ვარდისფერი კვარცი

ვარდისფერი კვარცი, კვარცის ოჯახის წევრია. მისი ფერი მერყეობს ძალიან ღია, თითქმის თეთრიდან კაშკაშა ვარდისფრამდე. ასევე გვხვდება შედარებით გამჭირვალე და დაბურული ვარდისფერი კვარცი. 

rose quartz gem 278995a

სად მოიპოვება? 

ვარდისფერი კვარცის ყველაზე დიდი საბადოები ბრაზილიაში მდებარეობს. ბრაზილიური ვარდისფერი კვარცი უმეტესად ნაზი ვარდისფერი ფერის მქონეა. ის ასევე გვხვდება მადაგასკარზე, აქაური ვარდისფერი კვარცი უფრო გამჭირვალე და სუფთაა. მისი პოვნა ასევე ინდოეთში, გერმანიასა და ამერიკაშია შესაძლებელი. 

img 9289 8fc921e6 935a 4a1c ab9e fe1626c0e9ce large

ვარდისფერი კვარცის შესახებ ისტორია სავსეა ლეგენდებით რადგაცან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ქვაა,  მას ადამიანების ცხოვრებაში ნაზი გრძნობები და სიყვარული შემოაქვს. თუ ნაპოვნი გვყავთ მეორე ნახევარი, ეს მინერალი მასთან ურთიერთობას გაამყარებს. ხოლო, თუ სიყვარულს ჯერ კიდევ ეძებთ, ვარდისფერი კვარცი მის პოვნაში დაგეხმარებათ.

quartz madagascar rose quartz bracelet natural
ეს ძალიან ადვილი ქვაა სატარებლად. პრაქტიკულად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა აქვს, შეუძლია ვარდისფერი კვარცი თილისმისა და სამკაულის სახით ატაროს. 

rose quartz tumbled stone
ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, რომ ვარდისფერ კვარცს იყენებენ, როგორც საუკეთესო გამფილტრავს. მაგალითად, ის შეგიძლიათ მოათავსოთ წყლის გამანაწილებელში, ან ჭურჭელში საიდანაც წყალს სვამთ. ამგვარად, ის დაიმუხტება და გასუფთავდება არასასურველი მინარევებისაგან. 

reg221
იმ შემთხვევაში, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ ან თქვენს საცხოვრებელში დიდი რაოდენობის ელექტროგაყვანილობა და ტექნიკაა, ვარდისფერი კვარცი დაგეხმარებათ, გაწმინდოთ აურა და ცხოვრებაში სიმშვიდე დაიბრუნოთ. 
ვარდისფერი კვარცი ხშირად გამოიყენება კომპიუტერის გამოსხივების შესამცირებლად. შეგიძლიათ, ეს ქვა ლეპტოპთან ან პერსონალურ კომპიუტერთან დადოთ და დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ დასხივება თქვენამდე ვერ მოაღწევს.
rose quartz 1
უმჯობესია, ვარდისფერი კვარცი გულსაკიდის სახით ატაროთ. ეს ქვა ძალიან დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, გულთან დაკიდებული ვარდისფერი კვარცი ემოციურ სტაბილურობასა და ჰარმონიასაც განაპირობებს.
RoseQuartzJB551
ეს ქვა კარგია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. ის ამშვიდებს და აწყნარებს მათ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენს შვილს ჯიბეში ვარდისფერი კვარცის ნატეხს ჩაუდებთ ან სამკაულის სახით გაუკეთებთ.

ზოგადად, ვარდისფერი კვარცის სახლში ქონა ძალიან დადებითად მოქმედებს მაცხოვრებლების ურთიერთობასა და ჰარმონიაზე. ეს ქვა გვავსებს სიყვარულითა და პოზიტივით.