ოპალი - ნაირსახეობები - თვისებები

ქიმიური ფორმულა - SiO2_nH2O

სიმკვრივე - 5.5 – 6.5

 

სახელი ოპალი, სანსკრიტიდან მოდის და თარგმანში „ქვას“ ნიშნავს. ოპალი ავსტრალიის ნაციონალური ქვაა, რადგანაც ეს ქვეყანა ბაზარზე ოპალის რაოდენობის 97%-ს მოგვაწვდის. ოპალი შეიძლება დაიყოს სამ ნაირსახეობად, ესენია: ძვირფასი ოპალი, ცეცხლოვანი ოპალი და ხშირი ოპალი. ეს მინერალი სახელგანთქმულია ფერის ცვლილების უნიკალური შესაძლებლობით.

117197 1355958404288

 

სად მოიპოვება?

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთვარი მომწოდებელი ავსტრალია გახლავთ. გარდა ამისა გვხვდება ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ინდონეზიაში, იაპონიაში, მექსიკაში, რუსეთსა და აშშ-ში.

opal three

ოპალის ნაირსახეობები

ხშირი ოპალი

Lightpotch

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ოპალის გავრცელებული სახეობა,რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოში გვხვდება. არ აქვს ფერთა გამა არის რძისფერი. ამ სახის ოპალს ქალღმერთისრძეს ეძახდნენ სხვადასხვა კულტურებში და გამოიყენებდნენ როგორც დამცავ სპეციალურ თილისმას. ის ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს, მოაქვს მის ცხოვრებაში ოპტიმიზმი და სიხარული. თათრი ოპალი ქმნის მშვიდ და დაცულ გარემოს, რაც საუკეთესოა მშობლებისთვის და ორსულებისთვის.

პერუს ოპალი

peru opal4

ანდენის მთიდან ხშირად მოპოვებული ოპალი (პერუ). აქვს ნაზი ცისფერი, ხანდახან მოვარდისფროსაც დაიკრავს. შესანიშნავი ქვაა ბავშვებისა და ცხოველების დასამშვიდებლად. მასგამოიყენებენ ძველი ტრავმების მოსაშუშებლად, რაც ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდესმოიტანს. პერუს ოპალი მფლობელს რთული დროის გადალახვაში ეხმარება. კარგი ქვაა კომუნიკაციის გასაძლიერებლად. ასოცირდება გულისა და ყელის ჩაკრასთან.

შავი ძვირფასი ოპალი

black opal 04

შავი ოპაი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იღბალის მომტან ქვად ითვლება. მას ადამიანის აურის გაწმენდა შეუძლია. ესქვამფლობელს შიშებისგან და ფობიებისგან გაანთავისუფლებს, დაუბრუნებს სიძლიერეს და თვითშეფასებას. შავი ოპალი ძლიერი დამცავი ქვაა.

რიყის ოპალი

koroit boulder matrix 2

რიყის ოპალი თავის რეციპიენტთან ერთად იზრდება, რაც ულამაზეს ნაირსახეობას ქმნის. ამ ტიპისოპალს უმეტესად ავსტრალიაში მოიპოვებენ. თვისებების განხრით  რიყის ოპალს დედამიწის სითბოს მატარებელს ეძახიან, რაც თავისთავად ცეცხლსაც შეიცავს. ეს ქვა პრაქტიკულ ადამიანს სულიერი მხარის განვითარებაში ეხმარება და პირიქით. ეხმარება ისეთ ადამიანებს ვისაც ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა.

ეთიოპიური ოპალი

52b791eda0de7

ეთიოპიაში ოპალი 2008 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ეთიოპიური ოპალი ერთერთი ყველაზე ხარისხიანი ოპალია მსოფლიოში,  ის იზრდება ვულკანურ არეში, აქვს შესანიშნავი ფერთა გამა, მაგრამ წყალთან მის მიკარებას უნდა ერიდოთ, რადგანაც ის სითხეს იწოვს და შეიძლება ფერი დაკარგოს. მას აურის გამწმენდ ქვად მიიჩნევენ.

ცეცხლოვანი ოპალი

Weis Emil Opals FireOpal

უმეტესად მექსიკაში მოიპოვება, ხშირ შემთხვევაში არ ბრჭყვინავს. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც მწვანედ კაშკაშებს. ატარებს ცეცხლის ენერგიასთან და ადამიანში ვნებას, მიზანმიმართულობასა და შემართებას აღვიძებს. ასოცირდება პირველ დამეორე ჩაკრასთან. შესანიშნავი ქვაა დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისი წესებით უყვართ ცხოვრება და სამყაროში თავისი კვალის დატოვება სურთ. კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში პოზიტივის და დადებითი ენერგიის მოზიდვა სურთ.

გირასოლის ოპალი

2417

საერთოდ არაფრით არ გავს იმ ოპალს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. მოთეთრო, მოცისფრო, გამჭირვალე ფერის, ანარეკლების გარეშე. ხანდახან „ჯელე ოპალს“ ეძახიან. უმეტესად მექსიკაში მოიპოვება. ამ სახის ოპალს უმეტესად მექსიკასა და ორეგონში მოიპოვებენ. ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სინათლე და ჰარმონია. გირასოლის ოპალი განიხილება როგორც სულიერი ქვა.

მწვანე ოპალი

325833 1348034210

ეს ქვა საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ. მოაქვს ჯანმრთელობა, ენერგია და ძლიერი იმუნიტეტი. მას შეუძლია გონება უარყოფითი ფიქრებისგან გაგინთავისუფლოთ. ესადაგება გულის ჩაკრას. რაიმე ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

რძის ოპალი

7541673434 1c55062638 c

საკმაოდ ხშირად მოპოვებადი ოპალის სახეობა. აქვს რძისფერი თეთრი ფერი. ხშირი ოპალისგან თითქმის არ განსხვავდება, ამიტომაც მსგავს ენერგეტიკას ატარებს.

ხავსიანი ოპალი

dendritic opal hero

თეთრი, რძისფერი ოპალი, მუქი მწვანე, მუქი ლურჯი ლაქებით. შესანიშნავი ქვაა ბუნებასთან დასაახლოებლად. ხელს უწყობს ზრდას, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. ეხმარება ადამიანს ურთიერთობაში შესვლისას. აძლიერებს  ადამიანის კომუნიკაციის უნარს და მფლობელს მიზნების მიღწევაში ეხმარება. ხავსიანი ოპალი წარსულის ტრავმების მოშუშებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ. დაგმუხტავთ პოზიტივით და დასახული ოცნების ასრულებაში შეგიწყობთ ხელს.

ორეგონის ოპალი

ocean inside an opal oregon butte 5

უნიკალური, გამჭირვალე ოპალის სახეობა. ასევე ატარებს ცეცხლის ენერგიას და სულიერი ქვაა. მიიჩნევა სიმართლის ქვად. მოქმედებს მზის წნულის ჩაკრაზე და ცხოვრებაში სასიამოვნო გრძნობების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

ცისფერი ოვჰის ოპალი

0a0cb17c8411f1b42e94fd940375a973

აღმოჩენილია ინდოეთში, 2003 წელს, „ოვჰი“-ს რეგიონში. გამოირჩევა გაუმჭირვალეცისფერი ფერით. ატარებს წყლის ენერგიას და ადამიანს კომუნიკაციაში ეხმარება. კარგია თუ გაქვთ საუბრის პრობლემა და თავის წარმოჩენის კომპლექსი.

წყლის ოპალი

14957100057 46de678855 b

გამჭირვალე, ქვა, ფერთა გამის გარეშე, ეს არის ყველაზე უცნაური ოპალი. კარგია ორგანიზმის გასაწმენდად. მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში ის, რაც მას სჭირდება.

გამოკითხვა

თქვენი საყვარელი ნატურალური ქვა?

ამეთვისტო - 22.9%
მთისბროლი - 5.2%
მთვარის ქვა - 8.5%
ლაზურიტი - 4.6%
ვეფხვის თვალი - 5.2%
ლაბრადორიტი - 7.8%
იასპი - 9.8%
აქატი - 2.6%
ავანტურინი - 3.3%
ვარდისფერი კვარცი - 12.4%
სხვა..... - 17.6%

Total votes: 153
The voting for this poll has ended on: 01 Jan 2018 - 00:00