ობსიდიანი

ქიმიური ფორმულა: 70-75% SiO2 + MgO, Fe3O4

სიმკვრივე: 5 - 5.5

ობსიდიანი ვულკანური წარმონაქვნია, მას ვულკანურ შუშასაც უწოდებენ, ეს ქვა უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. მას სახელი „ობსიუსის“ საპატივცემულოდ დაერქვა, ის იყო რომაელი ადამიანი, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ობსიდიანი.

 

ობსიდიანი წარმოიქმნება ლავის გაგრილებისას. ზოგადად ამბობენ, რომ ის არ არის ნამდვილი მინერალი, რადგანაც ობსიდიანის შემადგენლობა ზედმეტად რთულია და არ აქვს კრისტალური სტრუქტურა.

rainbow obsidian3

ძველ დროში, ეგვიპტელები ობსიდიანს დანებად, ისრის თავებად, მახვილებად და ბასრ იარაღებად იყენებდნენ.

obsidian knife 

ძირითადად ობსიდიანი შავია, მაგრამ არის განსხვავებული ტიპის ობსიდიანებიც, ესენია:

ფიფქებიანი (წინწკლებიანი ობსიდიანი)

554145cd b494 4f3d 9e9e 575efd238fe4

ვენებიანი (წითელი)

mahogany obsidian 1721 p

 

კატის თვალი იგივე ცისარტყელა ობსიდიანი.

rainbowobsidiancabochon mexico c208

 

ასევე არის საკმაოდ იშვიათი მწვანე ობსიდიანიც.

greenobs03 2

სად მოიპოვება?

ობსიდიანს უმეტესად მოიპოვებენ ისეთ ლოკაციებზე, სადაცოდესღაც (ან დღესაც) იყო ვულკანური აქტივობა. ეს ქვეყნებია არგენტინა, კანადა, ჩილე, საბერძნეთი, ელ სალვადორი, გატემალა, იტალია, იაპონია, კენია, სომხეთი, აზერბაიჯანი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პერუ, შოტლანდია, თურქეთი, ა.შ.შ და საქართველო. 

 

"საქართველოში ობსიდიანი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას „ცის ნატეხს“ ეძახდნენ. კაჟთან ერთად იგი პირველი ქვაა, რომელიც ადამიანმა ჯერ კიდევ პალეოლითში გამოიყენა სამუშაო თუ საბრძოლო იარაღების დასმზადებლად. ფარავნის ობსიდიანის საბადო მდებარეობს ნინოწმინდის რაიონში, ართვინ-ბოლნისის ზონის ჯავახეთის ქვეზონის ახალქალაქის ბლოკის ფარგლებში და უკავშირდება ყოიუნდაგის ცენტრალური ვულკანური აპარატის ლავურ ნაკადს. ფარავნის საბადოზე ობსიდიანი გვხვდება ორ ნაირსახებით - შავი მოწითალო ლაქებით და ზოლებით. ორივე სახეობა წარმოადგენს შესანიშნავ სანაკეთო ქვას: ის ადვილად იჭრება, პრიალდება, ადვილად იბურღება." - conference.sens-2014.tsu.ge 

4 obsidian quarry large

თვისებები

ობსიდიანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი ქვაა, კარგია ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად. ასევე გამოიყენება ე.წ. ენერგეტიკული ვამპირების წინააღმდეგ. (ადამიანები რომლებიც გვაცლიან სასიცოცხლო ენერგიას).

ობსიდიანი ადამიანებს შეურაცხყოფისგან, საფრთხისგან, ცუდი მოპყრობისგან, შევიწროვებისა და ბოროტგანზრახვისგან იცავს. ასევე კარგია სხვადასხვა კავშირების გაწყვეტისას, როგორიცაა ქორწინება, მეგობრობა და ა.შ. ის დაგეხმარებათ ცხოვრებიდან მოიცილოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაზიანებენ.

xxx

 

ობსიდიანს აქვს უძლიერესი სამკურნალო და დამამიწებელი ენერგია. მას დაავადებების აღმომჩენ მინერალად მიიჩნევენ. არამარტო დაავადებების, ზოგადად გამოვლენის, გამომჟღავნებისა და გამოქვეყნების ქვაა. 

ეს ზოგადი ინფორმაცია, მოდით ჩავუღრმავდეთ მის ნაირსახეობებს:

ფიფქებიანი ობსიდიანი 

სისუფთავისა და სიფაქიზის სიმბოლო. მას მოაქვს ბალანსი გონებასა და სხეულში. ის გეხმარებათ კონცენტრაციაში, როდესაც იმყოფებით ქაოსურ გარემოში. ფიფქებიან ობსიდიანს შეუძლია გაწმინდოს ადამიანისა და გარემოს აურა. ის გვეხმარება თავიდან მოვიშოროთ წარსულის პრობლემები და ღრმად ჩარჩენილი ბოღმა, ბრაზი ან წყენა, ამოაქვს ეს ემოციები ზედაპირზე და გვანთავისუფლებს მათგან. ფიფქებიანი ობსიდიანი ამშვიდებს და აწყნარებს გადაღლილ გონებას. კარგია კანის პრობლემებისთვის, ასოცირდება ძვლებისა და სსახსრების სისტემასთან.

Snowflake Obsidi 105

 

წითელი ობსიდიანი 

ხშირად გამოიყენება ენერგეტიკული კვანძების მოსაშორებლად. ადამიანები, რომლებიც მარტივად იღებთ თვალს, წითელი ობსიდიანი თქვენთვისაა. წმენდს და აძლიერებს აურას. როგორც პირველი ჩაკრის ქვა, კარგია დამიწებისა და სტაბილურობისათვის. ემოციური განხრით წითელი ობსიდიანი ადამიანს უძლიერებს თვითშეფასებას. თუ ადამიანი არის ზედმეტად ემოციური ამ შემთხვევაში ობსიდიანი მას ამშიდებს, ადამიანის ფიქრებს ხდის უფრო რაციონალურს და აყენებს მას სწორ გზაზე. გამიიყენება უძილობის პრობლემებისას.

6d1991b822a0148006459b818611bed1

ცისარტყელა ობსიდიანი 

მას სიამოვნების ქვასაც უწოდებენ, რადგანაც ცისარტყელა ობსიდიანს ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს სიამოვნებისა და სიხარულის გრძნობა, ამ ქვის მფლობელი იწყებს ყოველდღიურობით ტკბობას და პოულობს ცხოვრებაში საკუთარ ადგილს. იმ ადამიანებს ვისაც აქვს ურთიერთობების პრობლემა, ვერ პოულობენ შესაფერის მეწყვილეს პირად ცხოვრებაში, ბიზნესსა თუ სამსახურში ეს ქვა დაეხმარება და მოიზიდავს სწორედ იმ ერთადერთ და განუმეორებელ „მეორე ნახევარს“. ასევე დაგეხმარებათ თვითდამკვიდრებაში. როგორც ყველა ობსიდიანი ცისარტყელაც საკმაოდ ძლიერი დამცავი ქვაა.

81b7ab7acbb7b44ef96ffb93509022e4

 

სამკურნალო თვისებები 

ობსიდიანი აძლიერებს თირკმელების ენერგეტიკას, ასტაბილურებს სისხლის წნებას, აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია კუჭისა და ნაწლავებისთვის. ითვლება, რომ ობსიდიანი კარგად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს ღვიძლისა და ჭარბი წონის პრობლემა. უკვე ვთქვით რომ კარგია სახსრებისა და ძვლებისთვის, ასევე კარგად მოქმედებს კუნთების პრობლემებისას, მოკლედ პირველი, ფუძის ჩაკრის პრობლემები თუ გაქვთ ეს ქვა თქვენთვისაა.