ლაბრადორიტი

 

ქიმიური ფორმულა: NaAIASi308 - CaAL2Si208

სიმკვრივე: 6-6.5

ლაბრადორიტს, სახელი "ლაბრადორის" - კანადაში მდებარე რეგიონის საპატივცემულოდ დაერქვა. ეს მინერალი ამ ტერიტორიაზე 1770 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ ლაბრადორიტი სხვალოკაციებზეც იქნა აღმოჩენილი.

f5f679d1a3a889b68d769a79b0451cee

 

ამ ქვის ოპტიკური ეფექტი იმდენად უნიკალურია, რომ მას სახელი "ლაბრადორესენსი" დაერქვა. სწორედ ამის გამო ამ მინერალის გაყალბება შეუძლებელია. სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას ლაბრადორი სხვადასხვა ფრად კაშკაშებს, ფერი შეიძლება ღია ცისფერიდან მუქ იისფრამდე მერყეობდეს. ასეთი საოცარი შესახედაობის გამო, ამ მინერალზე საკმაოდ ბევრი ლეგენდა არსებობს.

c9541c77c4f6bab3d6356f6d724ca0e8

ლაბრადორის ხარისხი მისი ფერის სიმკვეთრით გამოიხატება. ფერის ელვარება ზედაპირის რაცუფრო დიდ ნაწილს იკავებს, მით უფრო ხარისხიანია ქვა.

f6a6c6b8cf82d178193923ffea4d57f4

 

სად მოიპოვება?

ლაბრადორიტი კანადაში აღმოაჩინეს და ის დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებლად რჩება. ამის გარდა ლაბრადორიტის პოვნა შესაძლებელია ავსტრალიაში, მადაგასკარზე, მექსიკაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და აშ.შ-ში.

emailout 2015 electric labradorite mine update

 

თვისებები

მინერალების სამყაროში ლაბრადორიტი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამცავ ქვად მიიჩნევა. ლაბრადორიტის ტარებისას, მფლობელის მიძინებული ძალები და ტალანტები იღვიძებს. ის აძლიერებს იმუნიტეტსა და ინტუიციას.

labintenseblueflashslab
ლაბრადორიტი ადამიანებში საუკეთესო თვისებებს გამოკვეთს და ეხმარება მათ საკუთარი შეცდომების დანახვასა და გამოსწორებაში;


სამუშაოს დროს, მფლობელს ეხმარება მოიკრიბოს კონცენტრაცია და სხვადასხვა ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს;

blue labradorite


ის არბილებს ადამიანის ნეგატიურ მხარეებს. ეხმარება მფლობელს სწორად მოექცეს სხვადასხვა ადამიანებს, რათა შემდგომ მათი გვერდში დგომა და დახმარება დაიმსახუროს; 

ლაბრადორიტი ამშვიდებს გადაღლილ გონებას და ადამიანს კრეატიულ მხარეს უვითარებს. სწორედ ამიტომ, ამ ქვას ხშირად იყენებენ მუსიკოსები, რეჟისორები, მსახიობები, ორატორები და დიზაინერები;


შესანიშნავი დამხმარეა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ბედნიერება დაიბრუნოთ; 

labra heart0003

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ლაბრადორიტი ხელს უწყობსორგანიზმის გამყარებას, ზოგიერთი მკურნალი თვლის, რომ ეს მინერალი ამსუბუქებს ხერხემლის ტკივილებს, ასევე ეხმარება უშვილობის დროს. ლაბრადორიტის სამკაული ადამიანს იცავს სტრესული სიტუაციებისგან. აუმჯობესებს ძილს. 
ის გვეხმარება ყოვედღიური რუტინის შემდგომაც, შევინარჩუნოთ ხალისი და ცხოვრებას ნათელ ფერებში აღგვაქმევინებს.

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან (ვიშუდჰა).