ჰოვლიტი

ქიმიური ფორმულა: Ca2B5SiO9

სიმკვრივე: 3.5

ჰოვლიტს სახელი ჰენრი ჰოვ-ის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელმაც ეს მინერალი 1868 წელს ახალ შოტლანდიაში (კანადა) აღმოაჩინა. თავად ჰენრი კანადელი ქიმიკოსი, მინეროლოგი და გეოლოგი იყო. 

tumbled howlite

ჰოვლიტს ხშირად თეთრ ფირუზს უწოდებენ, რაც მცდარი ინფორმაციაა, ეს ორი ქვა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მისი შავი მატრიცისა და თეთრი ფერის გამო, ჰოვლიტისგან ფირუზის დამზადება, დაფერვა, ხშირი შემთხვევაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფირუზი გაცილებით ძვირიანი ქვაა, მაგრამ ჰოვლიტი ძლიერი და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რომელსაც სხვა მინერალებში ვერ იპოვით. ამას გარდა ჰოვლიტისგან ხშირად "ამზადებენ" ლაზურიტსა და ე.წ მარჯანს.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენებია ჰოვლიტის დაფერვის მაგალითები.

dyed howlite

p blue howlite 1

 

il 570xN.471128537 t45u

Turquoise howlite

თვისებები

ჰოვლიტს უძლიერესი, დამამშვიდებელი ენერგეტიკა აქვს. გეხმარებათ სტრესისა და აგრესიის დაძლევაში, მოაქვს სიმშვიდე და რელაქსაცია. ადამიანებს ეხმარება თავის წარმოჩენაში, ხელს გიწყობთ გამოაჩინოთ თქვენი სახე და არ იყოთ ნიღაბს ამოფარებული, ამაღლებს თვითშეფასებას.

Howlite Tumbled

ადამიანში სიუხეშესა და ირონიას ამცირებს და ავსებს მას სინატიფისა და ტაქტის შეგრძნებით. განსაკუთრებით მათში, ვისაც გარემომცველებთან ურთიერთობა უჭირთ. უბეში პატარა ჰოვლიტის ტარებისას, თავიდან აიცილებთ სხვებისგან მოჭარბებული ბრაზის თქვენზე გამოვლინებასა და ენერგეტიკულ ვამპირიზმს.

howlite

იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობს, ჰოვლიტი დაეხმარება დაისახონ მათთვის სასარგებლო მიზნები და სწორი გზით იარონ. აძლიერებს კრეატიულობას და თვითგამოხატვის უნარს. გეხმარებათ რაიმეზე კონცენტრირებისას, კარგია მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. მისი დახმარებით, შეძლებთ მოიპოვოთ სიმშვიდე, ჯანმრთელობა, წარმატება და, რა თქმა უნდა, ჰარმონია ცხოვრებაში.

what is howlite healing meaning properties glossary

სამკურნალო თვისებები

გამოიყენება სხვადასხვა ტკივილის შესამსუბუქებლად და უძილობის დასაძლევად. ორგანიზმში კალცის ბალანსს აღადგენს, ამაგრებს ძვლებს, კბილებს, თმას, ფრჩხილებს. ეხმარება სტრესსთან დაკავშირებული დაავადებების განკურნებას. აგრეთვე, გამოიყენება ენდოკრინოლოგიური და ცირკულაციის სისტემის დარღვევებისას.