ცირკონი

ქიმიური ფორმულა - ZrSiO4

სიმკვრივე - 6.5 - 7.5 

zircon hero

დღესდღეობით ცირკონი საკმაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი მინერალია. ძალიან ხშირად ადამიანები ცირკონს, ხელოვნურ ბრილიანტში ურევენ, როდესაც ხელოვნური ბრილიანტი ლაბორატორიულადაა მიღებული, ხოლო ცირკონი, ნამდვილი, ბუნებრივი მინერალია.

rough zircons
ცირკონი საკმაოდ ბევრ ფერში გვხვდება, ამათგან გამჭირვალე ყველაზე ხშირი და იაფფასიანია. ყველაზე პოპულარული კი ცისფერი ცირკონია, რომლის ფერიც უმეტეს შემთხვევაში დაფერვითაა გაძლიერებული.
ცირკონი მსოფლიოს უძველესი მინერალია. მისი ფრაგმენტები 4.4 მილიარდ წელს ითვლის და ავსტრალიაშია აღმოჩენილი. მეცნიერების თქმით ცირკონი მთვარეზე ძველია, რომელიც 4 მილიარდი წლის წინ შეიქმნა. ცირკონს უმეტესად სამი კლასიფიკაცია აქვს. დაბალი, საშუალო და მაღალი, ამის მიხედვით ეცვლება მინერალს ფასები.

Zircon Sri Lanka Cambodia 1024x753
სად მოიპოვება?

შრი ლანკა ცირკონის ყველაზე ცნობილი მომწოდებელია. მისი ნახვა ასევე კამბოჯაში, ბრუმაში, ბრაზილიაში, კორეაში, მადაგასკარში, ნიგერიაში, ტანზანიაში, ტაილანდსა და ვიეტნამშია შესაძლებელი.

zircon34431j
თვისებები


ცისფერი ცირკონი ნეგატივის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ის მოგიტანთ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას. ცისფერი ცირკონი დედკემბრის თვის ქვად მიიჩნევა, მაგრამ მას იმდენად სუფთა ენერგია გააჩნია, რომ სხვა თვეში დაბადებული ადამიანებიც უპრობლემოდ ატარებენ. ცირკონის მთავარი ენერგია პოზიტივია, რაც მფლობელს უკეთ ცხოვრებასა და საკუთარი თავის გაცნობაში ეხმარება. ის ასევე კარგად მოქმედებს დერესიულ ადამიანებზე, ცირკონი მათ ცხოვრების სიყვარულს ასწავლის. ცირკონის ენერგეტიკა იცვლება მისი ფერის მიხედვით, მაგრამ ეს ცვლილება დიდად შესამჩნევი არაა, რადგანაც საერთოში ცირკონი ბედნიერების ქვაა. მაგალითად ცისფერ ცირკონს, ბედნიერებასთან ერთად, ადამიანისთვის გამძაფრებული კომუნიკაციის უნარი მოაქვს, მოყავისფრო ცირკონი უფრო ძლიერ დაცვაზეა მიმართული, თეთრი ცირკონი აძლიერებს ინტუიციას და სულიერებას.

Zircon 216660
სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ცირკონს ფარისებური ჯირკვლის სწორი მოქმედებისთვის იყენებენ. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. არეგულირებს ჰორმონალურ დარღვევებს. როგორც ენერგეტიკულად ასევე ფიზიკურად ის ორგანიზმს აჯანსაღებს ანახლებს და ენერგიით ავსებს.

512 zircon3161123