მთის ბროლი

ქიმიური ფორმულა: SiO2

სიმკვრივე - 7

მთის ბროლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვება. განსაკუთრებით დიდი საბადოები, ბრაზილიაში, მადაგასკარსა და ამერიკაშია.

 

საქართველოში მთის ბროლს დიდი ხანია იცნობენ. მისი მოპოვება მაღალმთიან რაიონებშია შესაძლებელი. 

clear quartz

მისი ვიბრაციის სიხშირეები ადამიანისას ემთხვევა, აქედან გამომდინრე მისი ტარება მარტივია და არანაირ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული.


მიიჩნევა, რომ მთის ბროლი გვირგვინის ჩაკრაზე (საჰასრარაზე) მოქმედებს, ნამდვილად ასეა მაგრამ ის ასევე მთელს ორგანიზმსა და ენერგეტიკულ სისტემას წმენდს, მისი გამოყენება წარმატებით შეგიძლიათ ნებისმიერ ჩაკრაზე.

clearquartz

 ხოლო რაც შეეხება მისი ტარების მეთოდებს, აქ შეზღუდულები არ ხართ. მაგალითად თუ მთის ბროლს საყურეების სახით ატარებთ ის იმოქმედებს მეხუთე მეექვსე და მეშვიდე ჩაკრებზე, უფრო მეტად მეექვსესა და მეშვიდეზე, გაგიმძაფრებთ ინტუიციას, დაგეხმარებათ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ კონცენტრაციასა და მეხსიერებას.

178527631 XS

 ხშირი თავის ტკივილის დროს მთის ბროლის საყურეების გაკეთება შესანიშნავი წამალია. ასევე შეგიძლიათ ამეთვისტოსა და მთის ბროლის ერთობლივად ტარება, ისინი ამ თემებს გაორმაგებული ძალებით მოუვლიან.

tumblr nqdm58l5W81uz1s43o1 1280

გულსაკიდად მისი ტარების შემთხვევაში ის იმოქმედებს მესამე, მეოთხე, მეხუთე ჩაკრებზე, გააჩნია გულსაკიდის სიგრძეს. ამ შემთხვევაში თქვენ გაგიძლიერდებათ იმუნიტეტი, შინაგანი ენერგია, შეძლებთ სიტყვის თავისუფლად თქმასა და თქვენი აზრების გამოხატვის არ მოგერიდებათ, გაგიაქტიურდებათ ნივთიერებათა ცვლა, შედარებით უფროს ადამიანებს ან მათ ვისაც გულისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები გაქვთ მთის ბროლის გულსაკიდად ტარება ამ თემების შემსუბუქებაში ან საერთოდ განკურნებაში შეგიწყობთ ხელს. თუ მთის ბროლის გულსაკიდს ვარდისფერ კვარცსაც დაამატებთ ისინი ერთობლივი ძალებით იმოქმედებენ გულის პრობლემებზე. ციტრინის მიმატების შემთხვევაში განსაკუთრებით გააქტიურდება მესამე, მზის წნულის ჩაკრა, რომელიც თქვენს შინაგან ენერგიაზე აგებს პასუხს.

196703 619356ff0be747379066b9e4712ed5b2

ხოლო მთის ბროლის ბეჭდად ან სამაჯურად ტარების შემთხვევაში გაიაქტიურებთ პირველ და მეორე ჩაკრებს, რაც გაფანტულობასა და დაბნეულობას ხსნის, ასევე ძვლებისა და სახსრების პრობლემების დროს არის კარგი. ამ შემთხვევაში საუკეთესო კომბინაცია კვამლიანი კვარცია, რადგან ის ისედაც პირველ-მეორე ჩაკრებზე მოქმედებს და მათი შეერთებისას თქვენ ერთ დიდ და ძლიერ იარაღს მიიღებთ. რა თქმა უნდა, არსებობს ქვები, რომელიც ამ თემებს უკეთესად მოუვლიან, მაგრამ როდესაც ქვას ყიდულობთ ამ ინფორმაციის ცოდნ ნამდვილად დაგეხმარებათ.

GJPD00014 11 pcs lot rock crystal clear quartz cluster points pendant sets


კიდევ ერთი გასაოცარი თვისება რომელიც მთის ბროლს აქვს, არის ის, რომ მისი კლასტერი სხვა ქვებსა და სახლის აურას წმენდს. სხვადასხვა მიმართულების მქონე წვეტები ენერგეტიკის გაწმენდას უწყობს ხელს.

 მთის ბროლი არის უძლიერესი ვიბრაციისა და მეტაფიზიკური თვისებების მატარებელი. ამიტომაც, მისი დაპროგრამება და ტარება ძალიან ადვილია. 

ეს მინერალი აძლიერებს გონების მუშობას და გეხმარებათ სწრაფად და სწორად ფიქრში. 

RockCrystal
მთის ბროლი ორგანიზმის ყველა ენერგეტიკულ კვანძს ერგება. ამიტომაც, მისი ტარება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. 
თუ მთის ბროლს სახლში იქონიებთ, ის გაწმენდს აურას და საცხოვრებელში დადებით ენერგეტიკას დააბრუნებს.
ეს მინერალი დაგეხმარებათ კონცენტრაციის მოკრებაში და სიმშვიდისა და ჰარმონიის დაბრუნებაში. 
ხსნის თავის ტკივილებს, უმკლავდება სტრესს, არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურასა და წნევას. ასევე, ეხმარება უძილობით შეწუხებულ ადამიანებს.
largepurequartzsm
ეს ქვა თქვენს ცხოვრებაში მოიზიდავს სიყვარულს, წარმატებას, სხვების სიმპათიასა და სულიერ კომფორტს. 
მთის ბროლი წმენდს ორგანიზმს, გონებას, ფიქრებს, გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და ენერგიები.
აძლიერებს მეხსიერებასა და ინტუიციას. 

მთის ბროლის ტარება შეგიძლიათ კვარცის ოჯახის ნებისმიერ ისეთ წარმომადგენელთან ერთად, როგორებიცაა: კვამლიანი კვარცი, ციტრინი, ამეთვისტო და ა.შ