აპატიტი

ქიმიური ფორმულა - Ca5(PO4)3(F,OH,CI)

სიმკვრივე - 5

apatite 3 large

აპატიტი გავრცელებული მინერალია, მაგრამ მისი გამჭირვალე სახეობა საკმაოდ ძვირია. აპატიტს გააჩნია დიდი ფერთა გამა ამიტომაც კოლექციონერების ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვაა.

apatite 2 large

სიტყვა 'apatite' მოდის ბერძნულიდან და მოტყუებას ნიშნავს.რადგანაც აპატიტის ფერის მრავალფეროვნების გამო ის ხშირად სხვა, ძვირფას მინერალებში ერეოდათ, მოკლედ რომ ვთქვათ აპატიტის მყიდველები მოტყუებულები რჩებოდნენ.

apatite pic2

იშვიათად, მაგრამაპატიტის ნახვა კატის თვალის ეფექტითაც არის შესაძლებელი.

Jun12CEApatiteI

სად მოიპოვება?

მისი პოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, კენია, ბრუმა, შრი-ლანკა, აფრიკა, მექსიკა, კანადა, ინდოეთი, ნორვეგია და აშშ.

apatite tapat

თვისებები

აპატიტის ქვას ფიქრთან და იდეებთან აკავშირებენ. მას ხშირად მედიტაციის დროს, ინტელექტის გასაღრმავებლად, წარმოსახვის უნარისა ინტუიციის აგასაღვივებლად იყენებენ.

ლიტოთერაპევტების თქმით აპატიტი კონცენტრირებაში, საღად აზროვნებაში, ადვილად კომუნიკაციასა და სწრაფად სწავლაში დაგეხმარებათ.

apatite colors

მას შეუძლია თქვენი აურის გაწმენდა და სხვა კრისტალების დამუხტვა.

მისი ახლოს ქონაც კი ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ, რადგანაც ნათქვამია, რომ ის წუხილსა და ნერვიულობას ხსნის.

APATITE MEXICO 239Ct FLAWLESS YELLOW GREEN COLOR FOR JEWELRY GERMAN CUT 1

სამკურნალო თვისებები

ამბობენ, რომ აპატიტის გამოყენება კარგია ფრჩხილებისთვის, ალერგიისთვის, ართრიტისას, ძვლებისა და თვალების პრობლემებისას, ნერვული სისტემის დასაბალანსებლად და წონის გასაკოტროლებლად.