მთვარის ქვა

ქიმიური ფორმულა: KalSi308

სიმკვრივე: 6 - 6.5

მთვარის ქვა განსაკუთრებით პოპულარული იყო “Art Nouveau”-ს პერიოდში, რომელმაც სათავე დაახლოებით 100 წლის წინ აიღო. მას იყენებდნენ დეკორაციისთვის, სამკაულში და ა.შ.

6e58fdca51e3301a93a52c3af422

 

სად მოიპოვება?

მთვარის ქვის საბადოები უმეტესად შრი ლანკასა და ინდოეთში მდებარეობს. მათი პოვნა ასევე შესაძლებელია ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, მადაგასკარი, მექსიკა, ნორვეგია, შვედეთი, ტანზანიასა და ამერიკაში. 

aaa rainbow moonstone oval cabochon 7x9 10x13 mm 43 83 cts ee0b94e2

ამ მინერალს უკვე 2000 წელზე მეტია, იყენებენ. ითვლება, რომ მთვარის ქვა ქალურ ენერგიას ატარებს და შეუძლია, აგრესიული კაცური საწყისი დააბალანსოს. აგრეთვე, კარგია ჰორმონალური დისბალანსის დასარეგულირებლად. 

il 430xN.141198481

თუ ქვებში ერკვევით ან ერთხელ მაინც გაქვთ ნამდვილი მთვარის ქვა ნანახი, მიხვდებით, რომ მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც მთვარის ქვას საკმაოდ სპეციფიკური ვიზუალი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენთან ძალიან ხშირად შეხვდებით პრობლემას, ოპალიტის. ოპალიტი არის ე.წ დაორთქლილი შუშა. ის საკმაოდ ლამაზად გამოიყურება,მაგრამ არანაირი საერთო არ აქვს ნამდვილ მთვარის ქვასთან.

opalite3

 

რეალურად ცისარტყელისებრი მთვარის ქვა ლაბრადორიტის უახლოესი ნათესავია. 

ამ ულამაზეს კრისტალს აქვს ძლიერი ვიბრაცია, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და დაგეხმაროთ თქვენში დამალული ტალანტების აღმოჩენაში. 

Rainbow Moonstone Cabochon
მთვარის ქვის ენერგეტიკა ქალს შინაგანი ძალის პოვნასა და გაძლიერებაში ეხმარება.

მამაკაცებს კი, მისი ენერგია ეხმარება, გაიძლიერონ მეხსიერება და ემოციურად უფრო ჰარმონიულები გახდნენ. 

მთვარის ქვა ძლიერი მინერალია ქალური პრინციპებისთვის. ამ მინერალს შეუძლია, დაამშვიდოს აგრესიული ქალი და თავდაჯერებულობა და სიმშვიდე შემატოს მას. 
10 mm round 5pcs aaa high quality rainbow moonstone rose cut cabs ac70b1b6
როდესაც მთვარის ქვის ტარებას დაიწყებთ, სავარაუდოა, რომ ბევრი ახალი და საინტერესო მოვლენა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. 

ეს მინერალი განსაკუთრებულად მოქმედებს მდედრობით სქესზე - ამშვიდებს მათ და ბედნიერების მოპოვებაში ეხმარება. 

 

ტიბეტურ მედიცინაში მთვარის ქვა სულიერი დაავადებების განკურნებისთვის გამოიყენება. კარგია ეპილეფსიის, ნერვული შეტევებისა და ნებისმიერი ნერვული პრობლემისას. მას ასევე გამოიყენებენ თირკმელების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას. ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ ორსულებისთვის ეს საუკეთესო ქვაა.

pic bar 2

ადრე მთვარის ქვა ითვლებოდა ტრადიციულ საქორწინო ქვად. მისგან ხშირად ამზადებდნენ დასანიშნ ბეჭდებს. 
rainbow moonstone engagement ring in sterling silver rainbow moonstone silver ring moonstone jewelry sparkle gemstone made to order

ასოცირდება მესამე თვალსადა გვირგვინის ჩაკრაზე.