ლოდოლიტი - ბაღის კვარცი - ჩანართებიანი კვარცი

ქიმიური ფორმულა - SiO2

სიმკვრივე - 7

ალტერნატიული სახელები: ლოდოლიტის კვარცი, ლოდალიტი, ბაღის კვარცი, ხედის კვარცი, აჩრდილის კვარცი, მხატვრული კვარცი. ლოდოლიტი ჩანართებიანი კვარცის ნაირსახეობაა, რომელიც უამრავ ფერში და ფორმაში გვხვდება. ამდენი სახელიც სწორედ მისი საოცარი ვიზუალის დამსახურებაა. 

741f4e41a6cb790a9bbb68d9b9c7ac0d

ბაღის კვარცს უმეტესად მედიტაციისთვისა და კონცენტრაციისთვის იყენებენ. აძლიერებს ადამიანის სულიერ ენერგიას და წინაპრებთან ურთიერთობაში გეხმარებათ. მას მფლობელისთვის სიყვარულისა და სნაზის განცდები მოაქვს.

341 cuarzojardinproducto

 

სად მოიპოვება?

ლოდოლიტი უმეტესად ბრაზილიაში მოიპოვება, მაგრამ მისი ნახვა სხვა ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი.

7caea459c879348aa2fbc909341dcfd6

 

ლოდოლიტი წარსული ცხოვრების ტრავმისა და ბავშვობაში ჩარჩენილი მოგონებების გადატანასა და დავიწყებაში დაგეხმარებათ.

ეს ულამაზესი ქვა მოგიხსნით სტრესს და თქვენს გარშემო მშვიდ გარემოს შექმნის. ის ასევე სიძლიერის ქვად მიიჩნევა და ერთ-ერთ უძლიერეს სამკურნალო ქვად ითვლება.

98031 1240808236

 

თუ წარსულში გაგიცრუეს იმედები და დღეს ნდობის პრობლემები გაქვთ, ეს ქვა თქვენთვსაა. მას მფლობელის ცხოვრებაში მოაქვს იმედი და პოზიტივი, ამიტომაც ერთ-ერთ საუკეთესო „ანტიდეპრესანტ“ ქვათა სიაში შედის.

38df5b5f0f755eb31ffe14006589a0ac

 

საერთოში ლოდოლიტი უფრო სულიერ ქვად ითვლება, რომელიც გაწმენდს თქვენს აურას, დაგიმშვიდებთ ნერვებს, დაგეხმარებათ ცხოვრებისა და მიზნების მოწესრიგებაში და თქვენს გონებას უფრო მეტი ასპექტების აღქმისთვის გახსნის.