აქატი - ნაირსახეობები

x400 Lagunaაქატი ქალცედონის ნაირსახეობების ჯგუფის წარმომადგენელია. მისი სახელწოდება „Achetes River“-იდან (სილიციიდან) მოდის, სადაც ეს მინერალი პირველად იპოვეს. ონიქსი და სარდონიქსი აქატის ნაირსახეობაა. ონიქსი შავი და თეთრი ხაზების, ხოლო სარდონიქსი წითელისა და თეთრის მონაცვლეობით არის შექმნილი გარდა ამისა ეს ბუნების საოცრება თითქმის ყველა ფერში გვხვდება, უმეტესად ზოლებით. მას დედამიწის ცისარტყელასაც ეძახიან. აქატი ნეოლითის პერიოდის არტეფაქტებშიც კია ნაპოვნი. ასევე ცნობილია, რომ მის სამკურნალო თვისებებს საბერძნეთში და ეგვიპტეშიც იყენებდნენ.


აქატი საკმაოდ ახლოსაა ქართულ კულტურასთან. ის ჩვენს სამშობლოშიც მოიპოვება ცნობილია ათამდე აქატის სამრეწველო საბადო და გამოვლინება, განსაკუთრებით გამოირჩეულია ახალციხის საბადოები - თეძამი და ყაჩაღიანი.

გარდა ფერების ცვალებადობისა, აქატს აქვს გამორჩეული ნაირსახეობები, რომელთა ჩამონათვალი, ფოტოები და თვისებები მინდა გაგაცნოთ.

 

აქატი - ცისფერი
ცისფერი აქატი ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან. ადამიანს ეხმარება სიმართლის თქმაში. ის ერთერთი საუკეთესო ქვაა სტაბილურობის საპოვნელად. მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში სიხარული. გეხმარებათ კონცენტრირებაში. აძლიერებს ნებისყოფას. კურნავს ნრვულ სისტემასა და სითხის ცირკულაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

agate 15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 აქატი - ბოცვანის

გამოიყენება მეორე ჩკრაზე, კარგია ემოციური ბალანსისთვის, რეპროდუქციული ორგანოების დაავადებებისას და ორსულებისთვის. ასევე ლიტოთერაპევტები ამ ქვას სიმსივნური წარმონაქმნების ზრდის შესაჩერებლად იყენებენ.

 BW12302

 

ბოცვანური ვარდისფერი

გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე, ამშვიდებს ფეთქებად ადამიანს, აღვიძებს მასში ოპტიმიზმს, მეგობრულობას. ეხმარება ადამიანს გამოუვალ მდგომარეობებში. მფლობელს, ახალი ნაბიჯების გადადგმისა და დოგმების დაძლევის ბიძგს უძლიერებს.

il 570xN.442177151 3buz

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 აქატი ბოცვანური იასამნისფერი

გამოიყენება მეექვსე ჩაკრაზე. ეხმარება მფლობელს დაინახოს პრობლემატური საკითხები სხვა ადამიანის თვალით. ბავშვების ძლიერი დამცავია. ამძლავრებს კომუნიკაციის უნარს. იცავს ბავშვებს დაავადებებისგან და ეხმარება მათ მალე გამოჯანმრთელდნენ. განსაკუთრებულად კარგია მოზარდებისთვის, რადგანაც ამ ქვის დახმარებით, ისინი ადვილად მოახერხებენ დამალული ნიჭის და სწორი მისწრაფებების აღმოჩენას.

FD 2 Botswana agate

 

აქატი ბრაზილიური გვირგვინისებრი
გამოიყნება პირველ ჩაკრაზე, დამიწებისა და ჯანმრთელობისათვის. აბალანსებს ტვინის ნახევარსფეროების მმუშაობას. მფლობელს აწმყოს სრულ გააზრებასა და მიზნებზე კონცენტრირებაში ეხმარება.

75e0f41e62ed04b8c47cf7e8c2ef41c2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხის აქატი

გამოიყენება პირვლ და მეოთხე ჩაკრაზე. მფლობელს უძლიერებს ბუნებასთან კომუნიკაციის უნარს. ამიწებს დაბნეულ ადამიანს. აღვივებს ინტუიციასა და ინტელექტის ზრდას.

dendritic agate stones 1385719

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დრაკონის თვალი აქატი

გამოიყენება პირველ ან მეორე ჩაკრაზე. ადამიანში აძლიერებს ცეცხლის სტიქიას. მფლობელს აძლევს ენერგიას და ახლის ქმნის სურვილს.

be129004a53d9122f645c1bcf0df022c

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცეცხლოვანი აქატი

გამოიყენება პირველ და მეორე ჩაკრაზე, სხვადასხვა შემთხვევებში მესამეზეც. აძლიერებს ნებისყოფასა და სიცოცხლისუნარიანობას. მფლობელის ცხოვრებაში მოაქვს სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობები.

fireagates

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლეოპარდის აქატი

გამოიყნება პირველ და მეორე ჩაკრაზე. ეხმარება ადამიანს დაუბრუნდეს ფესვებს და აითვისოს ადათ-წესები. აძლიერებს გამბედაობას.

jasperleopardskin

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხავსიანი აქატი
გამოიყენება პირველ და მეოთხე ჩაკრაზე. მფლობელს ეხმარება ბუნებასთან კონტატში. მისი ენერგეტიკა წააგავს ხის აქატისას, მაგრამ არის განსხვავებებიც. არბილებს და ამშვიდებს გაუწონასწორებელ ადამიანებს. ხშირად იყენებენ ინტუიციისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

agata musgosa

 

შივას თვალი აქატი
გამოიყენება მეექვსე ჩაკრაზე. მფლობელები ამ ქვას ხშირად მიმართავენ ლოცვის ან მედიტაციის გასაძლიერებლად. ასევე კარმული ბლოკების მოსახსნელად, ინტუიციისა და წინასწარმეტყველური ნიჭის გასაღრმავებლად.

fdabe9b8d23abb3fa0ba4c7ad7cb6541

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტურიტელა აქატი

გამოიყენება პირველ და მეორე ჩაკრაზე. აღვივებს კრეატიულობას. ავიწყებს წარსულის დარდს. მფლობელს აარიდებს არასასურველ ენერგიებს და დაეხმარება დარჩეს დამიწებული ძლიერი ცვლილებების დროს.

tur4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაქმანებიანი აქატი

გამოიყენება პირველ ჩაკრაზე. მას ასევე „სიცილის ქვას“ ან „ბედნიერ მაქმანს“ უწოდებენ. ასოცირდება მზიან, მექსიკურ ფესტივალებთან და ცეკვასთან. პატრონისთვის სიხარული და ცხოვრებისეული სიამოვნება მოაქვს.

lacey1280