ბერილი
- Details
- Created on Wednesday, 06 July 2016 12:53
ბერილი მინერალების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს.
მასში საკმაოდ ბევრი ქვაა გაერთიანებული. გამჭირვალე ბერილის ჯიშის მიმნერალებს „ძვირფასი ბერილის ჯგუფს“ ეძახიან, მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ზურმუხტია, მის შემდეგ ცისფერი აკვამარინი მოდის.
სად მოიპოვება?
ბერილს უმეტესად ბრაზილიაში მოიპოვებენ, იქაური ნიმუშები უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
მათი მოპოვება ასევე შესაძლებელია მადაგასკარზე, ნამიბიაში, შრი-ლანკაში, ნიგერიასა და ზიმბაბვეში.
ნაირსახეობები
ბერილი, როგორც კვარცი, მრავალ ფერში გვხვდება.
ჰელიოდორს მომწვანო-მოყვითალო ან ოქროსფერ ბერილს ეძახიან, რომელიც ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
მოვარდისფრო-მოიისფრო ბერილი მორგანიტის სახელითაა ცნობილი.
გოშენიტი გამჭირვალე ბერილია
ბიქსიბიტი ყველაზე იშვიათი და ძვირი ბერილის წითელი სახეობაა.
ზურმუხტი მწვანე
ხოლო აკვამარინი ცისფერი ბერილია.
პეზოტაიტი ბერილის მოვარდისფრო სახეობად მიიჩნევა, მაგრამ ადრე ის განცალკევებულ ქვად იყო აღიარებული. ახლანდელმა კვლევებმა დაადგინეს, რომ პეზოტაიტს თითქმის ყველაფრით ბერილის იდენტურია, ამიტომაც საბოლოოდ მიაკუთვნეს ამ ჯგუფს.