ჩაროიტი

ქიმიური ფორმულა - (K,Na)5(Ca,Ba,Sr)8[Si6O16(OH/Si12O30] 4H2O - (K(Ca;Na)2Si4O10(OH;F)·H2O)[3]

სიმკვრივე - 4.5 - 5

charoite heart 7a
ჩაროიტი საკმაოდ რთული შემადგენლობის ქვაა. პირველად ის 1940 წელს იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ოფიციალურად 1978 წელს მოხდა მისი აღწერა, ამიტომაც ჩაროიტს შედარებით ახალ ქვად მიიჩნევენ. ჩაროიტი გამოირჩევა განსაკუთრებულად კაშკაშა ფერითა და ნახატებით, ხანდახან ის იმდენად ლამაზია, რომ "არაბუნებრივ მშვენებასაც" ეძახიან. ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება მოყვითალო, მომწვანო და მოყავისფრო ჩაროიტის ნახვაც.

charoite rough stone
სად მოიპოვება?

გეოლოგების თქმით ჩაროიტი ნელ-ნელა უფრო რთულად საპოვნელი ხდება. ის პირველად ჩინეთში აღმოაჩინეს და ამჟამად სერბეთში მოიპოვება.

Charoite Stones


თვისებები


ჩაროიტს ტრანსფორმაციის ქვას ეძახიან. მას ენერგეტიკის გარდაქმნა შეუძლია, მაგალითად დაგროვილ უარყოფით ენერგიას, როგორიცაა სიბრაზე და შიში, პოზიტიურ გრძნობებად აქცევს. ის ასევე ინსპარაციის და კრეატიულობის ქვაა, რომელიც სულიერად გაზრდაში დაგეხმარებათ. ჩაროიტი გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევაშიც შეგიწყობთ ხელს. ეს არის სწორად ხედვის ქვა, რომელიც თვითშეფასებას გაგიძლიერებთ. ის ცხოვრებაში შინაგან ძალასა და სიმამაცეს მოგიტანთ.

Charoite semi precous cabochon gemstone


სამკურნალო თვისებები


ჩაროიტი ლიტოთერაპევტების მიერ ზოგადად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება. თუ რაიმე სახის ავადმყოფობა ან ოპერაცია გადაიტანეთ ის თქვენს იმუნიტეტს სწრაფად აღდგენაში შეუწყობს ხელს. გარდა ამისა ჩაროიტი კარგია ღვიძლის პრობლემებისას, ალკოჰოლის ინტოკსიკაციის დროს, გულისა და თვალების დაავადებებისას და ასევე ნერვული პრობლემების დროს.

Charoite18x8