იასპი - იასპისი - ეშმა

ქიმიური ფორმულა - SiO2

სიმკვრივე - 6.5 – 7

სიტყვა იასპო „jasperმოდის ბერძნულიდან და „ლაქებიანს“ ნიშნავს. ეს მინერალი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის. იასპს უმეტესად ქალცედონად მიიჩნევენ, მაგრამ მეცნიერების ნაწილი ამ ქვას ცალკე „იასპის“ ოჯახად თვლის მისი განსაკუთრებული სტრუქტურის გამო. ხშირად ნახავთ აქატთან და ოპალთან ერთად ჩამოყალიბებულ იასპს.

როგორც აქატის ასევე იასპის ამდენი ნაირსახეობა, მისი ზრდის პროცესში მინარევების სიუხვის ბრალია.

„იასპისი საქართველოში ბევრ ადგილასაა დაფიქსირებული. გელავერის წითელი ფერის იასპისის გამოვლინება გვხვდება წყალტუბოს რაიონში, ბოლნისის რაიონში - ხაჩინის გამოვლინება, ჯაფარღელეს და კიროვისის გამოვლინებები დმანისის რაიონში, წითელი და მოყვითალო ფერის. იასპისი ცაგერის რაიონში (ღვედის გამოვლინება) და დმანისის რაიონში (იაკუბლოს გამოვლინება), კასპის რაიონში (თეძამის გამოვლინება), ნარინჯისფერი იასპის ლოპანის გამოვლინება (ყორნისის რაიონი), მერისის გამოვლინება (ქედის რაიონი, აჭარა), მწვანე-მოლურჯო ფერის ეზათის გამოვლინება (კასპის რაიონი) და ფერსას გამოვლინება (ახალციხის რაიონი), მწვანე ფერის წესის გამოვლინება (ამბროლაურის რაიონი). გარდა აღნიშნულისა, იასპისის დიდი ლოდები და ნატეხები გვხვდება დარილაის ხეობაში, დევდორაკის გამოვლინების მიდამოებშიც.“ – conference.sens-214.tsu.ge

სად მოიპოვება?

იასპისყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ყაზახეთი,  მადაგასკარი, მექსიკა, რუსეთი,  ურუგვაი, საქართველო, ვენესუელა და აშშ.

ნაირსახეობები

წითელი იასპი

201616349b498d4bb2b154fbb8286eb1fbf35c23

წითელი იასპი ადამიანში დაგროვილ უარყოფით ენერგიას აშორებს. ეს ქვა ადამიანს იცავს ყველანაირი ბოროტისგან და თვალისგან. წითელი იასპი ადამიანში თვითშეფასების უნარს, სიმამაცესა და ბრძოლისუნარიანობას უძლიერებს. ამ სახის იასპის ტარების შემთხვევაში მოგეხსნებათ დაღლილობა და აგიმაღლდებათ ტონუსი.ეს ქვა ასევე ძლიერ დამცავადაცითვლება. ამ ქვის ტარება კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც ცნობის მიღებისკენ ისწრაფის. იასპი ამაგრებს ფიზიკურ სხეულს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. კურნავსუძილობისა და კოშმარებისგან. ის ასტიმულირებს გულის მუშაობასადა სისხლის მიმოქცევას.

 

 

მწვანე იასპი

668b832a27eeb35f9fc921d19c5b6cf4

ადრე მწვანე იასპს უძილობისგან შეწუხებული ადამიანები ატარებდნენ. მასასევე ურჩევდნენ იმათ, ვინც სხვა ადამიანებს ადვილად ეჩვეოდნენ. ლიტოთერაპევტები ამბობენ,რომ მწვანე იასპი ბავშვების ძილის მოსაწესრიგებლად შესანიშნავი ქვაა. მას მოაქვს  შინაგანი სიმშვიდე და აგარიდებთ ნეგატიურ ენერგიას. თუ გაქვთ რაიმე სახის მიდრეკილებები ესქვა მათ მოშორებაში დაგეხმარებათ, მაგალითად თუ ეწევით ან ალკოჰოლი გიზიდავთ. მწვანე გაძლევთ ემოციურ ბალანსს და თავის გაკონტროლების ძალას. მისი ნაზი ენერგია თავიდან აგაცილებთ სიბრაზის შემოტევებს.

 

 

ბრექჩია იასპი

brecciated Jasper

ამ სახის იასპს წითელის მსგავსი ენერგეტიკა აქვს,ოდნავი განსხვავებით. ის ადამიანს სექსუალური აგრესიის დაძლევაში ეხმარება. ამბობენ, რომ ბრექჩია იასპი სიზმრების მარტივად გახსენებაში შეგიწყობთ ხელს. ის დაგეხმარებათ მარტივად გამოჯანმრთელდეთ და ზოგადად შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ის ასევე კარგი დამამიწებელი ქვაა, თუ გაქვთ რაიმე სახის დავალება დასასრულებელი,ის მშვიდად დაჯდომასა და კონცენტრირებაში დაგეხმარებათ.

 

 

ბასანიტი

jasperblack

ბასანიტი იასპის ერთ-ერთი იშვიათი ნაირსახეობაა. როგორც უმეტესი შავი ქვა, მასაც ძლიერ დამცავად გამოიყენებენ, განსაკუთრებით კარგია ენერგეტიკული ვამპირებისა და ჯადოების წინააღმდეგ. ის გამოაჩენს ადამიანის დაფარულ აზრებს და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სისხლიანი იასპი - ჰელიოტროპი 

Bloodstone

ანტიკურ სამყაროში ჰელიოტროპი მიიჩნეოდა დედამიწისა და სიცოცხლის ქვად. მას ხშირად მზის ქვასაც ეძახდნენ, მოგვიანებით ქრისტეს ქვას. ჰელიოტროპი სიძლიერის, სიცოცხლისუნარიანობის...ვრცლად...

სამეფო იასპი

imperial2

ის გვეხმარება გადავლახოთ სხვადასხვა ტიპის შიშები და გვიცავს ნეგატივისგან. კარგი ქვაა ახალი საქმის წამოსაწყებად. თუ ხართ კრეატიული ადამიანი ის თქვეს ცხოვრებაში ახალ, საინტერესო იდეებს მოიტანს.

ლეოპარდის იასპი

leopard jasper extra

ეს ქვა გაგიძლიერებთ საკუთარი თავის აღქმის უნარს. თქვენს ცხოვრებაში მოიტანს სწორ ენერგეტიკას,რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ.

 

ფოტოსებრი იასპი

img 2778 biggs jasper 2

ფოტოსებრ  იასპზე ძველად ამბობდნენ, რომ მისი  მეშვეობით დედამიწამის შვილებს, ადამიანებს ესაუბრება. შესანიშნავი ქვაა კრეატიული ადამიანებისთვის. აძლიერებს თვითშეფასებას. თუ ახალი ბიზნესის დაწყებას აპირებთ ეს ქვაამ საქმის წარმატებამდე მიყვანაში დაგეხმარებათ. თუ მას დიდი ხნის განმავლობაში ატარებთ, ის წარსულის დალექილ ფიქრებს, წუხილსა და შიშებს მოგაცილებთ.

 

ბრუნეუ იასპი

d42135b813496b39c6c2fecb2955c9f2

ეს ქვა გაფანტულ ადამიანს დაამიწებს. თქვენი ცხოვრებიდან გაიტანს სხვადასხვა სახის სტრესებს, მოგიტანთ სიყვარულით დასიხარულით სავსე ცხოვრებას. მოგცემთ მეტ ენერგიას. კაგრია ღვიძლის, თირკმელებისა და ჯირკვლების პრობლემების დროს.

 

 

მუკაიტი

Mookaite jasper cab natural gemstone 10352 4 3

ესნაირსახეობა ცნობილია მისი ძლიერი სამკურნალო თვისებებითა და დედამიწასთან კავშირით. მუკაიტს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა და სიხარულის მოტანა შეუძლია. ისგეხმარებათ მიიღოთ თქვენი თავი და სიახლეების ძიება განაგრძოთ. ამბობენ, რომ მუკაიტი ძალიან კარგი ქვაა ორსულებისთვის.

 

 

ოკეანის იასპი

OrbicularChalcedon

მას ასევე ზღვის იასპს და ატლანტების ქვას ეძახიან. მისი წრეებს ძველად აღიქვამდნენ როგორც სიცოცხლის განგრძობადობას. ისატარებს ნაზ ენერგიას, თუ ამ ქვას დიდი ხნის განმავლობაში ვატარებთ, ის ჩვენში საკუთარი თავისა და სხვებისსიყვარულს გააღვივებს.

 

 

ბამბელბი იასპი

bumblebee3

ეს ქვა ცვლილებების აღქმასადაგაცნობიერებაში დაგეხმარებათ. გაგიძლიერებთ თვითშეფასებას და მოცემთ საშუალებას გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, ემოციების გარეშე მიიღოთ. კარგია ნერვული და ცირკულარული სისტემისთვის, ასევე გამოიყენება ალერგიისა და გულის პრობლემების დროს.

 

 

ზებრა იასპი

d7649b629039af96140ee2126bb95a03

ეს ქვა შეცდომებისსგან და ცრუ ადამიანებისგან დაგიცავთ. კარგია ახალი ურთიერთობების დასაწყებათ. თუ მიხვალთახალ სამსახურში ზებრაიასპი სიტუაციასთან მარტივად ადაპტაციაში შეგიწყობთ ხელს. ის გამოიყენებაენერგიის მოსამატებლად.

 

 

ხავსიანი იასპი

il 570xN.419820429 g1nb

მას გონების ქვასაც ეძახიან. აქვს ძლიერი გავლენა ტვინზე. ხავსიანი იასპი შინაგანისა და გარეგანის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

 

 

დალმატინელი იასპი

dalmatian jasper1

დამცავი, სამკურნალო და გამაძლიერებელი ქვაა. მას მფლობელის ცხოვრებაში სიხარული შემოაქვს. მფლობელს გადამეტებულ სკეპტიკურობასა და კრიტიკულობას უქრობს. აძლიერებს ოჯახის ურთიერთობას და ხელს უწყობს დიდხნიან მეგობრობას. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ბავშვებსა და ცხოველებზე.

 

 

კამბაბა იასპი

15 2b

კამბაბა ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და ლამაზი იასპის ვარიაციაა. შესანიშნავი ქვაა სიმშვიდისადა ჰარმონიის მოსატანად. აძლიერებს იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებაში დიდი ტკივილი აქვთ გადატანილი, მოგიტანთ დამიწებასა და დაცვას.

 

 

ნორინა იასპი

431b709960accab80a65e1594bb92dc8

როგორც იასპების ნაირსახეობების უმეტესობა, ნორინა იასპიც ადამიანს ენერგიისა და სიძლიერის გაღვიძებაში ეხმარება. მას ადამიანის ცხოვრებაში სიხარული შემოაქვს, რათა მისმა მფლობელმა მომავალი სიმშვიდეში გაატაროს. კარგია იმუნური სისტემისთვის და ენერგიის ნაკლებობისას.

 

პიკასო იასპი

Pierre Jaspe picasso

ეს ქვა გვახსენებს, რომ უნდა გვიყვარდეს და გვიხაროდეს სიცოცხლე. მოაქვს სიხარული და სითბო ადამიანის ცხოვრებაში. გეხმარებათ ურთიერთობების ტრანსფორმირებაში. ის თქვენს ცხოვრებაში მოიყვანს მსგავსი აზროვნების ადამიანს. კარგია თვალების პრობლემებისას და წონის დაკლებისთვის.

 

 

კივი იასპი

1.639172KiwiJasp2

კივი იასპს მეორენაირად სესამესაც ეძახიან. მიიჩნევა, რომ ექიმებისთვის ძალიან კარგი ქვაა. ის მათ კონცენტრაციაში და დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემების განკურნებაში ეხმარება. ასევე ეს ქვა ექიმებს იცავს ნეგატიური ენერგიისგან. გარდა ამისა ის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს, ხოვრებაში სიყვარულისა და ნაზი გრძობების მოსაზიდად.

 

 

ობობის იასპი

IMG 9717 1024x1024

ამშვიდებს ნერვებს. ნაზი ენერგეტიკით ადამიანს მშვიდად ყოფნასა და ტემპერამენტიანი ხასიათის გაკონტროლებაში ეხმარება. თუ მის მფლობელს აქვს ძილის პრობლემები ობობის იასპი ამ ასპექტშიც შეუწყობს ხელს.

რიოლიტი რიოლიტთან სიტყვა ბალანსი, რეგენერაცია და შესაძლებლობა ასოცირდება. რიოლიტი მფლობელს ეხმარება...ვრცლად...