მალაქიტი

ქიმიური ფორმულა - Cu2(CO3)(OH)2

სიმკვრივე - 3.5 – 4

41oYHeRNVL. AC SL230

მალაქიტის სახელი ძველი ბერძნული სიტყვა "malache"-დან მოდის, რაც თარგმანში „ბალბას“ (მცენარე) ნიშნავს, რადგანაც მალაქიტს ბალბის ფოთლის შესაფერისი ფერი აქვს. არსებობს ალტერნატიული ინფორმაციაც, რომ სახელი მალაქიტი ასევე ბერძნული სიტყვა "malakos"-იდან მოდის, რაც თარგმანში რბილს ნიშნავს.

1a5e8850062ebe0a8ca2fb1729d16d41

 

მალაქიტის შესახებ ცნობები ძველი ეგვიპტელების, ბერძნების და რომაელების დროიდან მოდის. ისინი ამ მვანე ქვას ამულეტებისა და სამკაულის დასამზადებლად იყენებდნენ. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ძველი ეგვიპტელები მალაქიტის ფხვნილს მწვანე თვალის ჩრდილისთვის იყენებდნენ. არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ მალაქიტი მვანე ფერის პიგმენტადაც, ქსოვილების შესაღებად გამოიყენებოდა. მალაქიტი ხშირად გვხვდება აზურიტთან ნაერთის სახით, რაც კიდევ უფრო ლამაზ მინერალს ქმნის.

450px Azurmalachite

 

მალაქიტის ქვით სახელგანთქმული ქვეყანა რუსეთიც გახლავთ. წლების წინ მალაქიტს ტონობით მოიპოვებდნენ და მისგან ოთახებსა და თაღებს ამზადდებდნენ.

4553366a18104824cf12d86bf0cebbee

 

სად მოიპოვება?

მიუხედავად იმსა, რომ წლების ინ რუსეთი მალაქიტის მთავარი მომწოდებელი იყო, დღეს იქ ამ ქვის რაოდენობა შემცირებულია და მთავარ მომწოდებლად აფრიკა ითვლება. მისი ნახვა ასევე ავსტრალიაში, ჩილეში, ნამიბიაში, ზიმბაბვესა და არიზონაშია შესაძლებელი.

Natural dark green of font b malachite b font green font b malachite b font stone

 

თვისებები

ძველად მალაქიტი ავი სულებისა და თვალისგან დამცავ ქვად ითვლებოდა. მიიჩნევა, რომ ის ბავშვებისთვის ძალიან კარგი თილისმაა. ასოცირდება გულის ჩაკრასთან და ამიტომაც ადამიანის ცხოვრებაში ჰარმონია და სიყვარული მოაქვს. ის დაგეხმარებათ სრაფად და გამჭრიახად აზროვნებაში. მალაქიტი მიიჩნევა შესაძლებლობების ქვად, ანუ თუ მიდიხართ გასაუბრებაზე, ან აპირებთ ახალი საქმის დაწყებას, ეს ქვა თქვენს ცხოვრებაში სწორ ხალხს მოიზიდავს, სორედ ამ თვისების გამო ამბობენ, რომ მალაქიტი ფინანსების ქვაც არის.

dd14b19b30a2270392b1c5e137ceddbd

 

სამკურნალო თვისებები

დღევანდელი ლიტოთერაპევტები და ძველი მკურნალები მალაქიტს შემდეგი პრობლემების დროს იყენებდნენ: ტკივილები, რებმატიზმი, ასთმა, გულისა და ფილტვების პრობლემები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ქსოვილების რეგენერაცია, ნერვული სისტემა, ჰიპოფიზი. 

Malachite 140509