ამეთვისტო

ქიმიური ფორმულა - SiO2

სიმკვრივე - 7

amethyst cushion 400 1

ამეთვისტო კვარცის ოჯახიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მინერალია, რომელიც მსხვილკრისტალურ განშტოებას მიეკუთვნება. მის ულამაზეს იისფერს კი ალუმინისა და რკინის მინარევებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთა გარეშეც ამეთვისტო უბრალოდ გამჭირვალე ქვა იქნებოდა. ამეთვისტო ციტრინის იისფერი ნათესავია. მათ შორის ერთადერთი განსხვავება რკინის მინარევების რაოდენობაა. 

vintage amethyst earrings 7

ამეთვისტო 470-750O -მდე გაცხელებისას იცვლის ფერს და ციტრინს ემსგავსება. იისფერი ერთ-ერთი სამეფო ფერია, ამიტომაც ძველად ამეთვისტოს ძალისა და შესაძლებლობების ქვად მიიჩნევდნენ. ამ ულამაზეს ქვას ეგვიპტისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო სამკაულზეც ნახავთ, ასევე ისტორიკოსების წმუნებით ის ეკატერინე II-ს უსაყვარლესი ქვა იყო.
ქრისტიანულ რელიგიაში მას „ეპისკოპოსების ქვას“ უწოდებენ. ბერძნულად, სიტყვა "amethystos" ფხიზელს ნიშნავს. მას ხშირად დათრობისა და მოწამვლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ. დღევანდელ დღემდე, ამეთვისტო სიფხიზლის ქვად მიიჩნევა. 

გაგიკვირდებათ და ამეთვისტოს რამდენიმე ვარიაცია აქვს, ომელთა შესახებ, შეიძლება არც არაფერი გსმენიათ, ესენია:

ბრანდბერგის ამეთვისტო

Amethyst namibia 41g E

 ჩევრონი

amethyst spheres bbl 221 2

ინდური ამეთვისტო

black indian amethyst 2 3332 p

 წითელ-გადაფარებული ამეთვისტო

EB0614QARED4F 650x650

ტუნდერ-ბეის ამეთვისტო

800 600 FFFFFF 17230846394dc6eb80eec94

ურუგვაის ამეთვისტო

c4c092d041e5d11a8e73340a7486aa4b

ვერა-კრუზის ამეთვისტო

Vera Cruz Amethyst Mindat

სად მოიპოვება?

დღესდღეობით ყველაზე დიდი ამეთვისტოს საბადოები ბრაზილიაში მდებაეობს. მას ასევე მოიპოვებენ: ბოლივია, კანადა, მექსიკა, მადაგასკარი, ბრუმა, ნამიბია, უსეთი, შრილანკა, ა.შ.შ (არიზონა) ურუგვაისა და ზამიბიაში.

 amethyst large info

თვისებები

ეს ქვა გეხმარებათ დამოკიდებულებებისგან განთავისუფლებაში. თუ ეწევით, სვავთ, ვერ ეშვებით გემრიელ ტორტებს ან თუნდაც ნარკოტიკებზე ხართ დამოკიდებული, ეს ქვა თქვენთვისაა. ამეთვისტო აჯნას (მეექვსე ჩაკრა) ქვაა. მისი საძინებელში დადება მშვიდ ძილსა და კარგ სიზმრებს მოგცემთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ქვით ისარგებლოს, რადგანაც ის საკმაოდ ძლიერი დამცავია.

Amethyst min

როგორც უკვე აღვნიშნე ამეთვისტო კვარცის სახეობაა და როგორც ყველა კვარცს, მასაც უძლიერესი ვიბრაცია გააჩნია. ის ყველა სხვა კრისტალზე მეტად დაამშვიდებს თქვენს გონებას. ამეთვისტოს ტარება არ დაგღლით, ის არ არის ქვა რომელიც მძიმე სატარებელია. 

ის წმენდს ჩვენს აურას. როგორც წესი ამეთვისტო თებერვლისა და იანვრის ქვად მიიჩნევა, მაგრამ მისი ტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ის ცუდათ უბრალოდ ვერ იმოქმედებს. ამეთვისტო აწყნარებს თქვენს ემოციებს, გეხმარებათ მშვიდ ძილში, გიძლიერებთ ინტუიციას. კარგია მედიტაციის დროს, რადგან კონცენტრაციისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა. 

amethyst02a

ის იცავს თქვენს შინაგან ძალას და გიხსნით ახალ შესაძლებლობებს. როგოც ნებისმიერი კვარცის ოჯახის წარმომადგენელი, ამეთვისტოც გიცავთ ელექტრომაგნიტუი გამოსხივებისგან.  მისი საშუალებით შეგიძლიათ დაძლიოთ დეპრესია და გაიძლიეროთ მოტივაცია.
თუ გაქვთ მეხსიერების პრობლემები, ეს ლამაზი ქვა მათ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

14902840630 0f4946eda3 z

სამკურნალო თვისებები

აძლიერებს მეტაბოლიზმსა და იმუნურ სისტემას. მოგიხსნით თავის ტკივილს და განკურნავს შაკიკს. როგორც უკვე ვთქვით კარგია დამოკიდებულებების მოსაშოებლად. გაგიძლიერებთ ენდოკრინულ სისტემას. აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნას და მის მიმოქცევას.
კარგია მეტყველების პრობლემებისას. 

tmp650307681705263105

ამეთვისტოს შეძენა არ გაგიჭირდებათ, ის საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება და იშვიათად აყალბებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად მინახავს იისფრად დაფერილი შუშები, რომლებიც ამეთვისტოს სახელით იყიდება. ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება, როდესაც დაწახნაგებული, სუფთა ამეთვისტოს შეძენა გსურთ, რომლის ფასიც გაცილებით დიდია. არ არის აუცილებელი ამეთვისტო იყოს კაშკაშა იისფერი, რათა მისი ენერგია დაგეხმაროთ.

dscn5034