ამაზონიტი

ქიმიური ფორმულა - KAlSi3O8

სიმკვრივე - 6 - 6.5

caf2a26ce3708d160468d08150be1dfa

ამაზონიტი ასევე ცნობილია როგორც ამაზონის ქვა. ის ფელდსპარის ჯგუფის წარმომადგენელია. მას სამხრეთ ამერიკის  მდინარის „ამაზონის“ სახელი დაერქვა. ადრეამაზონიტი ნეფრიტის ქვაში ეშლებოდათ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ გეოლოგებმა ეს შეცდომა გამოასწორეს. 

51722de4

 სად მოიპოვება?

მისი მოპოვება შესაძლებელია რუსეთში, ა.შ.შ-ში (კოლორადო და ვირჯინია) ავსტრალიაში, მადაგასკარსა და ბრაზილიაში.

il 570xN.390443525 p6ck

 თვისებები

ამაზონიტს სიმართლისა და სიმამაცის ქვას  ეძახიან. ასევე კარგია ისეთი ადამიანებისთვის  რომლებსაც კომუნიკაციის პრობლემები აქვთ. თუ ენერგიული საქმიანობით ხართ  დაკავებული, ის არ მოგცემთ მოდუნების  საშუალებას. მფლობელის სიტყვებისა და საუბარის სიძლიერეს აღვივებს.

amazonite tumbled stones small 18 25mm 2

 

ის ამშვიდებს გონებასა და ნერვულ სისტემას  გადაღლილი დღის შემდეგ. ამაზონიტი  გეხმარებათ  პრობლემის ორი მხრიდან დანახვაში და  გაძლევთ საშუალებას  სხვადასხვა თემები მოწინააღმდეგე მხარის  პერსპექტივიდანაც დაინახოთ.
ამაზონიტი მოქმედებს მეხუთე ჩაკრაზე,  ამიტომაც ის თვითგამოხატვის,  კომუნიკაციის, კრეატიულობისა და  ინტელექტის ქვაა. ამაზონიტი მფლობელამდე  არ უშვებს ელექტრომაგნიტურ, უარყოფით  ენერგიას.

Amazonite Large 4f85efbf33e9f

ის გეხმარებათ ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და დალაგებაში. ამაზონიტი არის სიმშვიდის და სტაბილურობის მომტანი ქვა. ეს ქვა შეგიძლიათ აჩუქოთ ისეთ ადამიანს, რომელსაც გაუწონასწორებელი სიბრაზის პრობლემები აქვს.

Amazonite Amazonite Natural ChipsChunks Brazil 06

სამკურნალო თვისებები 

თუ ამაზონიტით მასაჟს ჩაიტარებთ, ის ვარიკოზულ გაგანიერებას შეგიმსუბუქებთ. ასევე კარგია თრომბის პროფილაქტიკისას. მას შეუძლია ნერვული გადაღლილობის მოხსნა. ამაზონიტს კარგი გავლენა აქვს ყელის ჩაკრაზე, ამიტომაც ლიტოთერაპევტები მას ენდოკრინოლოგიური პრობლემების დროსაც იყენებენ.
ასევე გამოიყენება სტრესის, უძილობის და დეპრესიის დროს. ამაზონიტით ჩატარებული მასაჟი ცელულიტის სწრაფად გაქრობაშიც დაგეხმარებათ. 

amazonite A