ციტრინი

ქიმიური ფორმულა: SiO2

სიმკვრივე: 7

ციტრინის სახელი მოდის ფრანგული სიტყვა "Citron"-იდან, რაც თარგმანში ლიმონს ნიშნავს. მიუხედავად მისი სახელისა, ციტრინი შეიძლება იყოს ღია ყვითელიდა მოქროსფრო ფერი. ციტრინი კვარცის ნაირსახეობათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ქვაა. ამის გამო ბაზარზე უმეტესად შეფერილ ან თერმულად დამუშავებულ ქვებს შეხვდებით. განსაკუთრებულად ხშირია ამეთვისტოს გახურების შედეგად მიღებული ციტრინი. მისი გამორჩევა საკმაოდ მარტივია, რადგანაც ასეთი სახის ციტრინი უფრო მოწითალო მოყავისფრო ფერისაა.

ქვედა ფოტოზე ამეთვისტოს გახურებით მიღებული ციტრინია ნაჩვენები

NaturalSmallCitrineCrystals

 

სად მოიპოვება? 

ბრაზილია ციტრინის ყველაზე დიდი მომწოდებელია, გარდა ამისა მისი პოვნა არგენტინაში, ბოლივიაში, საფრანგეთში, ურუგვაისა და ზამიბიაშია შესაძლებელი.

natural citrine crystals zoom

 

თვისებები

ეზოთერიკულ სამყაროში, ციტრინი წარმატების ქვად ითვლება და მას მეტსახელად „ვაჭრების ქვასაც“ ეძახიან. მას იღბალი მრავალი განხრით მოაქვს. ხშირად, შემოსავლის გასაზრდელად, საფულეში ან სალაროში დებენ ხოლმე. ციტრინს ადამიანისთვის ხელგაშლილობის მოტანა შეუძლია. ეს მინერალი აძლიერებს ადამიანის შინაგან ენერგიასა და მიზანმიმართულობას.

citrine gem large info

დაბნეულ ადამიანებს კი ინდივიდუალრობის შეგრძნებას უძლიერებს. ციტრინი, ასევე, არასასურველი ენერგიის გაწმენდაში დაგეხმარებათ. კარგია დაცულობისთვის და, უმეტესად, სტაბილურობის შეგრძნებაც მოაქვს. ციტრინი იმ უნიკალური ქვების მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არ ითვისებს უარყოფით ენერგიას და, შესაბამისად, გაწმენდასაც არ საჭიროებს. ეს მინერალი ადამიანში თავდაჯერებულობას აძლიერებს. ამავდროულად, ხსნის განკიცხვისა თუ დაცინვის შიშს. ასევე, ეხმარება ადამიანს, არ მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ. ციტრინი ბედნიერი ქვაა.

f75be7ce6bf0f7e7f0660bd1213c8e82

მას პატრონისთვის სიხარული მოაქვს. აქარწყლებს დეპრესიასა და ცუდ აზრებს. როგორც ხედავთ, ციტრინს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. მისი დახმარებით, შეძლებთ მოიპოვოთ სიმშვიედე, სიხარული, ბალანსი და, რა თქმა უნდა, ფინანსები. ციტრინის ტარება იმას არ ნიშნავს, რომ უეცრად გამდიდრდებით. ის, უბრალოდ, მოგცემთ ბიძგს, რომლითაც თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ წარმართვას შეძლებთ.

citrine point5524c

 

სამკურნალო თვისებები

ასტაბილურებს ტვინის მოქმედებას. კარგია ფსიქიკისა და ნერვული სისტემისთვის. კარგია დაღლილობის მოსახსნელად, არეგულირებს ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და წმენდს კანს. ლიტოთერაპევტები ციტრინს ალერგიების დროს იყენებენ, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.