ლაზურიტი - ლაპის ლაზული - ლაჟვარდი

 

ქიმიური ფორმულა - Na6Ca2[S,SO4,Cl2)2lAl6Si6O24]

სიმკვრივე - 5 - 6

banded lapis

ამ ულამაზეს მინერალს საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. მისი მოპოვება ავღაეთში იყო შესაძლებელი და არქეოლოგიური გათხრებისას, კავკასიის რეგიონში, სამარხებშია აღმოჩენილი. ლაზურიტი სამეფო ქვად ითვლებოდა, ამის დამამტკიცებელია ისიც, რომ ფარაონ ტუტანხამონის დამკრძალავ ნიღაბში, თვალის გარშემო ნაწილი, ლაზურიტის ქებითაა მოჭედილი.

MTE5NTU2MzE2MzkxNzY5NjEx

 

მას სახელი ულამაზესი ფერის გამო დაერქვა. ლათინური სიტყვა 'lapis' „ქვას“ ნიშნავს, ხოლო არაბულად, სიტყვა 'lazaward' ლურჯ ფერს.

ლაზურიტი უფრო ქვაა,  ვიდრე მინერალი,რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესაა თეთრი ჩანართები - კალციტი და კაშკაშა წერტილები - პირიტი.

tumbled lapis lazuli

 

სად მოიპოვება?

დაახლოებით 6000 წლის წინ, ყველაზე ძველი ლაზურიტის საბადო ავღანეთში იყო. დღესაც, ითვლება რომ ავღანეთი საუკეთესო ხარისხის ლაზურიტს გვაწვდის. მიუხედავად ამისა არსებობენ სხვა მომწოდებლებიც: არგენტინა,  კანადა, ჩილე, ინდოეთი, იტალია, რუსეთი და აშშ.

4241sc94 lapislazuli

ქართულად ლაზურიტს  - ლაჟვარდს უწოდებენ.

 „ლურჯი ქვა. ლაჟვარდი მოხსენიებულია XVIII ს. ერთ-ერთ ხელნაწერში, კერძოდ იოანე ბატონიშვილის მიერ შესრულებულ მინაწერში (H 2375, 118r-v). ხმელი ბუნების მქონე საღებავის მომზადების შესახებ იხ. XVIII ს. ხელნაწერში: „ძვირფას თვალთა მოპოვების ისტორია და მათი სამკურნალო თვისებები“ (S 3722, 40r-v).“- ka.georgica.ac.ge

content 1363400968

თვისებები

ძველად ამბობდნენ, რომ ლაზურიტი ადამიანს  მფარველ ანგელოზთან კონტაკტში ეხმარებოდა.  ლაზურიტი აძლიერებს ინტუიციას და ზებუნებრივ უნარებს. მას ერთ-ერთ საუკეთესო სამედიტაციო ქვად მიიჩნევენ, რადგანაც ამშვიდებს გონებას და გეხმარებათ კონცენტრირებაში.

ლაზურიტი ძლიერი დამცავი ქვაა, ის თავიდან აგარიდებთ ენერგეტიკულ ვამპირებს და ნეგატიურ შემოტევებს. ის ასევე დაიცავს კონკრეტულ ტერიტორიას, თუ ოთხ კუთხეში განალაგებთ (მაგ: საწოლი, ოთახი, სახლი)

lapis lazuli mineral specimen

ლაზურიტი არის კომუნიკაციის ქვა. ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან, ამიტომაც ის დაგეხმარებათ სწორ დროს სწორი სიტყვისა და წინადადების თქმაში. ლაზურიტი მოგცემთ მენტალურ და ემოციურ სიმამაცეს, გაგიძლიერებთ გონებას და გაგიღრმავებთ კრეატიულ უნარს. დაგეხმარებათ ყოველი დღისა და ბიზნესის ორგანიზებაში. 

ლაზურიტის ენერგია მოგცემთ საშუალებას გადალახოთ წარსულის ტრამვები, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, წუხილი, სირცხვილი და დეპრესია. მას მოაქვს შინაგანი სიმშვიდე და იმედი, რომელიც მომავალში ღვივდება და იქცევა გამბედაობად, თავდაჯერებულობად და მიზანმიმართულობად.

lapis lazuli rock

 

ლაზურიტი დაგეხმარებათ სიზმრების მარტივად გახსენებაში. ის მეხსიერების გასაუმჯობესებლადაც გამოიყენება. მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში სიყვარული და ოჯახში ჰარმონია.

lapis lazuli

 

სამკურნალო თვისებები

ძველად ამ ქვას თავის ტკივილების, სხეულის სიძლიერისთვის, ძილისა და მხედველობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ლაზურიტი კარგია სიმსივნეების, ნერვული სისტემის, მეტყველების პრობლემების, ჰიპოფიზის, სასქესო ორგანოების, დეპრესიის, იმუნური სისტემის, ძვლების, აუტიზმის,  კრუნჩხვების, თვალების, ფიბრომიალგიის, ტუბერკულიოზისა რეპროდუქციული ორგანოების პრობლემების  დროს.

Natural blue gold stone crystal stone lapis lazuli blue gold stone heart decoration knopper pieces small.jpg 640x640

გამოკითხვა

თქვენი საყვარელი ნატურალური ქვა?

ამეთვისტო - 22.9%
მთისბროლი - 5.2%
მთვარის ქვა - 8.5%
ლაზურიტი - 4.6%
ვეფხვის თვალი - 5.2%
ლაბრადორიტი - 7.8%
იასპი - 9.8%
აქატი - 2.6%
ავანტურინი - 3.3%
ვარდისფერი კვარცი - 12.4%
სხვა..... - 17.6%

Total votes: 153
The voting for this poll has ended on: 01 Jan 2018 - 00:00