სელენიტი

ქიმიური ფორმულა: CaSO4*2H2O

სახელწოდება სელენიტი, მოდის ბერძნულიდან და ნიშნავს მთვარეს.

სად მოიპოვება? 

ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მოიპოვება, როგორიცაა: მექსიკა, რუსეთი, მოროკო, საბერძნეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ავსტრალია და აშშ. 

selenite crystal properties

თვისებები

სელენიტი ძალიან სუფთა ქვაა, ის საჰასრარას, გვირგვინის ჩაკრის ქვაა, აქედან გამომდინარე მას ძლიერი ვიბრაციით, სინათლე შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში. სელენიტს სახლიდან ნეგატიური ენერგიის გატანა შეუძლია. ის წმენდს თქვენს აურას. თეთრი სელენიტის გამოყენებით შეგიძლიათ დამალული, მიძინებული ნიჭი და ტალანტები გამოიღვიძოთ. ის თქვენს ცხოვრებაში ბედნიერების მოსვლას დააჩქარებს. ამ ქვის გამოყენებით მოიხსნით სტრესს. უბრალოდ მასთან ერთ ოთახში ყოფნაც კი სასიამოვნოა. მას თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე მოაქვს.

3755562 orig

სამკურნალო თვისებები

მისი დახმარებით ლიტოთერაპევტები კურნავენ სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ყველაზე ძლიერად მოქმედებს თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებზე. ამაგრებს ძვლებს. გეხმარებათ სწრაფად აზროვნებაში. კარგია თავის ტკივილისა და წნევების დროს.

kukuri

ნაირსახეობები 

არსებობს რამდენიმე ფერის სელენიტი, შესაძლებელია იყოს თეთრი, სტაფილოსფერი მონაცრისფრო-ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ოქროსფერიც კი.