მზის ქვა

ქიმიური ფორმულა - (Ca,Na)[(AlSi)2Si2O8]

სიმკვრივე - 6

round cabochon sunstone 18599a

მზის ქვა ფელდსპარის ჯგუფის მინერალია. მასგააჩნია ულამაზესი კაშკაშა ოპტიკური თვისები, რაც ჰემატიტის ჩანართების დამსახურებაა. ის უმეტესად მოსტაფილოსფრო-მოწითალო ფერისაა და მზის ნათებას მოგაგონებთ, სწორედ ამიტომაც ჰქვია მას მზის ქვა. მზის ქვა, აშშ-ს შტატ ორეგონის ოფიციალური ქვაა.

17 crt natural earth mined rainbow confetti sunstone piece w10 13a5782a8ef43f6f696339600147cc4f

სად მოიპოვება?

მზის ქვის ნახვა ბევრ ადგილასაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი მომწოდებელი ინდოეთი გახლავთ, ასევე მადაგასკარი, კანადა, ნორვეგია, რუსეთი და აშშ.

e080367ddaff3aae823057f2ae3d8eda

თვისებები

მიიჩნევა, რომ მზის ქვასსაკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა აქვს. ტრადიციულად ის იღბლის, წარმატებისა და სიმდიდრის მომტან ქვად ითვლება. ანტიკურ ხანაში მას ბარტერის ქვადაც იყენებდნენ. არსებობს ცნობები, რომ ვიკინგები მას მოგზაურობისას ატარებდნენ, გზის გამკვლევად. ძველ საბერძნეთში მზისქვა მზის ღმერთის ქვად ითვლებოდა. ბევრს მიაჩნდა რომ მისი ტარება ადამიანის ცხოვრებაში სითბოს, ხალისსა და სიყვარულს მოიტანდა. ის ასევე ლიდერის ქვად მიიჩნევა. მას უარყოფითი ენერგიის განდევნა და პოზიტივად გარდაქმნა შეუძლია. ის გაგიძლიერებთმიზანმიმართულებასა და ნებისყოფას.

Sunstone faceted1

სამკურნალო თვისებები

მზის ქვას შიშებისა და ფობიების განსაკურნად იყენებენ. კარგია დეპრესიისა და სტრესის მოსახსნელად. ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან. 

sunstone rough