ამონიტი

ამონიტი

ქიმიური ფორმულა - (CaCO3)

სიმკვრივე (მოოსის სკალა) 3,5 - 4

ფერი - ყავისფერი ნაცრისფერი, ფერადი ჩანართებით

 

ამონიტი ჯავშანიანი, უხერხემლოთა კლასი თავფეხიანები მოლუსკი იყო, რომელსაც უმეტესად სპირალისებრი ფორმა ჰქონდა. ამონიტები დინოზავრების დროს ოკეანეებში ბინადრობდნენ, ამჟამად კი მათი ნახვა, ქვად ქცელული სახით არის შესაძლებელი, რომელთა ასაკიც დაახლოებით 250 - 400 მილიონი წელია. ამონიტი ორგანული მინერალების სიაში შედის.

ამონიტი

 

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშებისას, დისკად თავიდან გაქვავებულ ამონიტს იყენებდნენ. ინდოეთში ამონიტის ქვა ღმერთ ვიშნუსთან აიგივებენ და სხვადასხვა რიტუალებისთვის იყენებენ.

ამ მინერალის დასახელება ძველი ეგვიპტის ღმერთის "ამონის" სახელიდან მოდის, რომელიც ვერძის თავის ფორმით გამოისახებოდა, ამონიტი კი ფორმით მის რქებს წააგავს.

116200 004 C0B63072

 

ირლანდიაში მას გაქვავებულ გველებს, ხოლო გერმანიაში ოქროს ლოკოკინებს ეძახდნენ.

ამონიტების ტიპებს ყოველწლიურად ემატებათ ახალი სახეობები, დღესდღეისობით სამიათასზე მეტი სახეობის გაქვავებული ამონიტი არსებობს.

ამოიტის ფერები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალითაა ნიჟარა გაქვავებული, უმეტეს შემთხვევაში ეს მინერალები კალციტი ან ქალცედონია.

იშვიათად ამონიტის ნიჟარას პირიტი ავსებს, ამ შემთხვევაში ის ოქროსფერია.

5280213732 658ca3dd09 b

ყველაზე იშვიათი, ძვირადღირებული და ულამაზესი სახეობა ამოლიტია, რომელიც ამონიტის გაქვავებული აბჯრის ნარჩენებისგან შედგება. ის ხშირად ოპალში, ლაბრადორსა და სადაფში ერევათ, რადგანაც ძალიან კაშკაშა და ფერადი ქვაა. უმეტესად მომწვანო, მოცისფრო მოყვითალო და მოწითალო ფერებში გვხვდება. 1981 წელს ამოლიტის პოპულარობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ საერთაშორისო ძვირფასეულობის კონფედერაციამ (CIBJO) ის ფერადი ძვირფასი ქვების სიაში შეიტანა.

comment SDm4J4XOdikkzkXwwNizHSQmUgKeY70V

 

მოპოვების ადგილები

ამონიტის ნახვა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი, მაგრამ ამოლიტი მხოლოდ კანადაში - ალბერტაში მოიპოვება.

 

 

თვისებები

ამონიტი მეტაფიზიკურ შესაძლებლობესა და კრეატიულობას ააქტიურებს. ის ნეგატიური ენერგიის განდევნაში დაგეხმარებათ. აძლიერებს თვითგადარჩენის ინსტიქტს და ნებისყოფას. ამონიტის სახლში ქონის შემთხვევაში ის გაწმენდს გარემოს, მოიტანს ოჯახურ იდილიას, ჯანმრთელობას, მის წევრებს დაახლოვებს ერთმანეთთან, თავიდან ააცილებს კონფლიქტებს და განხეთქილებას.

მას ხშირად ძილის წინ თავთან იდებენ, რაც ადამიანს უძილობისას ეხმარება, ხოლო თუ მფლობელი ამონიტს სამუშაო ადგილას იქონიებს ის წარმატების მომტანი იქნება. მისი სპირალისებრი ფორმა განგრძობადობისა და ევოლუციის სიმბოლოა, რაც მფლობელში სიცოცხლის ენერგიას აძლიერებს.

ამოიტი კარგია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ხშირი შეხება აქვს წყალთან. ასევე კარგია ისტორიკოსებისთვის, გამომძიებლებისთვის, მეცნიერებისთვის, არქეოლოგებისთვის და ზოგადად ისეთი ადამიანებისთვის ვინც ცხოვრებაში მუდმივად რაღაცას ეძებს და შეისწავლის.

 

ჰოროსკოპი

ამონიტის გამოყენება კარგია ჰაერის და წყლის ნიშნებისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს ვერძებსა და თხის რქებზე. (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ასტროლოგს)

ამონიტი1

 

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების აზრით ამონიტი კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვისა და დღეგრძელობისთვის. ის მფლობელს განკურნავს უძილობისა და ღამის კოშმარებისგან. გააძლიერებს იმუნიტეტს, შეამცირებს მშობიარობის ტკივილებს, კარგია სისხლის დაავადებების მკურნალობისას, გამოიყენება მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად და უჯრედების რეგენერაციისთვის. ხშირად იყენებენ სუსტი ძვლების, თმების, კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ.

ესეც თქვენი გიგანტური ამონიტი. გაითვალისწინეთ რომ ეს არსება ოდესღაც ცოცხალი იყო...

732de2ce70e1aae1575c2fc128c5c8b9