კვამლიანი კვარცი - მორიონი

ქიმიური ფორმულა -SiO2

სიმკვრივე - 7

მორიონი, იგივე კვამლიანი კვარცი, შოტლანდიის ოფიციალური ნაციონალური და წმინდა ქვაა. ამ ქვასსაუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ჩინეთში, შესასუნთქი სამკურნალო ფხვნილის დასამზადებლად. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო ძველ რომაელებში, რომლებიც მისგან გრავირებულ სადაღე ბეჭდებს ამზადებდნენ. ამავე მიზნით იყენებდნენ მორიონს შუმერები.

df763afb233bea9e32348bba202e85e7

სად მოიპოვება?

კვამლიანი კვარცის მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა, ბრაზილიაში, მადაგასკარში, ავსტრალიაში, შვედეთში, შოტლანდიაში და აშშ-ში ხდება.

smoky quartz6 rakhi

თვისებები

კვამლიანი კვარცი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი და დამამიწებელი ქვაა. მას როგორც ფიზიკური ისე სულიერი დაცვა მოაქვს ადამიანისთვის. ძალიან კარგია იმ შემთხვევაში თუ ნეგატიურ გარემოში გიწევთ მუშაობა, ის აგაცილებთ ასეთი სახის ენერგიას და გარდაქმნის მას პოზიტიურად.

smoky quartz uri switzerland

როგორც ფუძის ჩაკრის ქვა, ის გადამრჩენ ინსტიქტებს აძლიერებს და ადამიანს მიზნის მიღწევაში ეხმარება. ეს ქვა კარგია ოცნებების ასასრულებლად, რადგანაც მორიონი მათ რეალურ სამყაროში დაგანახებთ და გაგიმარტივებთ მათკენ სავალ გზას.

Smoky Quartz

კვამლიანი კვარცის გამოყენება დაგეხმარებათ ყოველდღიური გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში. გამოგისწორებთ ხასიათს და დაგაძლევინებთ ნეგატიურ განწყობას. განსაკუთრებულად კარგია დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. ის გიხსნით შიშებს, სტრესს, ეჭვიანობას, შურსა და სიბრაზეს და მათ პოზიტიურ ფიქრად გარდაქმნის. ასევე კარგია დიდი წუხილისა და დარდის შესამსუბუქებლად. ზუსტად იმიტომ, რომ მორიონს ენერგიის პოზიტიურად გარდაქმნა შეუძლია, მას ასევე იყენებენ როგორც ძლიერ დამცავად, ის თავიდან აგაცილებთ თვალს და ჯადოს.

smoky quartz gem 385679a

სამკურნალო თვისებები

მორიონს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ.განსაკუთრებულად კარგად თირკმელებზე, პანკრეასსა და რეპროდუქციულ ორგანოებზე მოქმედებს. მას ასევე ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და თირკმელზედა ჯირკვლის გამართული მუშაობისთვის იყენებენ. მკურნალები კვამლიან კვარცს ძილის მოწესრიგებისთვისაც მიმართავენ.  კარგია კოშმარებისთვისა და ჰიპერაქტიულობისთვის. ამბობენ რომ საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კვამლიანი კვარცის გამოყენება ძალიან კარგია.