დემანტოიდი

ქიმიური ფორმულა: Ca3Fe2(SiO4)

სიმკვრივე: 6.5 – 7.5

1176942089250 demantoidgarnet

დემანტოიდი მწვანე ძოწის ნაირსახეობაა. ის ძოწის ოჯახის ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული წარმომადგენელია. მისი მოპოვება მხოლოდ მცირე ზომებითაა შესაძლებელი. ორ კარატიანი დემანტოიდი დიდ ქვად ითვლება.

800 600 19253522394bb1c10fd6ae6

 

ის პირველად ურალის მთებში აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა რომ ძოწს საუკუნეების მანძილზე იცნობდნენ, დემანტოიდის შესახებ 1853 წლამდე არაფერი იცოდნენ. დღეს რუსული დემანტოიდი ძალიან იშვიათ და უძვირეს ქვად მიიჩნევა.

tumblr msdbcnzpgM1rjxhlko1 500

 

1996 წლამდე რუსეთი დემანტოიდის ერთადერთ მომწოდებლად ითვლებოდა, ამ წელს კი ნამიბიაში უდიდესი საბადო აღმოაჩინეს, სახელად „მწვანე დრაკონი“. 2003 წელს კი მსგავსი საბადო მადაგასკარშიც იპოვეს.