ავანტურინი

aventurine gem info large

 ავანტურინი კვარცის ნაირსახეობაა. ხშირ შემთხვევაში ის დაირთავს მეტალის კაშკაშა  ჩანართებს მათი ნახვა უმეტესად მუქ მწვანე ავანტურინებშია შესაძლებელი. 
 ავანტურინის ფერი ძირითადად ღია სალათისფერიდან მუქ მწვანემდე მერყეობს.

 თავდაპირველად ავანტურინი, მეთვრამეტე საუკუნეში ვენეციელმა შუშაზე მომუშავეებმა  შემთხვევით აღმოაჩინეს. სახელი ავანტურინი მოდის იტალიური სიტყვა „a ventura“-დან, რომელიც შემთხვევითობას ნიშნავს.

მიოტის ოჯახმა იტალიიდან, შექმნა ფერადი იტალიური შუშა, რომელიც ცნობილია როგორც „ოქროს ქვა“ მას ჩვენ „სიყვარულის ქვას“ ვეძახით. ის ხშირად ერევათ ავანტურინში. „ოქროს ქვაც“ შემთხვევით შეიქმნა, მაშინ როდესაც დამზადებისას სპილენძის ნაწილაკები შუშას შეერია.

 

სად მოიპოვება?

 

Aventurine Raw

ავანტურინის მოპოვება თითქმის მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებულადხარისხიანი ნიმუშები ბრაზილიაში, ჩილეში, ინდოეთში, ავსტრიაში, რუსეთსა და ტანზანიაშია შესაძლებელი.

 

თვისებები

 
ავანტურინი აყვავებისა და კეთილდღეობის ქვაა. ის თქვენში ლიდერობის გრძნობას აძლიერებს. გულგრილ ადამიანს უღვიძებს თანაგრძნობისა და სიბრალულის შეგრძნებებს. აღვივებს შეუპოვრობას, კრეატიულობასა და ინტუიციას, ასევე ამშვიდებს გადაღლილ გონებას. გეხმარებათ გამოუვალ სიტუაციებში მარტივად მიაგნოთ ალტერნატიულ გზებს. აწყნარებს გაბრაზებულ და გაღიზიანებულ ადამიანებს. მფლობელში „კარგად ყოფნის“ გრძნობას აღძრავს. მოქმედებს მეოთხე ჩაკრაზე (ანაჰატა). 
როგორც ნებისმიერი კვარცის ოჯახის წარმომადგენელი, ავანტურინიც გვიცავს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და დაბინძურებული გარემოსგან. ის მიიჩნევა ერთ-ერთ უძლიერეს იღბლისა და შესაძლებლობების ქვად. დადებითად მოქმედებს შემოსავალსა და ფინანსებზე. მისი ენერგია ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება, იქნება ეს გასაუბრება, ბიზნეს შეხვედრები, დაწინაურების შანსები თუ პირველი პაემანი. დაეხმარებათ სხვადასხვა პიროვნული ნაკლის გამოსწორებაში. ეს მინერალი აუმჯობესებს გონებისა და ორგანიზმის მუშაობას.

 

 

სამკურნალო თვისებები

 

აძლიერებს მკერდუკანა ჯირკვლის მოქმედებას და კარგია ნერვული სისტემისთვის. აბალანსებს სისხლის წნევას და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას. კარგია ალერგიების, კანის დაავადებებისა და თავის ტკივილისას. გამოიყენება თვალების დაავადებების დროს.
ის კურნავს ფილტვებს, გულს, კუნთოვან და შარდსასქესო სისტემას. კარგია მეტყველების პრობლემებისას. ეხმარება ადამიანს დეპრესიისა და ნერვოზის დროს.

 

ჯერ არ დაგვიმთავრებია!


შეიძლება არ გინახავთ და გსმენიათ, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფერის ავანტურინები. მინდა მათ შესახებაც გითხრათ საინტერესო ამბები:

 

თეთრი ავანტურინი

3940

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოიყენება მეშვიდე ჩაკრაზე. ითვლება გონების და სულის ქვად. მაღალი სტანდარტებისა და მორალების ქვადაც მიიჩნევენ. მისი დახმარებით აურიდან ნეგატიურ ენერგიას წმენდენ.

 

ცისფერი ავანტურინი

aventurine4ცისფერი ავანტურინი აერთიანებს ჰაერისა და წყლის ენერგიას. ის ნაზად რეზონირებს ჩვენს გონებასთან და გულთან. აქვს ძალიან მშვიდი და ნაზი ენერგეტიკა. ცისფერი ავანტურინი დისციპლინისა და შინაგანი სიძლიერის ქვაა. გეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ გადაუხვიოთ თქვენს მიერ არჩეულ გზას. გეხმარებათ გააკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება და დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები. ცისფერი ავანტურინი ასტიმულირებს მესამე თვალს და გამოიყენება მეხუთე ჩაკრაზე. გეხმარებათ კომუნიკაციის პრობლემებისას. ის არამხოლოდ სიძლიერის, არამედ მშვიდობის და იმედის ქვადაც მიიჩნევა. ცისფერ ავანტურინს უმეტესად მოიპოვებენ იტალიაში, ჩინეთში, ტიბეტში, ნეპალსა და რუსეთში.

 

სტაფილოსფერი ავანტურინი

1.093823PeachAventurine1

 მიიჩნევა იღბლისა და გამართლების ქვად. ადამიანის  ცხოვრებაში მოაქვს ახალი შესაძლებლობები. მას  „ჩურჩულის ქვას“ ეძახიან, რადგანაც ამ ქვის ენერგია  მფლობელს შინაგან ხმას უძლიერებს და ადამიანი ხდება  ნაკლებად პრეტენზიული და განკიცხვის მოყვარული.  სტაფილოსფერი ავანტურინი არის დამამშვიდებელი და  ამავდროულად ენერგიის მომმატებელი ქვა. გამოიყენება  მეორე, მესამე ჩაკრებზე.
 კარგია ადამიანებისთვის ვისაც თვითშეფასების  პრობლემები აქვს. სტაფილოსფერი ავანტურინით  მედიტირება თქვენში კრეატიულობასა და სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს.

 

წითელი ავანტურინი

aventurine red1

წითელი ავანტურინი არის მიწისა და ცეცხლის ქვა, რომელიც გეხმარებათ სიცოცხლის მომცემი ენერგიის გაღვიძებასა და მოდუნებული სხეულის გამოფხიზლებაში. ახდენს თქვენი ენერგიების კონცენტრირებას და გეხმარებათ დაწყებული საქმეების დამთავრებაში.
გიძლიერებთ ცხოვრებისუნარიანობას და სიფხიზლეს. აღვიძებს სექსუალურობას, კრეატიულობასა და თავდაჯერებულობას. წითელი ავანტურინი შესანიშნავი ქვაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში გარკვევა და გზის არჩევა სურთ.

 

 

 

იისფერი ავანტურინი

aventurine blue

როგორც სხვა ფერის ავანტურინებს, მასაც თქვენს ცხოვრებაში მოაქვს პერსპექტივები. ის დაგეხმარებათ ცუდი სიტუაციებიდან მიიღოთ კარგი შედეგები. აძლიერებს მოტივაციას, გაძლევთ საშუალებას, საკუთარ თავში დაინახოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, გააძლიეროთ თქვენი პოზიტიური ნაწილი და ცხოვრება ნათელ ფერებში აღიქვათ. მისი დახმარებით შეძლებთ თქვენი ცხოვრების ჭეშმარიტი გზის მიგნებას. არის ძლიერი დამცავი. განსაკუთრებით კარგია მუსიკოსებისთვის, რადგანაც მათში მუზას და ახალის შექმნის უნარს აძლიერებს.

 

 

კიდევ არსებობს ავანტურინის სხვადასხვა ფერები, მაგრამ მათ ცალკე არ განიხილავენ, ამ მთავარი 5-ი ფერის გრადაციად მიიჩნევენ.