ალექსანდიტი

alexround

ისტორია


ალექსანდრიტი პირველად რუსეთში ადრე 1800 წლებში აღმოაჩინეს. მას სახელი ალექსანდრ ნიკოლაევიჩის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის იმპერატორი ალექსანდრ II გახდა.

ალექსანდრიტის სახელის თემა საკმაოდ საკამათო საკითხს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრიტს რუსი იმპერატორის სახელი ჰქვია, ის ფრანგმა მინეროლოგმა, ნილს გუსტავ ნორდენსკიოლდმა აღმოაჩინა. პირველად მან ალექსანდრიტი, ზურმუხტად მიიჩნია, რადგანაც ის ზურმუხტის საბაოში იპოვა, რომელიც ურალის რეგიონში, ტოკოვაიას მდინარესთან მდებარეობს.

ლეგენდა ამბობს, რომ ალექსანდრიტი, მომავალი იმპერატორის დაბადების დღეზე აღმოაჩინეს, ამიტომაც დაერქვა მას ეს სახელი.


სად მოიპოვება?

emerald malysheva mining 246

რუსეთი წლების მანძილზე ალექსანდრიტის პირველი მომწოდებელი იყო. მაგრამ ურალის საბადოების მარაგი დიდი ხნის წინ ამოიწურა. 1987 წელს ალექსანდრიტი ბრაზილიაშიც იქნა აღმოჩენილი. ამის შემდეგ ის ბრუმაში, შრი-ლანკაში, ინდოეთსა და მადაგასკარშიც აღმოაჩინეს.


თვისებები

ალექსანდრიტს ახასიათებს ფერის ცვალებადობა, რაც მასში ქრომის ჩანართების გამო ხდება. სწორედ ყველაზე კაშკაშად მანათობელი ალექსანდრიტია განსაკუთრებად მოთხოვნადი. გარდა იმისა რომ ალექსანდრიტს აქვს უნარი შეიცვალოს ფერი, ის ასევე პოლეოხორიკული ქვაა, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ფერს იღებს. ამ მოვლენას „ალექსანდრიტის ეფექტსაც“ უწოდებენ რასაც აუცილებლად ითვალისწინებენ ქვის მოჭრისას. 

 ალექსანდრიტი ქრიზობერილის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა.

alexandrite121 e1415997966567


გამოიყენება მეექვსე ჩაკრაზე. ალექსანდრიტი აყვავებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ქვაა. ის აბალანსებს გონებასა და ემოციებს. მფლობელს სულიერ ზრდაში ეხმარება.
ალექსანდრიტი აზარტული მოთამაშეების უსაყვარლესი ქვაა, მათი თქმით ალექსანდრიტის ტარება მოგების შანსებს ზრდის.

syn alex 5588pt super nova 
ის მფლობელს ამშვიდებს, ამიტომაც კარგია ფეთქებადი ხასიათის ადამიანებისთვის.
ალექსანდრიტი რეაგირებს ამინდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვალებადობაზე. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და წმენდს მას. ასევე კარგია სისხლძარღვებისათვის. დადებითად მოქმედებს ელენთასა და პანკრეასზე.

DMS110300078 1024x1024

XIX საუკუნის ეზოთერიკები ალექსანდრიტს ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულების დასაბალანსებლად იყენებდნენ.

0d42d662772a09a86cb63b481e5f454e
ასევე მიაჩნდათ, რომ ის კრეატიულ შესაძლებლობებსა და წარმოსახვის უნარს აღვივებს. აგრეთვე შესაძლებელია გააძლიეროს ინტუიცია, რაც გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.