კალციტი

calcite gemკალციტი სხვა მინერალებთან შედარებით რბილი, მყიფე და ადვილად მტვრევადია, ამიტომაც მას შემგროვებლების ქვას უწოდებენ, მისი უმეტესი ნაირსახეობის სამკაულში გამოყენება ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა კალციტს მაინც გამოიყენებენ საყურეებსა და გულსაკიდებში.


მას ინდუსტრიალური მიზნებისათვისაც იყენებენ. კალციტის მეშვეობით ამზადებენ შუშას, რეზინს და კარგია ცემენტაციისთვის. ასევე გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების შესაქმნელად, როგორიცაა: საღებავები, სასუქები და ცარცი.

სად მოიპოვება?

კალციტის ნახვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლიათ, მაგრამ ყველაზე დიდი საბადო მექსიკასა და ა.შ.შ-ში (კანზასი) მდებარეობს. ასევე მას მოიპოვებენ ოკლაჰომაში, ნიუ-ჯერსი, ნიუ იორკი, ტენესი, ტექსასსა და მისურის შტატებში, ისლანდია, აფრიკა, გერმანია და ჩეხეთიც კალციტის დიდი მომწოდებლები არიან.

თვისებები

კალციტი აძლიერებს თქვენს ენერგიას. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ქვაა სხვადასხვა დაავადებების განკურნებისთვის. თუ ხართ მოსწავლე, სტუდენტი ან ადამიანი რომელსაც საქმეზე კონცენტრირება სჭირდება, ეს ქვა თქვენთვისაა. კალციტი არის დამცავი, დამმიწებელი ქვა. გეხმარებათ შინაგანი სიმშვიდისა და ბალანსის პოვნაში. კარგია კრეატიულობისა და წარმოსახვის გასაძლიერებლად. კალციტი თქვენს ცხოვრებაში მოიტანს ფინანსებსა და შესაძლებლობებს. გაგიძლიერებთ ინტუიციას. მას სულიერ და ბრძენ ქვასაც ეძახიან. კალციტი ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა სტრესის მოსახსნელად. ის გაცილებთ ნეგატიურ ენერგიას და გეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში. კალციტი უმეტესად გვხვდება გამჭირვალე, ასევე არის თეთრი, ყვითელი, სტაფილოსფერი, მწვანე, წითელი, ცისფერი და ა.შ. მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ მისი თვისებები და ნაირსახეობები. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთხსენებული თვისებები ესადაგება ნებისმიერი სახეობის კალციტს.

კალციტი აკვა

aqua calcite by mystikka

გამოიყენება მეხუთე ჩაკრაზე, გვეხმარებ კომუნიკაციის პრობლემებისას. იმ შემთხვევაში თუ ხართ გატაცებული ისტორიით და სწავლობთ უძველეს კულტურებს, მაშინ ეს ქვა თქვენთვისაა.

 

ცისფერი კალციტი

blue calcite gemstone dome shape carvings

ასევე გამოიუენება მეხუთე ჩაკრაში, ამშვიდებს გაბრაზებულ ადამიანს, აძლიერებს ძვლებს, ხსნის სხვადასხვა ორგანოების ანთებებსა და ტკივინლებს, ასევე კარგია გაციებისას. ადამიანს უღვივებს სიმშვიდისა და ბალანსის გრძნობას, ამძლიერებს სიხარულის აღქმას.

გამჭირვალე კალციტი

iceland spar hero

გამოიყენება მეშვიდე ჩაკრაზე. კარგია მედიტაციისა და ვიზუალიზაციის გასაძლიერებლად. თუ გაქვთ ძილის პრობლემები გამჭირვალე კალციტი მის დაძლევაში დაგეხმარებათ. ის გაწმენდს თქვენს აურას, მოგიხსნით თავის ტკივილს, განტვირთავს ნეგატიურ აურას, გაგიძლიერებთ წინასწარმეტყველურ ნიჭს, მოტივაციას, მახსოვრობასა და იმუნურ სისტებას. მოგაცილებთ სიზარმაცეს, დაძაბულობასა და სტრესს.

კობალტოანი კალციტი

60c59b0be1880fef76819f5b4d47de14
გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე (ანაჰატა) განკურნავს თქვენს ემოციურ სხეულს, თავს იგრძნობთ მშვიდად და დაცულად. გაგიძლიერებთ თანაგრძნობის უნარს.

კალციტი ზურმუხტისეული

calcite emerald

გამოიყენება მესამე და მეოთხე ჩაკრაზე. აგიმაღლებთ თვითშეფასებას და საკუთარი თავის სყვარულს. კარგია დამიწებისა და დაცისთვის. გარშემო მყოფ ნეგატიურ ენერგიას არ მისცემს საშუალებას თქვენამდე მოაღწიოს.

კალციტი ოქროსფერი

Golden Calcite

გამოიყენება მეორე და მესამე ჩაკრაზე. გაგიძლიერებთ თვითდაჯერებულობას. დაგეხმარებათ თავის წარმოჩენაში, რათა სხვებმა თქვენი სრული პოტენციალი დაინახონ. მოგიხსნით მომნელებელი სისტემების პრობლემებს. თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს სიხარულს, ფინანსებსა და შესაძლებლობებს.

კალციტი მწვანე

il 570xN.207868730
გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე. გაგიღვივებთ სიცოცხლისუნარიანობას, მოგაცილებთ დაავადებებს და თავიდან აგარიდებთ ავადმყოფობებს. კარგია სახსრების ტკივილის შსამსუბუქებლად. ლიტოთერაპევტები მას ხშირად გამოიყენებენ ზედმეტად ეჭვიანი ადამიანებისთვის. გეხმარებათ უფრო პოზიტიურად შეხედოთ სამყაროს და გაახლოვებთ ბუნებასთან.

კალციტი თაფლის/ყვითელი

Yellow Calcite Smoothie image 4 63250

გამოიყენება მეორე და მსამე ჩაკრაზე. თქვენს ორგანიზმში შემოაქვს მზის ენერგია, გიღვივებთ თბილ და რბილ გრძნობებს. კარგია მდიტაციის გასაძლიერებლად.

მარიპოსა კალციტი

EB0112CMAR5C

გამოიყენება მეორე ჩაკრაზე. კარგია კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარის გასაძლიერებლად. ადამიანის ცხოვრებაში შემოაქვს სიხარული და სიყვარული.

სტაფილოსფერი კალციტი

Orange Calcite 2.4

გამოიყენება მეორე ჩაკრაზე, წმენდს ფიზიკურ სხეულს. გეხმარებათ დეპრესიის გადატანაში, კურნავს რეპროდუქტიულ სისტემას. მოგიხსნით შიშებს, ფსიქიკურ აშლილობას, სუიციდურ აზრებს. თავიდან აგაცილებთ უბედურ შემთხვევებს. კარგია ფობიების დასაძლევად. აბალანსებს სექსუალურ ენერგიებს. გარემოს წმენდს ნეგატიური ენერგიებისგან, აძლირებს სიცოცხლისუნარიანობას, ინტუიციას, მოტივაციას, იმუნიტეტს. კარგია კანის პრობლემების დროს.

ვარდისფერი კალციტი

pink calcite by mystikka
გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე. არბილებს და ამშვიდებს ფეთქებად ხასიათს. აძლიერებს მადლიერების გრძნობას. მფლობელს ეხმარება ბავშვობის ტრავმის გადატანაში.

წითელი კალციტი

876

გამოიყენება პირველ ჩაკრაზე. კარგია სისხლის გასაწმენდად და ორგანოების დეტოქსიკაციისთვის. გეხმარებათ კუნთების ტრამვის შემსუბუქებაში. თქვენში აძლიერებთ ცეცხლის ელემენტს.