პრენიტი

ქიმიური ფორმულა: Ca2Al(AlSi3O10)(OH)2

სიმკვრივე: 6 - 6.5 

პრენიტი პირველი ქვაა, რომელსაც ადამიანის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი და ასევე პირველი ქვაა რომელიც სამხრეთ აფრიკიდან გახდა პოპულარული. მას შემდეგ სამხრეთ აფრიკა სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია. პრენიტი პირველად 1788 წელს დაახასიათეს. მას სახელი აღმომჩენის, კოლონელ ჰენდრიკ ვონ პრენის საპატივცემულოდ დაერქვა.

EB1214PREP3 650x650

 

სულ ცოტა ხნის წინ, პრენიტი უიშვიათეს ქვად ითვლებოდა, მაგრამ ახალი საბადოები აღმოაჩინეს და ახლა ის ყველასათვისაა ხელმისაწვდომი.

prehnite hero

 

სად მოიპოვება?

პრენიტის მოიპოვებენ აფრიკაში, ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, გერმანიაში, შოტლანდიაში, საფრანგეთსა და ა.შ.შ-ში.

prehnite polished 2

 

თვისებები 

მისი ერთი ნატეხის ქონაც კი მშვენიერებაა, პრენიტი ქვეცნობიერის გააქტიურებაში დაგეხმარებათ, რაც წინასწარმეტყველურ ნიჭს გაგიღვივებთ. ეს ქვა თქვენს ყურადღებას იმ შემთხვევაშიც იმსახურებს, გაინტერესებთ თუარა წინასწარმეტყველური ამბები. პრენიტის ქვა საუკეთესო იარაღია ვიზუალიზაციისათვის რაც ღრმა მედიტაციისთვისაც გამოგადგებათ. პრენიტის ფერი უმეტესად მწვანეა, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს მოყვითალო, გამჭირვალე ვარიანტებიც. 

IMG 8721 47073.1385608701.1280.1280

ეს მინერალი მეხსიერებისა და მოგონებების ქვად ითვლება. მას მფლობელის დამცავი ფარის დამუხტვა შეუძლია. ასევე მოაქვს სიმშვიდე და ჰარმონია. ჩემთვის მისი ფერის ყურებაც კი დამამშვდებელია. პრენიტის მეშვეობით გაღვიძებისას სიზმრების ადვილად გახსენება შეგიძლიათ.

800 600 FFFFFF 7769006494d6f215bceafc

მას თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის მოტანაც შეუძლია, მიხვდით ალბათ, რომ გულის ჩაკრა, ანაჰატასთან ასოცირდება. ეს ქვა პიროვნულად გაზრდასა და საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებათ, ყოველი დღის განმავლობაში შეძლებთ დაინახოთ სიყვარული და კონცენტრირდეთ პოზიტივზე.

prehnite with epidote tumbl

სამკურნალო თვისებები

განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტრესი და დეპრესია აწუხებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და წესრიგში მოყავს მეტაბოლიზმი. ეხმარება ანემიის მკურნალობას და ასტაბილურებს სისხლის წნევას. ეხმარება თირკმლებისა და ფილტვებისს პრობლემების გმოგვარებას. ათეროსკლეროზისგანაც დაგიცავთ. ასევე ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს. თუ ეს პრობლემები გაწუხებთ და თავის განკურნება გსურთ ატარეთ პრენიტი კანზე, მაგრამ თუ სამკაულის სახით არ მოგეპოვებათ, მოათავსეთ იგი მუცლის არესთან ახლოს, ძილის დროს.

prehnite polished

პრენიტს ლიტოთერაპევტები, ხშირად დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. მისი გაწმენდა თვეში ერთხელ აუცილებელია. გამდინარე წყალში. პრენიტის დამუხტვა შესაძლებელია ვარდისფერი კვარცისა და მთის ბროლის მეშვეობით.