.2%
ლაბრადორიტი - 7.8%
იასპი - 9.8%
აქატი - 2.6%
ავანტურინი - 3.3%
ვარდისფერი კვარცი - 12.4%
სხვა..... - 17.6%

Total votes: 153
The voting for this poll has ended on: 01 Jan 2018 - 00:00