ცოიზიტი ლალით

ქიმიური ფორმულა - Ca2Al3(Sio4)3(OH)

სიმკვრივე - 6.5 - 7

Ruby Zoisite white background Edited20151202 15433 v51str 960x
ცოიზიტი ლალით, ორი მინერალის, ნატურალური კომბინაციაა. მას ასევე იცნობენ სახელით: "ანიოლიტი", სხვა სახელებია: "ლალი ცოიზიტში" და "ტანგნიკა არტსტოუნი". ცოიზიტი ლალით, პირველად ტანზანიაში აღმოაჩინეს, მისი აღმომჩენის სახელი ტომ ბლევინსია, რომელსაც ეგონა, რომ ლალის საბადო აღმოაჩინა, მაგრამ მოგვიანებით ცოიზიტის ჩანართების გამო მინერალს ორი ქვის სახელი დაერქვა. ცოიზიტის ფერი და სიმკვრივე შეიძლება განსხვავებული იყოს, როგორიცაა მუქი ან ღია მწვანე, ხოლო ლალი ღია ვარდისფრიდან მუქ წითლამდე მერყეობს.

2cb935a2dc693d67da3f90741caff7e5


სად მოიპოვება?


დღესდღეობით ტანზანია ლალიანი ცოიზიტის ერთადერთი მომწოდებელია.

37057

თვისებები


ლალიან ცოიზიტს მთელი ორგანიზმის ენერგიით შევსება შეუძლია. მას ძალადობის შემდეგ დარჩენილი მენტალური ტრავმის განკურნებისთვის იყენებენ. აძლიერებს ადამიანის მიზანმიმართულობასა და თვითშეასებას. გამოიყენება გულის ჩაკრაზე, რაც ადამიანის ცხოვრებაში სიხარულს და თბილ ემოციებს იზიდავს. მწვანე ცოიზიტი იღბალის ქვადაც მიიჩნევა. ამ ორი მინერალის ენერგია როგორც ცალცალკე, ასევე ერთად განსაკუთრებულ შენაერთს ქმნის, რაც კარგია ადამიანის აურისა და ემოციებისთვის. მისი დახმარებით შეგიძლიათ ოჯახური ურთიერთობების გამოსორება, სიყვარულის პოვნა და სხვადასხვა დამალული ნიჭის აღმოჩენა. მიიჩნევა, რომ ცოიზიტს განრისხებული და ეჭვიანი ადამიანის დამშვიდებაც შეუძლია. ის მოგგვრით სიმშვიდეს და შეგმატებთ ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიებს. ითვლება, რომ ცოიზიტი კრეატიულ ადამიანებზე კარგად მოქმედებს. ზოგადად ლალიანი ცოიზიტი სიყვარულის, სიხარულის და აყვავების ქვაა.

rubyzoisite11
სამკურნალო თვისებები


ფიზიკური კუთხით ლალიან ცოიზიტს გულის პრობლემების დროს იყენებენ. ასევე კარგია ჭარბი წონის დასარეგულირებლად, რადგანაც ამ ორი მინერალის ნაერთი აძლიერებს მეტაბოლიზმს და მომნელებელს სისტემას. კარგია ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად, ასევე სისხლისა და ლიმფის ცირკულაციისთვის.

ruby in zoisite hero