ქრიზოკოლა

ქიმიური ფორმულა - (Cu,Al)2H2Si2O5(OH)4nH2O

სიმკვრივე - 2 - 4 

хризоколла 13

მიუხედავად იმისა, რომ ქრიზოკოლა ნაკლებად ცნობილი ქვაა, ის მინერალების ბევრ მოყვარულებში სარგებლობს პოპულარობით. განსაკუთრებით ძვირად ფასობს მისი საოცარი ფერთა შეხამება და ულამაზესი ხაზები. სახელი ქრიზოკოლა მოდის ძველი ბერძნულიდან 'chrysos' და 'kolla' რაც თარგმანში ოქროსა და წებოს ნიშნავს.

9b28f364a1e244ac16d81eae1fff42b4
ქრიზოკოლა მინერალების პატარა ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც ასევე არიან: მალაქიტი, აზურიტი, ლარიმარი და ფირუზი. მას ხშირად ფირუზსა და აზურიტში ურევენ, ფერთა მსგავსების გამო. ძალიან ხშირად ქრიზოკოლა, მისი ჯგუფისსხვა წარმომადგენლებთან შერეული სახით გვხვდება, რაც თავისთავად უფრო ლამაზ მინერალს გვაძლევს.

chrysocolla with malachite large


სად მოიპოვება?

ქრიზოკოლას მომწოდებელი ქვეყნები არიან: ისრაელი, ჩილე, ინგლისი, მექსიკა, პერუ, რუსეთი და აშშ.

4n7hroi


თვისებები

ქრიზოკოლა ჰარმონიის ქვაა. მისი გამოყენება შესაძლებელია სივრცისა და ადამიანის აურის გასაწმენდად. საკმაოდ ნაზი ენერგეტიკის მატარებელი მინერალია. მას შიშისა და ბრაზის დაწყნარება შეუძლია. ასევე ხშირად იყენებენ პანიკური შეტევების დროსაც. ქრიზოკოლა დაგეხმარებათ იმ შემთხვევაშიც თუ გაქვთ რაიმე სახის ფობია, როგორიცაა კლაუსტროფობია და აგორაფობია.

natural chrysocolla


სამკურნალო თვისებები


ფიზიკური კუთხით ქრიზოკოლას ასთმის, ფილტვების ანთების, ართრიტის, სხვადასხვა ტკივილების, ჯირკვლების პრობლემებისა და სპაზმების დროს იყენებენ. ძველად ქრიზოკოლა ორსულობისა და მშობიარობის დროს გამოიყენებოდა.

chrysocolla21336a