ძოწი
- Details
- Created on Friday, 20 January 2017 12:51
ქიმიური ფორმულა - A3B2(SiO4)3
სიმკვრივე - 6.5 - 7.5
სახელი ძოწი ბროწეულისფერთან ასოცირდება და ეს მინერალიც უმეტესად სწორედ ამ ფერში მოიპოვება. სახელი "garnet" (ძოწი) მოდის ლათინური სიტყვა "granatum" - იდან, რაც თარგმანში მუქ წითელს ნიშნავს.
წითელი ძოწის შესახებ ინფორმაცია ათასწლეულებს ითვლის. მას ეგვიპტელები როგორც დეკორატიულ ასევე ცერემონიალურ ქვად იყენებდნენ. ანტიკური რომაელები მას დამცავ თილისმად ატარებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძოწი უმეტესად წითელ ფერში გვხვდება, ის ასევე შეიძლება თითქმის ყველა ფერის იყოს. სულ ახლახანს 1990 წელს მადაგასკარში აღმოაჩინეს ძალიან იშვიათი ცისფერი ძოწი.
ვარიაციები
ძოწი არის მინერალების ჯგუფი, რომელიც დაახლეობით 20 ვარიაციის სახით გვხვდება. მათ შორის ყველაზე მთავარი ექვსია. ესენია: პიროპი - Mg3Al2(SiO4)3
ალმანდიტი - Fe3Al2(SiO4)3
სპესარტიტი - Mn3Al2(SiO4)3
გროსულარიტი - Ca3Al2(SiO4)3
ანდრადიტი - Ca3Fe2(SiO4)3
და უვაროუვიტი - ცავოიტი
ასევე არსებობს ვარსკვლავის ძოწი
სად მოიპოვება?
ძოწის მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი. მაგრამ ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ჩინეთი, მადაგასკარი, აფრიკა, შრილანკა, ბრაზილია, ინდოეთი, ტაილანდი, აშშ, კენია, ნამიბია.
თვისებები
ძოწი რეგენერაციისა და ენერგიის მომცემი ქვაა. მას თქვენი ენერგიის აღდგენა და მთლიანი ორგანიზმის გამოცოცხლება შეუძლია. ლიტოთერაპევტების თქმით ის ასტაბილურებს და აწესრიგებს ადამიანის აზროვნებას. ის განსაკუთრებულად ძლიერი დამცავია თვალის წინააღმდეგ.
წითელი ძოწი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან. მას შეუძლია ადამიანის ოცნებების რეალობად ქცევა, რადგანაც ძოწი მფლობელს სწორი გზების პოვნაში ეხმარება. ნებისმიერი ფერის ძოწი ეხმარება ადამიანს ფინანსების მოზიდვაში, ინსპარაციისა და კრეატიულობის აღდგენაში. ასევე ადამიანის ცხოვრებას შესძენს აზრს და გაპოვნინებთ საკუთარ თავს.
სამკურნალო თვისებები
ძოწს ასევე ჯანმრთელობის ქვასაც ეძახიან. მისი სამკურნალო თვისებები უმეტესად სისხლსა და გულს უკავშირდება. კარგია ძვლებისთვის, უჯრედების აღსადგენად, იმუნური სისტემისთვის, ფიზიკური სიძლიერისთვის, რეპროდუქციული სისტემებისა და კანისთვის. ასევე საყრდენი ძვლებისა და ხერხემალისთვის.