ტურმალინი

ქიმიური ფორმულა - Na(Li1.5Al1.5)Al6(Si6O18)(BO3)3(OH)3(OH)

სიმკვრივე -  7 - 7.5

ტურმალინი

ტურმალინი, კომპლექსური ბორონ სილიკატის მინერალების ჯგუფის სახელია. მისი ნახვა თითქმის ყველა ფერშია შესაძლებელი. დღესდღეობით ტურმალინი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფერ მინერალად ითვლება.

მიიჩნევა, რომ ტურმალინის სახელი სინჰაელური სიტყვა "turamali"-დან მოდის, რაც თარგმანში ბევრი ფერის მქონე ქვას ნიშავს.

ტურმალინს 1500-იანი წლებიდან იყენებდნენ, მაგრამ ის სრულად აღწერილი მხოლოდ 1800 წელს იქნა.

69789fbdf89171a2720a928191663333

 

სად მოიპოვება?

ტურმალინი აშშ-ს ნაციონალური ქვაა, რომელიც 1900 წლამდე ტურმალინის მთავარ მომწოდებლად მიიჩნეოდა. დღეს ლიდერად ბრაზილია ითვლება. ტურმალინის მოწოდება ასევე ავღანეთიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, მადაგასკარიდან, რუსეთიდან, ნიგერიიდან, პაკისტანიდან, ტანზანიიდან და ნეპალიდან ხდება.

black tourmaline A

 

ნაირსახეობები

ტურმალინის ყველაზე ცნობილი ვარიაციებია:

დრავიტი

30658

უვიტი

800 600 FFFFFF 185521622553a2fce9c5619

შერლი

800 600 FFFFFF 9527018824b5ada6ee557b

ლიდიკოატიტი

54046

და ელბაიტი

8eaf0190d84d13091d6a5ca6766c4972

შერლი ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობად მიიჩნევა, რომელიც ტურმალინების საბადოების  95%-ში მოიპოვება. ტურმალინის ნაირსახეობების დიდი ნაწილი ელბატიტს უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ ტურმალინის ოჯახში ძალიან ბევრი ფერის ნაირსახეობა შედის, ზოგიერთი სახელი სწორედ ფერების მიხედვითაა დარქმეული. მაგალითად მოწითალო-მოვარდისფრო ტურმალინი - რებელიტი გახლავთ, მომწვანო-მოცისფრო - პარაიბა, ლურჯი - ინდიცოლიტი, ხოლო მრავალფერი - საზამთრო ტურმალინი. ასევე წააწყდებით უბრალო სახელებს, როგორიცაა: ყვითელი ტურმალინი და ვარდისფერი ტურმალინი.

cvnOslH

 

თვისებები

შავი ტურმალინი

Black tourmaline

შავტურმალინს შამანურ ქვად მიიჩნევენ, რომელიც რიტუალების დროს ძლიერი დამცავია. ის შესანიშნავი ქვაა დასამიწებლად და დასამშვიდებლად. ის დაგამშვიდებთ პანიკური შეტევების დროს, განსაკუთრებით, თუ ეს შეტევები კლაუსტროფობიის დროსაა გამოწვეული.

შავი ტურმალინი ავი თვალისგან და ენერგეტიკული ვამპირებისგან დაგიცავთ. სამუშაოს დროს, დაიჭირეთ შავი ტურმალინის ქვა, იმისთვის რომ გაიწმინდოთ გონება და ნაყოფიერად გააგრძელოთ შრომა. ძლიერი დამცავია ელექტრონული გამოსხივებების დროს. მოათავსეთ ის თქვენი კომპიუტერის წინ, მიაკარით ტელეფონს და გამოსხივება საგრძნობლად შემცირდება. ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან.

შავი ტურმალინი ასტიმულირებს ფეხების, წელისა და ხერხემლის მუშაობას. ის გამოიყენება ძლიერი ტკივილების მოსახსნელად. აძლიერებს იმუნურ სისტემას, გულს და ჯირკვლებს.

ვარდისფერი ტურმალინი

hot pink tourmaline large

მთელი დღის განმავლობაში, ვარდისფერი ტურმალინის ტარება მოგიხსნით სტრესს, სიბრაზეს და დაღლილობას. ვარდისფერი ტურმალინი ბავშვებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქვად მიიჩნევა. ადამიანს უძილობის დროს ეხმარება. კარგია წარსულის ტრავმების მოსაშუშებლად.  მას ხშირად იყენებენ მშობიარობის და ორსულობის დროს. ვარდისფერი ტურმალინი ლიტოთერაპევტების მიერ მენსტრუალური ციკლისა და ქალური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მას გარდატეხის ასაკის მშვიდად გადასალახავადაც იყენებენ. კარგია თავის ტკივილებისა და ნერვული დაავადებების დროს.

მწვანე ტურმალინი

vintage faceted tourmaline green gem brazilian 14 90 cts pkg 1 fgs33 01118073

მწვანე ტურმალინს ადამიანის ცხოვრებაში იღბალი, შემოსავალი და წარმატება მოაქვს. აძლიერებს კრეატიულობას და მიზანსწრაფულობას. მისი გამოყენება შეგიძლიათ, როდესაც დასამთავრებელი გაქვთ რაიმე სახის პროექტი ან წამოწყებული საქმე. ის ენერგიის და გამძლეობის ქვადაც ითვლება. შესანიშნავი ქვაა სპორტის მიმდევრებისა და ათლეტებისთვის,და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზუსტი და მკაცრი სამუშაო აქვს. ის დაგეხმარებათ მოიხსნათ ქრონიკული დაღლილობა. კარგია გულის სწორი მუშაობისთვის. ის დაგეხმარებათ ძილისა და ნერვული სისტემის მოწესრიგებაში. წარმატებულად გამოიყენებენ წონის კორექციისთვის, როგორც მომატების ასევე დაკლებისთვის.