ლალი

ქიმიური ფორმულა - Al2O3

სიმკვრივე - 9

landing img rubyjewelry

ლალი მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქვად ითვლება. უმეტეს შემთხვვაში ლალის პატარა ქვებს, ბრილიანტის მოზრდილ ქვებზე დიდი ფასი აქვს. ლალი საუკუნეების მანძილზე დიდად დაფასებული და ხალხის უსაყვარლესი ქვა იყო, მისი ულამაზესი ფერის, თვისებებისა და სიმკვრივის გამო.

il 570xN.498662622 tmo2

 

ძველ ინდოეთში, სანსკრიტში, ლალს "ratnaraj" ჰქვია, რაც თარგმანში „ქვების მეფეს“ ნიშნავს. ლალის შესახებ, სანსკრიტში, ბიბლიაში და ბევრ უძველეს ნაწერებშია ნახსენები, ამიტომაც, მის შესახებ უამრავი ლეგენდა და ისტორია არსბობს.

3.03ct Oval Ruby from Winza

 

„გამჭვირვალე წითელი ფერის ქვა, ისტორიულ წარსულში ლალი წარმოადგენდა იმპორტულ ქვას, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, მისი სახელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა, ხოლო ევროპულ ქვეყნებში რუბინი ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა ძნელი საშოვნელი იყო, ქართული ოქრომჭედლობის არაერთი ნიმუშია შემკული ლალის თვლებით, მაგ., ბორში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ერთ ყელსაბამს 29 ცალი ლალის ქვა ამკობს. ლალის გამოყენება საქართველოში გაიზარდა შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით საეკლესიო ნივთებში. ქართულ მწერლობაში ლალი იქცა ბრწყინვალე წითელი ფერისა და სილამაზის სიმბოლოდ. ღვინოც კი, ასე სანუკვარი პროდუქტი, ქართველს ლალისათვის შეუდარებია. - ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965. ე. ნ.“ – nplg.gov.ge

tamaris jvari

სად მოიპოვება?

ლალის ყველაზე დიდი მომწოდებელი ბრუმა და ტაილანდია, გარდა ამისა ლალის ნახვა შრილანკაში, ტანზანიაში, ავღანეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდეთში, კამბოჯაში, კენიაში, მადაგასკარში, მოზამბიკში, ნეპალში, პაკისტანში, ვიეტნამსა და აშშ-შია შესაძლბელი.

212c7cb88727632c390bc72066b9cf63

 

თვისებები

ლალს საუკუნეების მანძილზე მმართველების ქვად მიიჩნევდნენ და სიმდიდრისა და შეძლებულობის ქვად ითვლებოდა. ნათქვამია, რომ ის ადამიანში ცნობისმოყვარეობას და ახლის შესწავლის სურვილს აღვიძებს.

raw ruby

 

ლალი ძლიერ დამცავ მინერალად მიიჩნევა, მას მფლობელის სახლის, მნიშვნელოვანი ნივთების, ბავშვებისა და აურის დაცვა შეუძლია. ლალი მწუხარებასა და ბოროტს აგარიდებთ. მას ასევე სიზმრების საკონტროლებლად და დავიწყებლი მოგონებების გასახსენებლად იყენებენ.

საუკუნეების მანძილზე ლალი ვნებისა და ღრმა სიყვარულის მომტან ქვად ითვლებოდა. ის გამბედაობისა და სიძლიერის ქვაა. შეგმატებთ თვითშეფასებას, საკუთარი თავის სიყვარულს და გაგიძლიერებთ ნებისყოფას.

rubyorigin

 

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაევტებისა და ძველი მკურნალების მიხედვთ ლალი კარგია შემდეგი პრობლემებისას: ართრიტი, ძვლები, სისხლის მიმოქცევა, ცირკულარული სისტემები, სხეულის ტემპერატურა, ქრონიკული დაღლილობა, გულის პრობლმები, კანის მდგომარეობა, ინფექციები, თირკმელები, ელენთა, სისხლის წნევა, ენდოკრინოლოგიური სისტემა. ზოგადად კი მიიჩნევა, რომ ლალი ძლიერი და გამაჯანსაღებელი ენერგეტიკის მატარებელი ქვაა, ამიტომაც, ის მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

8558083 1

 

ლალი პირველ, ფუძის და მეოთხე-გულის ჩაკრასთან ასოცირდება.