რიოლიტი

ქიმიური ფორმულა: SiO2 + K2O

სიმკვრივე: 6 - 7

რიოლიტს უჩვეულო ფერის და ულამაზესი წერტილების გამო ტყის წვიმასაც ეძახიან. რიოლიტი ვიზუალურად იასპს წააგავს, მაგრამ სტრუქტურით ძოწთან უფრო ახლოსაა.

31 9 1 gl Galeriename 3496

სად მოიპოვება?

მისი მოპოვება უმეტესად ვულკანურად აქტიურ ზონებშია შესაძლებელი. დღესდღეობით ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან ავსტრალია და ინდოეთი.

021fbf0c1ba6809130c960e9d501c9f2

თვისებები

რიოლიტთან სიტყვა ბალანსი, რეგენერაცია და შესაძლებლობა ასოცირდება. რიოლიტი მფლობელს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი და მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობები. შესანიშნავი ქვაა თვითშეფასების ასამაღლებლად. ის ასოცირდება გულის ჩაკრასთან, ადამიანის ცხოვრებაში მოყავს სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები.

9292

როგორც რეგენერაციის ქვა,ადამიანს ეხმარება თავი იგრძნოს და გამოიყურებოდესუფრო ახალგაზრდად. რიოლიტი ადამიანებს ეხმარება გადაიტანონ წარსული ცხოვრებიდან დარჩენილი დისკომფორტი და პრობლემები. მფლობელს კონკრეტულ პრობლემას აჩვენებს და ეხმარება მის გადალახვაში. აგრეთვე ღრმა ქვეცნობიერში დალექილ შიშებსა და კომპლექსებსაც ამსუბუქებს. მისი პატარა ნატეხის ტარებაც კი მფლობელს კონცენტრაციაში ეხმარება.

rhyolite hero

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს. რიოლიტი აძლიერებს იმუნიტეტს, ეხლამრება თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების დაძლევას. კრეატიული პროცესისას ძალიან ხელშემწყობი ქვაა, კარგია მასწავლებლებისთვის, მშენებლებისთვის, მუსიკოსებისთვის, რეჟისორებისა და მსახიობებისთვის. გეხმარებათ არ დარჩეთ ერთ წერტილზე, იცხოვროთ აწმყოთი და დატკბეთ მომენტით.