სარდონიქსი

ქიმიური ფორმულა - SiO2

სიმკვრივე - 6.5 - 7

sardonyx cabochon

სარდიონი და სარდონიქსი სხვადასხვა ქვაა. სარდონიქსი რეალურად ონიქსის ნაირსახეობაა. ონიქსი როგორც ასეთი არის შავი, თეთრხაზებიანი ქვა, სარდონიქსი კი მოყავისფრო-მოწითალო ქვა ასევე თეთრი ხაზებით. სარდიონს უმეტესად ღრუბლის მსგავსი სტრუქტურა აქვს, მაგრამ ამ ორი ქვის ფერი ერთმანეთს წააგავს.

sardonyx 2001.1534b


სად მოიპოვება?
სარდონიქსის მოპოვება შესაძლებელია ბრაზილიაში, ურუგვაიში, ინდოეთსა და მადაგასკარში.

 

sardonyx 7
თვისებები
სარდონიქსის თვისებები ონიქსისას წააგავს, მაგრამ არის საკმაოდ დიდი განსხვავებებიც. ეს ულამაზესი ქვა შეგმატებთ ენერგიას და გარშემომყოფი უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავთ. საკმაოდ ძლიერი მიწის ენერგიის მატარებელი ქვაა, ცეცხლის ელემენტებით. მას უმეტესად დასამიწებლად და სიძლიერისთვის იყენებენ.
ონიქსის მიწის და სარდონიქსის ცეცხლის ენერგია ერთ უნიკალურ ქვას ქმნის, რომელიც ბევრის მიღწევაში დაგეხმარებათ, გაგაძლიერებთ როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად. ის მარტივად მოგიხსნით დაღლილობას და გამოჯანმრთელებაშიც დაგეხმარებათ.
კარგი ქვაა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ბევრი იდეები, მაგრამ მოტივაცისა და ოპტიმიზმის ნაკლებლობა. ის ასევე დაგეხმარებათ ნაჭუჭიდან გამოსვლასა და საკუთარი თავის აღქმაში.
საერთოში არის ენერგიის, პოზიტივის, დისციპლინის, სხარულის, იღბალის და მხიარულების ქვა.

il 570xN.450529885 s6hp

სამკურნალო თვისებები
სარდონიქს ძველად ენერგიის გასაძლიერებლად იყენებდნენ, რაც კარგია მეტაბოლიზმისთვის. ის დადებითად მოქმედებს სისხლის ცირკულაციაზე. დაიცავს თქვენს ფილტვებს, ძვლებს, სისხლს და ზოგადად დაგეხმარებათ ჯანმრთელად ყოფნაში.