როდოქროზიტი

ქიმიური ფორმულა: MnCO3

სიმკვრივე: 4

ქვის სახელი ბერძნული სიტყვა rhodokhros-იდან მოდის, რომელიც თარგმანში ვარდისფერს ნიშნავს. ხშირად მას ინკების ვარდსაც ეძახიან. არგენტინაში როდოქროზიტის სტალაგმიტებს საუკუნეების წინ ნახავდით. ინკებს სჯეროდათ, რომ როდოქროზიტი მათი ყოფილი მეფეებისა და დედოფლების ქვად გადაქცეული სისხლი იყო, სწორედ ამიტომ მას “Rosa del Inca” და Inca Rose-ს ეძახდნენ. 

52909

მისი ფერი მერყეობს იყოს ღია ვარდისფრიდან კაშკაშაწითლამდე და მუქ ყავისფრამდე. როდოქროზიტი ყალიბდება როგორც კრისტალის ასევე ერთიანი ფორმით. გამჭირვალე, ჟოლოსფერი როდოქროზიტი საკმაოდ იშვიათი და ძვირიანი ქვაა.

42057

სად მოიპოვება?

როდოქროზიტი არგენტინისა და კოლორადოს ოფიციალური ქვაა (ამ ლოკაციებში მას დიდი რაოდენობით მოიპოვებენ). მისი მოპოვება ასევე შესაძლებელია შემდეგ ქვეყნებში: ჩილე, მექსიკა, პერუ, აფრიკა, ამერიკა, რუმინეთი და უნგრეთი.

blog show finds 6

თვისებები

როდოქროზიტი ითვლება სინაზისა და თანაგრძნობის ქვად, მას ცნობიერებაში დალექილი უარყოფითი გრძნობები ზედაპირზეამოაქვს და მათგან განთავისუფლებაში გეხმარებათ. ძველი სიტუაციების ახლებურად აღქმაში დაგეხმარებათ, რადგანაც მიიღოთ და გაუშვათ ტკივილი. ეს ქვა ახალ ეტაპებზე გადასვლაში შეგიწყობთ ხელს.

d64295071f68efd14b13ccdcdcecec49

როდოქროზიტი გაგიძლიერებთ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას. მოიტანს თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს, სიხარულსა და ჰარმონიას. კარგი ქვაა მედიტაციისა და კონცენტრაციისათვის. ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრებაში გაურკვეველი პერიოდი გაქვთდა ვერ ახერხებთ კონკრეტულ თემებზე კონცენტრირებას. ის დაგეხმარებათ თქვენს თავში აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.

tumblr n9mbn6lpsy1ragjj8o1 500

როდოქროზიტი აბალანსებს და აძლიერებს სიყვარულს. ის გეხმარებათ ნაზი გრძნობების მოზიდვაში. ასტაბილურებს მენტალურ და ემოციურ პროცესებს. მას ხშირად თავისუფლების ქვასაც ეძახიან. სნის სტრესს და ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერება მოაქვს. როდოქროზიტი ადამიანს ამხიარულებს,ცხოვრების ხალისსა და სიამოვნების განცდის საშუალებასუბრუნებს. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ეს  ქვათქვენს შესაძლებლობებს გააღვივებს.

rhodochrosite31103b

სამკურნალო თვისებები

ტრადიციულად, მკურნალები როდოქროზიტს მომნელებელი სისტემის, გულის, თირკმლების, ელენთის, პანკრეასისა და ფარისებრი ჯირკვალის პრობლემებისას იყენებდნენ. ის ასევე გამოიყენება სტრეთან დაკავშირებული დაავადებებისას. როდოქროზიტი ასოცირდება პირველ და მეოთხე ჩაკრასთან.