ქარვა

ქიმიური ფორმულა - C10H16,0

სიმკვრივე - 2 - 2.5

tumblr lyqkj1AenD1r2hjrko1 1280

მიუხედავად იმისა, რომ ქარვა მინერალების სიაში შედის, ის სულაც არ არის ქვა. ქარვა გაქვავებული ხის ფისია. სწორედ იმიტომ, რომ ის რბილი სახით ყალიბდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარვის ნატეხში სხვადასხვა მწერებს პოულობენ.  მიიჩნევა, რომ ქარვა 50 მილიონ წელს ითვლის. ქარვა ორგანული წარმოშობის მინერალების მცირე რიცხვს მიეკუთვნება, მათ შორის არიან: მარგალიტი, მარჯანი და გიშერი.

Amber

სად მოიპოვება?

ქარვის ყველაზე დიდ მომწოდებლად რუსეთი (კალინინგრადი) ითვლება. მეორე ყველაზე დიდი მომწოდებელი ბალტიისპირეთია. ქარვის მოპოვება ასევე შესაძლებელია იტალიაში, ჩინეთში, იაპონიაში, მექსიკაში, კანადაში და აშშ-ში. ასევე დომინიკის რესპუბლიკა და მექსიკა განთქმულია ძალიან უცნაური და იშვიათი ლურჯი ქარვის ნაირსახეობით.

blueAmberRaw

 

თვისებები

ქარვა უნიკალური ქვაა, რადგანაც მას ადამიანის როგორც დამშვიდება ასევე ენერგიით ავსება შეუძლია. ის მფლობელს სწავლისაკენ მიდრეკილებას გაუღვიძებს და ამასთან ერთად მას უფრო კეთილგონიერს გახდის. ქარვას ადამიანის ორგანიზმსა და აურაში დაგროვილი ნეგატივის მოცილება და სულიერი ტკივილის მოხსნა შეუძლია. ქარვა - სიყვარულის, დაცვის, მოთმინების, ბალანსის, ჯანმრთელობის, სისუფთავის, სიწყნარის და მიზანმიმართულობის ენერგიას ატარებს. ქარვა ასევე იღბალის ქვადაც მიიჩნევა, რომელსაც ქორწინებაში სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს.

amber healing bracelets 1

სამკურნალო თვისებები

ქარვა მზის წნულთან ან მეორე ჩაკრასთან ასოცირდება, ფერის მიხედვით. გამონაკლისია დომინიკის რესპუბლიკისდა მექსიკის ქარვა, რომელიც ლურჯ ფერს დაიკრავს. ოდითგანვე ქარვას სხეულის გასაწმენდად იყენებდნენ. ის ფარისებური ჯირკვალის საუკეთესო მკურნალად მიიჩნევა. ასევე კარგია სხვადასხვა ტკივილის შესამსუბუქებლად, ცირკულაციისთვის, თირკმელებისთვის, გულის პრობლემებისას, ფილტვებისთვის, ძვლებისთვის, სმენისთვის, ფიბრომიალგიისა და ზოგადად იმუნიტეტის პრობლემებისთვის. 

about amber