პირიტი

ქიმიური ფორმულა - FeS2

სიმკვრივე - 6 – 6.5

240px 2780M pyrite1

მეტალის ბზინვარების მქონე ქვები ძალიან იშვიათია. ყველაზე ხშირად ჰემატიტი და პირიტი გვხვდება. პირიტი უმეტესად მოოქროსფრო-მოვერცხლისფრო ფერისაა, რის გამოც მას  სულელების ოქროსაცეძახდნენ. სიტყვა პირიტი ბერძნულიდან მოდის და თარგმანში ცეცხლს ნიშნავს. მარტივადმსხვდევადი მინერალია.

800 600 FFFFFF 14392497124efe96d9265ee

 

პირიტი ინდიელებში განსაკუთრებულად დაფასებული იყო. ისინი ამ ქვას მკურნალ და დამცავ ქვად მოიხსენიებდნენ. ხშირად გამოიყენებდნენ სარკეებად.

9613407 1

სად მოიპოვება?

პირიტი დიდი რაოდენობით გვხვდება პერუში, ბოლივიაში, მექსიკაში, შვედეთში, რუმინეთში და აშშ-ში.

100752 004 BC88C7BE

თვისებები

პირიტს აქვს ცეცხლისა და მიწის ენერგია. ითვლება შესაძლებლობების, პოტენციალის და სიძლიერის ქვად. მას ადამიანის ცხოვრებაში შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა მოაქვს, დაგეხმარებათ  დაწყებული საქმის დამთავრებაში.

 0783855001154479898

 

როგორც თილისმა, პირიტი უნიკალური დამცავი ქვაა. ის ენერგიას მიწისგან იღებს და თქვენს აურაში ნეგატივის, დაბინძურების და  თვალისგან დამცავ ბარიერს ქმნის. შეგმატებთ გამბედაობას და სიმტკიცეს, როდესაც სხვა ადამიანების დაცვაზე მიდგება საქმე. ამიტომაც სამართალდამცავებისთვის, აქტივისტებისთვისა სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ქვაა.

bf8f6faec11d467c64d4d267a0b1c23c

 

მისი თან ტარება ნებისმიერი სახის საფრთხისგან დაგიცავთ, იქნება ეს უბედური შემთხვევები, ავი თვალი და ა.შ. განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის ვისაც რისკიანი სამუშაო აქვთ.

il 340x270.490083301 cjjt

 

პირიტი დაგიცავთ კრიტიკისა და მანიპულაციისგან. თუ გყავთ ზედმეტი კონტროლის მოყვარული პარტნიორი, უფროსი, ოჯახის წევრი ან თუნდაც მეგობარი, პირიტის ტარებისას, თქვენ ბრაზისა და ნერვიულობის გარეშე შეძლებთ მათწინააღმდეგ საკუთარი აზრის გამოთქმას და შეცვლით ძალაუფლების ბალანსს.

Navajun Pyrite Group

 

პირიტი გაგიძლიერებთ კრეატიულობას ხელოვნების სფეროებში, მათემატიკაში, მეცნიერებაში, არქიტექტურაში და ნებისმიერ სხვა სფეროში სადაც კრეატიული და გამომგონებლური ნიჭია საჭირო. ის თქვენში არსებულ ამბიციას, თავდადებულობასა და ჟინს აღვიძებს, ამიტომაც შესანიშნავი ქვაა სტუდენტებისთვის. სამუშაო გარემოში მისი მოთავსებით თქვენში ლიდერობის ძალა გაიღვიძებს დანებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ. ამიტომაც მენეჯერები, კომპანიის მმართველები ამ ქვას ხშირად იყენებენ კაბინეტის დეკორაციის დროს.

il fullxfull.360197719 iq01

პირიტი მამაკაცური ენერგიის მატარებელია, დასწორედ ასეთ ენერგიას აღვიძებს როგორც კაცებში, ისე ქალებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი კაცს ემსგავსება, უბრალოდ მასში თვითშეფასების, წინსვლის და მიზანშემართების ხარისხები იზრდება.  ხოლო მამაკაცის შემთხვევაში ის უფრო მეტ სიძლიერეს მოიტანს, ასერომ ზედმეტად ფეთქებად მამაკაცებს ამქვის ტარებას არ ვურჩევ.

pyrite

 

სამკურნალო თვისებები

პირიტი ოდითგანვე სიჯანსაღის ქვად ითვლებოდა. გამოიყენება გაციების, ვირუსების, კანის პრობლემების, მეტყველების პრობლემების, ცუდი იმუნიტეტის, სისხლის, რესპერატორული და ცირკულარული სისტემების, ფილტვების, ასთმისა და ბრონქიტის, ძვლებისა და სახსრების პრობლემების დროს. ასოცირდება პირვე, მეორე და მესამე ჩაკრასთან. 

pyrite cluster jaysonhome