ჰემატიტი

ქიმიური ფორმულა - Fe2O3

სიმკვრივე - 5.5 - 6.5

ჰემამა
ჰემატიტი რკინის ოქსიდის მინერალია. ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მინერალია, რომელსაც რკინის ბზინვარება დაკრავს. მისი სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც თარგმანში სისხლს ნიშნავს. ძალიან ხშირად ამ მსგავსების გამო ჰემატიტს ჰელიოტროპში ურევენ. ჰელიოტროპი კი ქალცედონი-კვარცის წარმომადგენელი მინერალია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რკინის ოქსიდთან. გაუპრიალებელ, დაუმუშავებელ ჰემატიტს მოწითალო ფერი დაკრავს, რის გამოც ინდუსტრიალურ წარმოებაში მას ხშირად იყენებენ წითელ პიგმენტად. 

6161hematite

როდესაც ჰემატიტი კარგადაა გაპრიალებული მისი სიკაშკაშე ვერცხლისას წააგავს. ის მოვერცხლისფრო მოშავო ფერის გვხვდება. ხშირად ხდება, როდესაც ჰემატიტი სხვადასხვა მინერალებს ერევა,

მაგალითად იასპს

Hematite and Red Jasper 500

ვეფხვის თვალს

tiger iron palm stone 4 18887 p

და იშვიათად ჰელიოტროპსაც.

Heliotrope resized1
სად მოიპოვება?
მისი ნახვა საკმაოდ ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი. მაგრამ უმეტესად ბრაზილიიდან, ინგლისიდან და იტალიიდან მოგვეწოდება. ასევე მოიპოვება მაროკოში, აფრიკაში და აშშ-ში.

15977119 1250590588339759 3574237493816286130 n


თვისებები


ჰემატიტი ერთ-ერთი ყველზე ძლიერი დასამიწებელი, დასაბალანსებელი და დამცველი ქვაა. მას ადამიანისთვის ორგანიზებულობა და სიმშვიდე მოაქვს. დაგეხმარებათ სწრაფი, ლოგიკური აზრივნებისთვის. განსაკუთრებულად კარგია ფიზიკოსებისა და მათემატიკოსებისთვის, ზოგადად ადამიანებისთვის ვისაც ზუსტი აზროვნება და ფიქრი სჭირდებათ. ჰემატიტი შეგმატებთ სიმამაცეს, თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმს. კარგია მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. აძლიერებს კომუნიკაციისა და გადმოცემის უნარს. მოგცემთ გამძლეობასა და ნებისყოფას. გაგიძლიერებთ თვითშეფასების უნარს და თვითდაჯერებულობას. დაგეხმარებათ მიდრეკილებების დაძლევაში.

shshhshs


სამკურნალო თვისებები


ლიტოთერაპევტები ჰემატიტს ორგანიზმის გაგრილებისთვის იყენებენ. კარგია სისხლის მიმოქცევისა და აღდგენისთვის, ნერვული პრობლემებისას, სტრესისა და უძილობის დროს, მოტეხილობის სწრაფად შესახორცებლად, რადგანაც აღადგენს დაზიანებულ ქსოვილს. წარმოქმნის სისხლის წითელ უჯრედებს. კარგია ხერხემლისა და წელის ტკივილის დროს.

images 1