გიშერი

მიუხედავად იმისა, რომ გიშერი ქვების სიაში შედის, ის არაა მინერალი.

გიშერი ქვად გადაქცეული (გაქვავებული) ხეა, (ნამარხი ნახშირი).

გიშერი ორგანული წარმოშობის ნახევრად ძვირფასი ქვაა.

“სახელწოდება გიშერი ქართულია; ჩვეულებრივ გაგატს უწოდებენ. პლინიუს უფროსის ცნობით .გაგატი-ქვა ჰქვია მცირე აზიაში ლუკიაში არსებული ქალაქის მდინარის მიხედვით. ქართულ ენაზე გიშრის მეორე სახელწოდებაა სატი.“ -Geoastro.ge

31eda2b7f84b7fae295ce472c8c43a89გიშერი განსაკუთრებულად პოპულარული დედოფალ ვიქტორიას დროს იყო. ის იორკშირში მოპოვებულ გიშერს ატარებდა, როგორც სამგლოვიარო ნიშანს, პრინც ალბერტის გარდაცვალების შემდეგ.

საკმაოდ  რბილი ქვაა, მისი სიმკრვივე 2.5 დან 4 მდე მერყეობს.

სად მოიპოვება?

გიშერს დაახლოებით 180 წლისწინ ინგლისში მოიპოვებდნენ,მანამდერომშიც საკმაოდ პოპულარული იყო.

დღესდღეისობით გიშრის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი შოტლანდიაა.

გიშერის სიუხვით საქართველოც გამოირჩევა. საქართველოში  ყველაზე ცნობილი საბადოებია ყაზბეგის რაიონში, ზემო სვანეთში და შოდას მთაზე.

არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანაში გიშრიდან მძივების დამზადებას უკვე მასობრივი ხასიათი ჰქონია. ქართული გიშერი და გიშრის ნაწარმი საექსპორტო საგანი იყო და საქართველოდან შორს გადიოდა უკვე ანტიკურ ხანაში. გიშერი გამორჩეულად უყვარდა მუდამ ქართველ ხალხს და საუკუნეთა განმავლობაში ეს სიყვარული არ დაკარგულა. გიშრის კეთილშობილური ელვარება მშვენივრად ესადაგებოდა ქართველი ქალის დახვეწილ გემოვნებას, მის სადა, უპრეტენზიო ჩაცმულობასა და სამკაულს. “ –Dzeglebi.ge

2016 Time limited Special Offer Round brilliant shape Charming Round 10mm font b Jet b font 

თვისებები

გიშერს გამწმენდი ენერგია აქვს. მის ვიბრაციას ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდე და სისუფთავე მოაქვს.

მას ოდითგანვე ავისა და თვალისგან დასაცავად იყენებენ. ასევე საკმაოდ ძლიერია ენერგეტიკული ვამპირების წინააღმდეგ.

გიშერს ფინანსურ საკითხებში სტაბილურობა მოაქვს.

მას უმეტესად გულსაკიდის სახით ატარებენ (ვერცხლში).

როდესაც მფლობელი გიშერს ატარებს, ის წმენდს ადამიანს და უარყოფით ენერგიას თავის თავზე იღებს, ამიტომაც აუცილებელია მისი გაწმენდა.

ადამიანებს დაავადებებისა და ძალადობისგან იცავს. როდესაც მისი მფლობელი შიშს განიცდის ის მას ამშვიდებს.

jet

ბევრი მკურნალი მას დეპრესიისა და  შიშების მოსარჩენად იყენებს.

თუ გიშერთან ერთად იმუშავებთ, თქვენ უფრო მარტივად შეცვლით თქვენი ცხოვრების არასასურველ ასპექტებს.

ტრადიციულად მას ტკივილების გასაყუჩებლად, ეპილეფსიის, შაკიკის, სიცხის,  სისხლძარღვების, გულის, უშვილობის, სიმსივნეების, ღვიძლის, თირკმელების და ჯირკვლების პრობლემების სამკურნალოდ იყენებდნენ.

ეს პრაქტიკა ლიტოთერაპევტებში დღემდე ვრცელდება.

გიშერი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან (მულადჰარა).