ქრიზოპრაზი

ქიმიური ფორმულა - SiO2

სიმკვრივე - 6.5 - 7

Chryzopras 2

ქრიზოპრაზი ქალცედონი-კვარცის ნაირსახეობაა. ეს მინერალი საკმაოდ პოპულარულია მისი უნიკალური ფერის გამო. ქრიზოპრაზს იმდენად კაშკაშა ფერი აქვს, რომ ხანდახან დაუჯერებელია მისი ნატურალურობა. ეს მინერალი ქალცედონის ნაირსახეობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოპოვებადი ქვაა. 

Chrysoprase

სახელი ქრიზოპრაზი მოდის ბერძნული სიტყვა 'chrusos' და 'prason' - იდან, რაც თარგმანში ოქროსა და პრასს ნიშნავს, რაც მის უნიკალურ ფერზე მიუთითებს.

translucent chrysoprase sla


სად მოიპოვება?

ქრიზოპრაზის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, აფრიკა, ტანზანია, მადაგასკარი, ინდოეთი, ყაზახეთი და აშშ.

 

Chrysoprase1a
თვისებები

ქრიზოპრაზი საკმაოდ ძლიერი ვიბრაციის მქონე მინერალია. მიიჩნევა, რომ მას იღბალი და შემოსავალი მოაქვს. ასევე ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების მიერ ვისაც დიდი ან პატარა ბიზნესი აქვს. ქრიზოპრაზი ადამიანს თვითგამოხატვის, იმედის, მიზანმიმართულობისა და ზოგადად გამბედაობის გრძნობას აღუძრავს. მას სიხარულის მოტანა შეუძლია, რადგანაც მარტივად უმკლავდება ნეგატიურ ფიქრებსა და ენერგიას. ის ასევე აძლიერებს მეგობრობას. ის ბალანსისა და სიყვარულის ქვაა.

australian chrysoprase by jessa1155
სამკურნალო თვისებები

ქრიზოპრაზი საკმაოდ ძლიერი სამკურნალო ქვაა და მიიჩნევა, რომ მას თვალის დაავადებების განკურნება შეუძლია. ასევე აძლიერებს მხედველობას, იმუნურ სისტემას, კურნავს სხვადასხვა მენტალურ დაავადებებს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურასა და წნევას.

chrysoprase 1