აზურიტი

ქიმიური ფორმულა- Cu3(CO3) 2(OH)2

სიმკვრივე - 3.4 - 4

3e21697a02348231b1574ce91eb843ca

აზურიტს სახელი სპარსული სიტყვიდან (ლაჟვარდი) დაერქვა, რაც განსხვავებულ, კაშკაშა ლურჯ ფერს ნიშნავს. აზურიტი მალაქიტზე იშვიათ და უფრო ძვირადღირებულ ქვად მიიჩნევა, მიუხედავად ამისა მათ შეერთებებს ხშირად შევხვდებით, რომელსაც აზურ-მალაქიტი ქვია. აზურიტი საკმაოდ რბილი ქვაა, ამიტომაც სამკაულში მისი გამოყენება შედარებით შეზღუდულია. აზურიტი ხშირად ეშლებათ ლაზურიტში (ლაპის ლაზული). მაგრამ, ამ ორი ქვის გარჩევა მარტივად შეგიძლიათ, აზურიტს არ აქვს პირიტის და სპილენძის კაშკაშა ჩანართები. გარდა ამისა აზურიტის ლურჯი ფერის გამო ის სოდალიტსა და ლაზულიტშიც ხშირად ერევათ.

6116117191 e264ff7d2f b

აზურიტის პირველი საბადო საფრანგეთში იპოვეს. თავიდან მას იყენებდნენ როგორც ინდუსტრიალურ ქვას. შუა საუკუნეებში მისი მეშვეობით ქსოვილებსაც კი ღებავდნენ.

ძალიან ხშირად აზურიტის ნაცვლად ლინარიტის ნიმუშებს ყიდიან, რადგანაც ისინი ერთ ლოკაციაზე მოიპოვებიან და პრაქტიკულად ერთიდაიგივე შეფერილობა აქვთ, მაგრამ მარტივი ტესტების მეშვეობით მათი ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელია.

a3d8ae86fdc466bff0040f3c715804f1

სად მოიპოვება?

აზურიტის პოვნა საკმაოდ ბევრ ადგილას შეგიძლიათ, მაგრამ მათგან გამორჩეული მაინც არიზონა, ნიუმექსიკო, ნამიბია, კონგო, მაროკო, საფრანგეთი და ავსტრალიაა.

azurite33694c

თვისებები

ძველ ჩინეთში აზურიტს სამოთხის ქვას ეძახდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ აზურიტს ზეციური კარის გაღება შეეძლო. მაიას ტომები მას შთაგონებისა და მიზნების ქვად მიიჩნევდნენ. ბერძნები აზურიტს სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო ინდიელებისთვის აზურიტი, წინაპრებთან დასაკავშირებელ ქვად ითვლებოდა.
თანამედროვე ლიტოთერაპევტებში აზურიტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აქრობს დაძაბულობასა და გონებაგაფანტულობას.

Azurite mineral australia muntwyler 600

აძლირებს მფლობელის ინტუიტიურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს. მას იყენებენ სიზმრების გაუმჯობესებისა და მედიტაციისთვის. წმენდს ყელის ჩაკრას, ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ორატორებსა და მომღერლებში. აზურიტის მეშვეობით ადამიანს შეუძლია ემოციებისა და რეაქციების ბალანსის დაბრუნება. უბრალოდ დაიჭირეთ ქვა და თხოვეთ რომ შემაწუხებელი, ნეგატიური ენერგიები მოგაცილოთ. უმჯობესია აზურიტთან შეხება, რათა მისი ენერგეტიკა მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

Azurite Malachite 188417

 

ასერომ თუ აზურიტს გულსაკიდის ან სხვა სამკაულის სახით ატარებთ, ხშირად შეეხეთ მას.  აზურიტი წმინდა ძალებთან დასაკავშირებლად საუკეთესო ქვაა. დაიხმარეთ რელიგიური მუსიკა, მაგალითად ქართული ან ბუდისტური, თუნდაც ნებისმიერი სასულიერო მუსიკა, რომელიც თქვენზე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს. 

a3fb99ffcc57a5b5dc11f9074cbd4d1c

როგორც ვთქვით აზურიტი ასტიმულირებს გონებას და მის მუშაობას, ის გეხმარებათ თქვენი ცხოვრების სწორი გზა იპოვოთ და გაახლოვებთ საინტერესო ადამიანებთან.  გეხმარებათ სწავლაში და ახალი ტალანტების აღმოჩენაში. კარგია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. აზურიტი აძლიერებს კონცენტრაციას, ფოკუსირების უნარსა და მეხსიერებას. ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა გამოცდებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ინტერვიუებისა და პრეზენტაციებისთვის. ის დაგეხმარებათ ხანგრძლივი კარიერის აწყობაში.  კარგია იმ ადამიანებისთვის რომლებიც მომავალში ხელისუფლების დეპარტამენტებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში ან უნივერსიტეტში მუშაობას აპირებენ.

azurite32405d

სამკურნალო თვისებები

 მას ხშირად იყენებენ ხერხემლის, უფრო კონკრეტულად ხერხემლის მალების პრობლემებისას. ასევე კარგია ართრიტისა და ზოგადად სახსრების პრობლემებისას. გამოიყენება თირკმელების, ნაღვლის ბუშტის, ელენთის და ღვიძლის დაავადებებისას.  კარგია კბილებისთვისა და სუფთა კანისთვის. აზურიტი გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ხშირად გამოიყენებენ ტვინთან დაკავშერებული პრობლემებისას.

artists bisbee velvet beauty azurite bob johnston

აზურ-მალაქიტი

ეს ქვა წარმოადგენს დედამიწას, სიმშვიდეს, ბუნებას, ის არამხოლოდ ამ ორი ქვის დამოუკიდებელ ენერგიას, არამედ მათ გაერთიანებულ თვისებებსაც ატარებს. ის ამშვიდებს და კურნავს ადამიანს. მას ხშირად მესამე თვალის გასაწმენდად იყენებენ. აზურ-მალაქიტი ასუფთავებს ქვეცნობიერს, დალექილი უარყოფითი აზრებისგან.

azurite crystal 1