ქალცედონი

ქიმიური ფორმულა - SiO2

სიმკვრივე - 7

chalcedony blue

ქალცედონი კვარცის ჯგუფის მინერალების ერთ-ერთი კლასია. ტექნიკურად „ქალცედონი“ გემოლოგიური ტერმინია, რომელიც კვარცის ყველა ქრიპოკრისტალინის ფორმის მინერალს აერთიანებს. ქალცედონის ჯგუფის ქვები სხვადასხვა სახელებით იყიდება, მაგალითად აქატი, სარდიონი, ან იასპი. თავად მინერალი ქალცედონი სუფთა სახის, არის თეთრი, ცისფერი ან მონაცრისფრო ფერის.

bluechalcedonytumbledpolishedbc155

ქალცედონი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მინერალთა ჯგუფს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ მის ნაირსახეობებს სამკაულში და საიუველირო განხრით ფართოდ იყენებენ, ქალცედონი ასევე მეცნიერებასა და ინდუსტრიალურ პროცესშიც გამოიყენება.

blue chalcedony massive type

ქალცედონის ჯგუფში შედის: აქატი, ჰელიოტროპი, ცისფერი ქალცედონი, ონიქსი, სარდიონი, ქრიზოპრაზი.

სად მოიპოვება?

ქალცედონის მოპოვება უმეტესად ვულკანურ ნაწილებში ხდება, როგორიცაა, ურუგვაი, ინდოეთი, მადაგასკარი, მექსიკა, ბრაზილია, აფრიკა, აშშ.

blue chalcedony

თვისებები (ცისფერი ქალცედონი)

ცისფერ ქალცედონს საკმაოდ ნაზი ენერგეტიკა გააჩნია. ის აწყნარებს გაღიზიანებულ და გაბრაზებულ ადამიანებს. ის ადამიანს უფრო გულახდილს ხდის. ცისფერი ქალცედონის დახმარებით ადამიანი უფრო გამბედავი ხდება და უადვილდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და საუბარი.

Blue chalcedony dyed

 

ცისფერი ქალცედონის დახმარებით ადამიანები იუმჯობესებენ ინტუიციას და წინასწარ ხედვის უნარს. ასევე გამოიყენება ცუდი სიზმრებისა და მათი გამომწვევი მიზეზების თავიდან მოცილებისთვის.

ცისფერ ქალცედონს ძლიერი დამცავი ენერგეტიკა გააჩნია, რომელიც ადამიანის როგორც ემოციურს ასევე ფიზიკურ ნაწილს ავი თვალისგან იცავს.

113f873878876bcc4f0e13fa2708fc4a

 

სამკურნალო თვისებები

ძველად ცისფერ ქალცედონს მხედველობის გასაუმჯობესებლად და თვალების დაავადებებისას იყენებდნენ. დღეს ლიტოთერაპევტები ქალცედონის მეშვეობით ალცჰეიმერს, სისხლის ცუდ ცირკულაციას, ძვლების დაავადებებს, ელენთის, ნაღვლის ბუშტისა და ლაქტაციის პრობლემებს ამსუბუქებენ და კურნავენ.