ოპალი - ნაირსახეობები - თვისებები
ქიმიური ფორმულა - SiO2_nH2O
სიმკვრივე - 5.5 – 6.5
სახელი ოპალი, სანსკრიტიდან მოდის და თარგმანში „ქვას“ ნიშნავს. ოპალი ავსტრალიის ნაციონალური ქვაა, რადგანაც ეს ქვეყანა ბაზარზე ოპალის რაოდენობის 97%-ს მოგვაწვდის. ოპალი შეიძლება დაიყოს სამ ნაირსახეობად, ესენია: ძვირფასი ოპალი, ცეცხლოვანი ოპალი და ხშირი ოპალი. ეს მინერალი სახელგანთქმულია ფერის ცვლილების უნიკალური შესაძლებლობით.
სად მოიპოვება?
ყველაზე მნიშვნელოვანი და მთვარი მომწოდებელი ავსტრალია გახლავთ. გარდა ამისა გვხვდება ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ინდონეზიაში, იაპონიაში, მექსიკაში, რუსეთსა და აშშ-ში.
ოპალის ნაირსახეობები
ხშირი ოპალი
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ოპალის გავრცელებული სახეობა,რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოში გვხვდება. არ აქვს ფერთა გამა არის რძისფერი. ამ სახის ოპალს ქალღმერთისრძეს ეძახდნენ სხვადასხვა კულტურებში და გამოიყენებდნენ როგორც დამცავ სპეციალურ თილისმას. ის ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს, მოაქვს მის ცხოვრებაში ოპტიმიზმი და სიხარული. თათრი ოპალი ქმნის მშვიდ და დაცულ გარემოს, რაც საუკეთესოა მშობლებისთვის და ორსულებისთვის.
პერუს ოპალი
ანდენის მთიდან ხშირად მოპოვებული ოპალი (პერუ). აქვს ნაზი ცისფერი, ხანდახან მოვარდისფროსაც დაიკრავს. შესანიშნავი ქვაა ბავშვებისა და ცხოველების დასამშვიდებლად. მასგამოიყენებენ ძველი ტრავმების მოსაშუშებლად, რაც ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდესმოიტანს. პერუს ოპალი მფლობელს რთული დროის გადალახვაში ეხმარება. კარგი ქვაა კომუნიკაციის გასაძლიერებლად. ასოცირდება გულისა და ყელის ჩაკრასთან.
შავი ძვირფასი ოპალი
შავი ოპაი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იღბალის მომტან ქვად ითვლება. მას ადამიანის აურის გაწმენდა შეუძლია. ესქვამფლობელს შიშებისგან და ფობიებისგან გაანთავისუფლებს, დაუბრუნებს სიძლიერეს და თვითშეფასებას. შავი ოპალი ძლიერი დამცავი ქვაა.
რიყის ოპალი
რიყის ოპალი თავის რეციპიენტთან ერთად იზრდება, რაც ულამაზეს ნაირსახეობას ქმნის. ამ ტიპისოპალს უმეტესად ავსტრალიაში მოიპოვებენ. თვისებების განხრით რიყის ოპალს დედამიწის სითბოს მატარებელს ეძახიან, რაც თავისთავად ცეცხლსაც შეიცავს. ეს ქვა პრაქტიკულ ადამიანს სულიერი მხარის განვითარებაში ეხმარება და პირიქით. ეხმარება ისეთ ადამიანებს ვისაც ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა.
ეთიოპიური ოპალი
ეთიოპიაში ოპალი 2008 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ეთიოპიური ოპალი ერთერთი ყველაზე ხარისხიანი ოპალია მსოფლიოში, ის იზრდება ვულკანურ არეში, აქვს შესანიშნავი ფერთა გამა, მაგრამ წყალთან მის მიკარებას უნდა ერიდოთ, რადგანაც ის სითხეს იწოვს და შეიძლება ფერი დაკარგოს. მას აურის გამწმენდ ქვად მიიჩნევენ.
ცეცხლოვანი ოპალი
უმეტესად მექსიკაში მოიპოვება, ხშირ შემთხვევაში არ ბრჭყვინავს. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც მწვანედ კაშკაშებს. ატარებს ცეცხლის ენერგიასთან და ადამიანში ვნებას, მიზანმიმართულობასა და შემართებას აღვიძებს. ასოცირდება პირველ დამეორე ჩაკრასთან. შესანიშნავი ქვაა დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისი წესებით უყვართ ცხოვრება და სამყაროში თავისი კვალის დატოვება სურთ. კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში პოზიტივის და დადებითი ენერგიის მოზიდვა სურთ.
გირასოლის ოპალი
საერთოდ არაფრით არ გავს იმ ოპალს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. მოთეთრო, მოცისფრო, გამჭირვალე ფერის, ანარეკლების გარეშე. ხანდახან „ჯელე ოპალს“ ეძახიან. უმეტესად მექსიკაში მოიპოვება. ამ სახის ოპალს უმეტესად მექსიკასა და ორეგონში მოიპოვებენ. ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სინათლე და ჰარმონია. გირასოლის ოპალი განიხილება როგორც სულიერი ქვა.
მწვანე ოპალი
ეს ქვა საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ. მოაქვს ჯანმრთელობა, ენერგია და ძლიერი იმუნიტეტი. მას შეუძლია გონება უარყოფითი ფიქრებისგან გაგინთავისუფლოთ. ესადაგება გულის ჩაკრას. რაიმე ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.
რძის ოპალი
საკმაოდ ხშირად მოპოვებადი ოპალის სახეობა. აქვს რძისფერი თეთრი ფერი. ხშირი ოპალისგან თითქმის არ განსხვავდება, ამიტომაც მსგავს ენერგეტიკას ატარებს.
ხავსიანი ოპალი
თეთრი, რძისფერი ოპალი, მუქი მწვანე, მუქი ლურჯი ლაქებით. შესანიშნავი ქვაა ბუნებასთან დასაახლოებლად. ხელს უწყობს ზრდას, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. ეხმარება ადამიანს ურთიერთობაში შესვლისას. აძლიერებს ადამიანის კომუნიკაციის უნარს და მფლობელს მიზნების მიღწევაში ეხმარება. ხავსიანი ოპალი წარსულის ტრავმების მოშუშებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ. დაგმუხტავთ პოზიტივით და დასახული ოცნების ასრულებაში შეგიწყობთ ხელს.
ორეგონის ოპალი
უნიკალური, გამჭირვალე ოპალის სახეობა. ასევე ატარებს ცეცხლის ენერგიას და სულიერი ქვაა. მიიჩნევა სიმართლის ქვად. მოქმედებს მზის წნულის ჩაკრაზე და ცხოვრებაში სასიამოვნო გრძნობების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
ცისფერი ოვჰის ოპალი
აღმოჩენილია ინდოეთში, 2003 წელს, „ოვჰი“-ს რეგიონში. გამოირჩევა გაუმჭირვალეცისფერი ფერით. ატარებს წყლის ენერგიას და ადამიანს კომუნიკაციაში ეხმარება. კარგია თუ გაქვთ საუბრის პრობლემა და თავის წარმოჩენის კომპლექსი.
წყლის ოპალი
გამჭირვალე, ქვა, ფერთა გამის გარეშე, ეს არის ყველაზე უცნაური ოპალი. კარგია ორგანიზმის გასაწმენდად. მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში ის, რაც მას სჭირდება.