თმიანი კვარცი

ქიმიური ფორმულა: SiO2-TiO2

სიმკვრივე: 7

სად მოიპოვება?

ამ ტიპის კვარცსს მთელს მსოფლიოში წააწყდებით, მაგრამ უმეტესი რაოდენობა მადაგასკარსა და ბრაზილიაში მოიპოვება.  

თვისებები

როგორც ყველა კვარცი, თმიანიც საკმაოდ ძლიერი ვიბრაციის მქონე ქვაა. ჩანართები კი ამ ენერგიას აძლიერებს და ეს ყველაფერი კარგად მოქმედებს კრეატიულობასა და თქვენი აზრების განხორციელებაზე.

rutilated quartz

 ეს პატარა ჩანართები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, როგორც შავი, ოქროსფერი, წითელი, ყავისფერი, ვერცხლისფერი და თეთრიც კი. 

rutilated quartz itabira brazil

ოქროსფერი თმიანი კვარცი ძალიან ძლიერი იარაღია, მისი დახმარებით თქვენი მიზნების განხორციელება შეგიძლიათ, ის დაგეხმარებათ ცხოვრებაში წინ სწრაფად წახვიდეთ, იმ მიმართულებით, რომელსაც თავად აირჩევთ.

თმიან კვარცთან ყოველდღიური პრაქტიკა მისი ენერგიის მაქსიმალურად გამოყენების საუკეთესო საშუალებაა.

content 1351911487

ამ ქვით ყველა ჩაკრაზე შეგიძლიათ მუშაობა, მაგრამ განსაკუთრებულად მზის წნულს უხდება. შესაბამისად მოგემატებათ ენერგია, თვითდაჯერებულობა, ნებისყოფა და უამრავი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. აგრეთვე თმიანი კვარცი ძლიერი დამცავია, ის გამოიტანს თქვენში დაგროვილ უარყოფით ენერგიას და მისი მიღებისგანაც დაგიცავთ. თმიანი კვარცის ტარება ცხოვრებას გაგიადვილებთ. საკმაოდ მარტივად სატარებელი და დადებითი ქვაა, განსაკუთრებით ქალებს მატებს თავდაჯერებულობასა და შარმს.

1434711791 e72bdaf59f o

 

სამკურნალო თვისებები

ტრადიციულად მკურნალები ამბობენ, რომ თმიანი კვარცი სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია გადაღლილობისა და ენერგიის უკმარისობის დროს. როდესაც თმიან კვარცს ატარებთ ის მთელი ორგანიზმის ენერგიას ამაღლებს და ადამიანის სხეული ჰარმონიაში მოჰყავს.