ვეფხვის თვალი

ქიმიური ფორმულა SIO2

სიმკვრივე: 6.5 - 7

ვეფხვის თვალი ბოჭკოვანი, მიკროკრისტალური კვარცის მოოქროსფრო-მოყავისფრო ნაირსახეობაა. მას ფსევდომორფულ კვარცსაც ეძახიან, ანუ როდესაც ერთი მინერალი მეორე მინერალად გარდაიქმნება.

ek tigers eye gemstone cabochon oval stone

 

სად მოიპოვება?

მისი პოვნა საკმაოდ ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი, ორი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახლავთ ტაილანდი და აფრიკა. ასევე ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, კორეა, ბრუმა, ნამიბია ესპანეთი და ა.შ.შ.

tigerseyemine14

 

თვისებები

თუ გაკლიათ ენერგია, გრძნობთ დაძაბულობას და გაწუხებთ სტრესი, ეს ქვა დაგეხმარებათ იმაში, რომ ცხოვრებისგან მიიღოთ მეტი პოზიტივი და დაიბრუნოთ ხალისის შეგრძნება.

356051 7b53c797 a708 4cac 9618 b6ad2d219b4c

ვეფხვის თვალი იღბლის უნივერსალური ქვაა. ის შრომისმოყვარე ადამიანებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება და იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას.

თუ ცდილობთ წიგნის, სიმღერის, ნახატის ან რაიმე პროექტის დასრულებას, ვეფხვის თვალი გაგიძლიერებთ კრეატიულობას და დაწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ.

tiger eye gemstone 264627

 

აძლიერებს ნებისყოფას, მიზანმიმართულობას, თვითშეფასებას, შინაგან ძალასა და შესაძლებლობებს.

ვეფხვის თვალი, აგრეთვე, უძლიერესი დამცავი ქვაა, რომლის ტარებაც ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, თუ სამოგზაუროდ მიდიხათ. ეს ქვა ეხმარება ადამიანს არასაჭირო სურვილები რეალური მიზნებისგან განასხვავოს.

tiger eye

 

ხალხურ მედიცინაში ვეფხვის თვალი ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის აღმდგენ საუკეთესო საშუალებად ითვლება. ამსუბუქებს ბრონქიალური ასთმის შეტევებს. კარგია სახსრების ანთების, ასთმის, გულის შესუსტებული მუშაობის, რევმოკარდიის, ოტიტის, დეპრესიის,მუდმივი დაღლილობის, შიშებისა და ქალური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან (მანიპურა).