ქრიზოლიტი

ქიმიური ფორმულა - (Mg,Fe)2SiO4

სიმკვრივე - 6.5 - 7

6e3e4cec24cda4a18af21891b8b237c1
ქრიზოლიტი მინერალ ოლივინის მწვანე ნაირსახეობაა. ძალიან ხშირად მას ოლივინსაც ეძახიან. ქრიზოლიტი უნიკალურ მინერალთა ჯგუფში შედის, რომელთა ნახვაც მხოლოდ ერთ ფერშია შესაძლებელი, მიუხედავად ამისა ქრიზოლიტი შეიძლება ღია მოყვითალო მწვანედან მუქ მოყავისფრო მწვანემდე იყოს.
ქრიზოლიტს ხშირად "ღარიბი ადამიანის ზურმუხტსაც" ეძახიან. ქრიზოლიტი უძველესი დროიდანაა ცნობილი. ამ ქვის შესახებ ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს ითვლის.

50g Natural Peridot font b Olivine b font Quartz Crystal Stone Rock Chips Lucky Healing natural

სად მოიპოვება?
დღესდღეობით ქრიზოლიტის ყველაზე დიდი მომწოდებელი პაკისტანია. მისი ნახვა ასევე შესაძლებელია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, მექსიკაში, ნორვეგიაში, ტანზანიასა და აშშ-ში. სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში ქრიზოლიტის ერთ-ერთი უდიდესი საბადო იქნა აღმოჩენილი, ამიტომაც ახლო მომავალში შესაძლოა მან პაკისტანსაც გადაუსწროს.

ca2912668733fe3af0e37813adbc46e2


თვისებები


რადგანაც ქრიზოლიტი მზესთან ასოცირდება, მას დიდად აფასებდნენ ძველ ცივილიზაციებში ბოროტი ძალების თავიდან ასარიდებლად. მას ძლიერი დამცავი ენერგია გააჩნია. ქრიზოლიტი გამოიყენება ადამიანის ცხოვრებისეული ციკლების დასარეგულირებლად, როგორიცაა მენტალური, ემოციური ფაზები, ასევე ინტელექტუალური ზრდა. ის ასევე ძველი ნეგატიური წრისგან გაგანთავისუფლებთ, რომელიც წილსვლაში გიშლით ხელს. ქრიზოლიტთან მუშაობა სწრაფად განვითარებასა და მიზნების მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. ის ასოცირდება გულის ჩაკრასთან. ქრიზოლიტს აქვს მეგობრული ენერგია და ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა სხვადასხვა პრობლემების განკურნებისთვის. მას ადამიანის ცხოვრებაში ბარაქა და შემოსავალი მოაქვს. ასევე კარგი ქვაა ურთიერთობების გასამყარებლად და ახალი ადამიანების დასამეგობრებლად.

peridot


სამკურნალო თვისებები


ლიტოთერაპევტები ქრიზოლიტს სტრესის, სიბრაზის, სიძულვილის, ეჭვიანობისა და შურის მოსახსნელად იყენებენ. ასევე კარგია ორგანიზმის დაბერების შესანელებლად. გამოიყენება ენდოკრინოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, რასაც საბოლოოდ სრულ ჯანმრთელობამდე მივყავართ. ეს მინერალი მომნელებელი სისტემის მუშაობასაც უწყობს ხელს.

peridot gem large info