სარდიონი (სერდოლიკი)

სარდიონი ქალცედონის ნაირსახეობაა. გამოირჩევა მოყავისფრო-მოსტაფილოსფრო ფერით. ეს მინერალი ულამაზეს ფერს რკინის შემცველობის დახმარებით იღებს.

1 Carnelian

სარდიონი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვაა. მისი სახელი 4000 წლის წინანდელ წყაროებშია ნახსენები. სარდიონი ძალიან პოპულარული ქვა იყო და საუკუნეების განმავლობაში ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებდა მას. ქრისტიანულ რელიგიაში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"იაკობის პირველი ძის - რუბენის - შესატყვისი პატიოსანი თვალი სარდიონი, წმ. ეპიფანეს ცნობით, ბაბილონსა და შუამდინარეთში მოიპოვება. მისი ფერია მეწამული და სახელდება მიღებული აქვს სისხლისფერი სარდიონ-თევზისაგან" - Magticom.ge 

0 carnelian aj4

სად მოიპოვება?

სარდიონის ყველაზე დიდი საბადოები ბრაზილიაში, ურუგვაიში, ინდოეთში, მადაგასკარსა და აშშ-შია.

თვისებები

როგორც ვთქვით მას ასწლეულების წინ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ მას თავდასაცავად ატარებდნენ და სჯეროდათ, რომ ქვა გამძლეობასა და მოტივაციას შემატებდათ. სარდიონი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვაა იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანს აძლევს სტიმულსა და ძალას, იყოს ლიდერი.

carnelian

სტაფილოსფერი სარდიონი, შესანიშნავი დამხმარეა რაიმეს შესწავლისას. ეს ქვა უძრავ და უენერგიო ადამიანებს ეხმარება, გახდნენ სიცოცხლითა და სიხარულით სავსე. არის არქიტექტორების, მშენებლების, კონსტრუქციაზე მომუშავეების, სამხედრო პერსონალის, ჟურნალისტების, მწერლებისა და მასწავლებლების ქვა.

სარდიონს მოაქვს შემოსავალი, ახალი შესაძლებლობები და იღბალი. ეს არის წარმატებისა და ფინანსების მოსაზიდი ქვა. სამუშაო გარემოში მისი ქონა წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. ამცირებს თანამშრომლების ზეწოლას და აძლიერებს ადამიანის ამბიციას.

c is for carnelian

სარდიონი, აგრეთვე, ასუფთავებს ხმას, ეს არის ორატორების, ტელე-რადიო წამყვანებისა და მომღერლების ქვა. ეს ქვა თავის მფლობელსა და სახლს უბედური შემთხვევებისგან იცავს. როგორც ხედავთ, სარდიონს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს.

მისი დახმარებით, შეძლებთ იყოთ უფრო პროდუქტიული, მიზანმიმართული და თავდაჯერებული.

Carnelian Stone

სამკურნალო თვისებები

სარდიონის დახმარებით იხორცებდნენ ჭრილობებს, ზოგადად კარგია კანის დაავადებებისთვის. ამ ქვით ლიტოთერაპევტები კურნავენ სეფსისს, განგრენას, კბილის ტკივილს, ცუდ მხედველობას, გულის, სისხლძარღვთა და კუჭნაწლავის დაავადებებს. სარდიონი ამაგრებს იმუნიტეტს, წმენდს და აღადგენს ორგანიზმში ლიმფისა და სისხლის რაოდენობას. აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას. კარგია შარდ-სასქესო და სასუნთქი სისტემების დაავადებების დროს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კანის ფერს. 

DT17a drilled tumble stone carnelian 11

ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთან (მულადჰარა, სვადჰისტანა)