ჰელიოტროპი

ჰელიოტროპი ქალცედონის ნახევრად გამჭირვალე ნაირსახეობაა.

მას აქვს მუქი მწვანე ფერი, უმეტესად წითელი წიწკლებით.

ჰელიოტროპს ხშირად „სისხლის ქვას“ ან „სისხლიან იასპს“ უწოდებენ.

bloodstone extra

 

იგი მარტის თვეში დაბადებული ადამიანების ერთ-ერთ ქვად მიიჩნევა.

ქრისტიანულ რელიგიას ჰელიოტროპის გამოყენების დიდი ისტორია აქვს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრად ძვირფასი ქვა, რომელიც არაერთხელაა ნახსენები წმინდა წერილებში.

არსებობს ლეგენდა, რომ ჰელიოტროპი ჯვარცმისას, იესო ქრისტეს სისხლისგან არის შექმნილი.

ძველ დროში ჰელიოტროპს „წამებულის ქვასაც“ ეძახდნენ.

 

 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰელიოტროპი, პარიზში, ლუვრის მუზეუმში ინახება, მას გერმანიის იმპერატორის, რუდოლფ II-ის სამეფო ბეჭდის სახე აქვს.

8f0e26d1e755524db1d8a9c7a9291188

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 სად მოიპოვება?

ჰელიოტროპის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ინდოეთი, მადაგასკარი, კალიფორნია (ა.შ.შ), ავსტრალია, გერმანია, ბრაზილია და ჩინეთი.

 Dragonstone mine

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 თვისებები

 

ანტიკურ სამყაროში ჰელიოტროპი მიიჩნეოდა დედამიწისა და სიცოცხლის ქვად. მას ხშირად მზის ქვასაც ეძახდნენ, მოგვიანებით ქრისტეს ქვას.

ჰელიოტროპი სიძლიერის, სიცოცხლისუნარიანობის, დაბადების, ჟინის, და სიმამაცის ენერგიას ატარებს.

არის უძლიერესი დამცავი ქვა და ადამიანს ეხმარება პიროვნულ ზრდაში.

rough cut bloodstones

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბერძნულად ჰელიოსი - მზეს, ხოლო ტრეპეინ - მიზიდვას ნიშნავს, მას სახელი ლეგენდის მიხედვით დაერქვა: თუ ჰელიოტროპს მზის შუქე დავდებთ მისი ანარეკლი ჩამავალი მზის ფერი გახდება.

ჰელიოტროპის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ მესოპოტამიაში იცოდნენ. მას სისხლის პრობლემებისა და დეტოქსიკაციისთვის იყენებდნენ.

d68d94392b6d629286a7732be0c7fff3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბევრ კულტურაში ჰელიოტროპს ათავსებდნენ ცივ წყალში, შემდეგ ადებდნენ დაავადებულ ადამიანს სხეულზე, რათა შეეჩერებინათ სისხლდენა ან განეკურნათ დაავადება ინფექციისგან. ამ ეფექტის გამო ჰელიოტროპი მებრძოლებისა და მეომრების უსაყვარლესი ქვა იყო. აგრეთვე, ის დამცავ და სიმამაცის ქვადაც ითვლებოდა.

მიწის, ჰელიოტროპის ფხვნილისა და თაფლის ნაზავი სიმსივნეების, სისხლჩაქცევებისა და შხამიანი ნაკბენების (გველი, სხვადასხვა მწერი) განსაკურნად გამოიყენებოდა.

იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჰელიოტროპის ყურება თვალის დაავადებებისგან იცავს.

dragonbloodG1 02

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მას მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ ინახავდნენ, მიიჩნევა, რომ ჰელიოტროპს მისი მეპატრონის ცხოვრებაში პატივისცემა, წარმატება, სახელი და სიმდიდრე მოაქვს. ის მფლობელს თვალთმაქცობისა და მოტყუებისგან იცავს.

ადამიანს ეხმარება მტრების დამარცხებაში.
 
გამოიყენება პირველ, ფუძის ჩაკრაზე (მულადჰარა).

ნეგატიურ ენერგიას გარდაქმნის პოზიტიურად.

აძლიერებს იმუნურ სისტემას.